30 ივლისს, თბილისში Glovo — საქართველოს წამყვანი მრავალკატეგორიული ტექნოლოგიური პლატფორმა, მომხმარებლებს ChatGPT-ისა და Claude-ის პლატფორმებისთვის შექმნილ AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს სთავაზობს. ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ხელოვნურ ინტელექტთან ბუნებრივი დიალოგის საშუალებით აღმოაჩინონ, მოძებნონ და შეუკვეთონ ადგილობრივი რესტორნებისა და მაღაზიების პროდუქტები.

ამ ინტეგრაციის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ Glovo-ზე ხელმისაწვდომი ათასობით პროდუქტი მოიძიონ, შეადარონ შეთავაზებები და მარტივი, სასაუბრო ფორმით შეუფერხებლად გააგრძელონ შეძენის პროცესი. კატეგორიებსა და ფილტრებში ძიების ნაცვლად, მათ შეუძლიათ უბრალოდ აღწერონ, რა სჭირდებათ, მაგ.: “მჭირდება დაბადების დღის საჩუქარი 100 ლარის ფარგლებში“ ან “მომიძებნე ადგილები ჩემთან ახლოს, სადაც ჯანსაღი ვახშმის შეკვეთა შემიძლია“. ამის შემდეგ AI ასისტენტი აანალიზებს მოთხოვნას, ეძებს შესაბამის პროდუქტებს, ამოწმებს ადგილობრივ ხელმისაწვდომობას და მომხმარებელს პერსონალიზებულ რეკომენდაციებს სთავაზობს.

გონივრული და ბუნებრივი შოპინგის გამოცდილება

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი Glovo-ს ანგარიშს ChatGPT-ს ან Claude-ს დაუკავშირებს, შოპინგის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და პერსონალიზებული ხდება. ასისტენტი იმახსოვრებს ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს, როგორებიცაა ბიუჯეტი, კვებითი პრეფერენციები და სასურველი პროდუქტის კატეგორიები, რათა დიალოგის განმავლობაში მომხმარებელს სულ უფრო ზუსტი და მის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციები შესთავაზოს.

ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელს Glovo-ს ადგილობრივი პარტნიორებისგან ხელმისაწვდომ ხუთამდე პერსონალიზებულ პროდუქტს სთავაზობს. თითოეულ შეთავაზებაში მოცემულია პროდუქტის ფოტო, ფასი, მაღაზიის შესახებ ინფორმაცია და მომხმარებელთა შეფასებები. “View on Glovo“ (“Glovo-ზე ნახვა”) ღილაკზე გადასვლის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად გადადის Glovo-ს აპლიკაციასა თუ ვებგვერდზე, სადაც უსაფრთხოდ ასრულებს შეკვეთასა და გადახდას.

“ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს, რათა Glovo-ს სერვისები იმ პლატფორმებზე გავხადოთ ხელმისაწვდომი, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები ყოველდღიურად იყენებენ. ChatGPT-სა და Claude-ზე ხელმისაწვდომობა მათ შესაძლებლობას აძლევს, ბუნებრივი დიალოგის საშუალებით მარტივად გაეცნონ Glovo-ს შეთავაზებებს. Glovo ყოველთვის იყო ყოველდღიური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს ფართო არჩევანსა და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობდა, ხოლო ეს ინიციატივა ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“განაცხადა Glovo-ს გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში, არტემ კოლოსიუკმა.

როგორ მოძებნოთ პროდუქტები Glovo-ს აპლიკაციაში ChatGPT-ის ან Claude-ის დახმარებით:

  • მომხმარებელმა ChatGPT ან Claude უნდა დააკავშიროს Glovo-ს აპლიკაციასთან პლაგინის საშუალებით;
  • სინქრონიზაციის დასრულების შემდეგ, მომხმარებელმა უნდა აკრიფოს @glovo, შემდეგ კი თავისი მოთხოვნა;
  • AI პლატფორმა მომხმარებელს ხუთი ხელმისაწვდომი ვარიანტის კარუსელს შესთავაზებს;
  • თუ მომხმარებელს რომელიმე პროდუქტის შეძენა ან Glovo-ს აპლიკაციაში ძიების გაგრძელება სურს, უნდა დააჭიროს “View on Glovo“ (“Glovo-ზე ნახვა”) ღილაკს, რომელიც მას Glovo-ს აპლიკაციაზე ან ვებგვერდზე გადაიყვანს.
  • შეკვეთის დადასტურების შემდეგ, პარტნიორი ობიექტი მოამზადებს შეკვეთას, ხოლო კურიერი მის ასაღებად გაემართება. მომხმარებელი შეკვეთას რამდენიმე წუთში მიიღებს.

Glovo-ს შესახებ

Glovo არის წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს, ბიზნესებსა და კურიერებს და უზრუნველყოფს მრავალკატეგორიულ, მოთხოვნაზე დაფუძნებულ სერვისებს ადგილობრივი რესტორნებიდან, სასურსათო მაღაზიებიდან და სუპერმარკეტებიდან, ასევე სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტიდან. როგორც სწრაფი კომერციის ერთ-ერთი ლიდერი, Glovo-ს ხედვაა შექმნას ყველაზე დიდი ონლაინ მარკეტფლეისი, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა საკუთარ ქალაქში არსებულ ნებისმიერ პროდუქტზე რამდენიმე წუთში. კომპანია 2015 წელს ბარსელონაში დაარსდა და ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 22 ქვეყანაში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.