აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ
ფოტო: Getty Images
აგვისტოს ომის მე-13 წელს, კრემლის შეიარღებული აგრესიის დაწყების დღეს, ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
წერილი იწყება იმით, რომ საქართველო, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, ევროპული ოჯახის წევრია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოსახლეობის უმრავლესობის არჩვანია. აქვე წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს იმის საშუალება არა აქვთ, რომ განახორციელონ თავიანთი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა და ისარგებლონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გაძლიერებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით. ამას კი ემატება კოვიდპანდემიით გამოწვეული პრობლემები.
"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც ქვეყანას, რომელიც ახორციელებს დე ფაქტო კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე (როგორც ეს ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეში), მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა ორივე ოკუპირებულ რეგიონში, უარი თქვას აქტიურ "ბორდერიზაციაზე", დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები — განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ჩადენილია ეთნიკური ნიშნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ასეთი დანაშაულების მართლმსაჯულების მიერ დასჯა. იძულებით გადაადგილებულ პირებს კი წინაპართა მიწაზე უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საშუალება მიეცეთ", — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, წერილში ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა, როგორიცაა:
- ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც მიზნად ისახავს ოკუპაციის საზღვრის ორივე მხარეს მვცხოვრები ადამიანების ხელშეწყობას ვაჭრობაში, განათლებასა და მობილობაში;
- ახლახანს შექმნილი სამთავრობო კომისია, რომლის მიზანია დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
"ჩვენ მტკიცედ ვიმეორებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულებას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", — აცხადებენ ევროპარლამენტარები და პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა წვლილი შეიტანონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში.
წერილი გამოქვეყნებულია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დეპუტატ დევიდ მაკალისტერის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარის, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებლის, სვენ მიქსერის სახელით.
აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს, დაიკავა როკის გვირაბი. საქართველომ რუსულ აგრესიას უპასუხა. ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.
2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები
2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა. ასევე, სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.
გაიგეთ მეტი:
- აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა
- კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას — ევროკავშირის წარმომადგენლობა
- ჩვენ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ — აშშ-ს საელჩო
- ევროკავშირი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის — კრამონი
- რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას — ლატვია აგვისტოს ომის 13 წლისთავზე
- მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას — ლიეტუვა კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას — სლოვენია აგვისტოს ომზე
- აგვისტოს ომმა გზა გაუხსნა ყირიმის ანექსიას და დონბასში მიმდინარე პროცესს — ლინკევიჩუსი
- კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას — რუმინეთი
- პოლონეთი აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
- მხარდაჭერა საქართველოს — ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
- მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება — პრაისი
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები