TECHGIRLS GEORGIA-ს ფარგლებში მოსწავლე გოგოებისთვის კოდის წერის ტრენინგების სესიები დაიწყო
ფოტო: ილიაუნი
დაიწყო პროექტი TechGirls Georgia, რომელიც გერმანიის ქართული სათვისტომოსა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის — ფაბლაბ ილიაუნის თანამშრომლობითა, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების/ საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (GIZ/CIM) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში გაიმართა.
პროგრამის ბენეფიციარებს, კონკურსის წესით შერჩეულ გოგონებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში კოდის წერას შეისწავლიან, შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და გერმანიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა.
გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა საქართველოში, ინფორმატიკისა და ინგლისური ენის სპეციალისტმა, ევა მარია ქნირშმა, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნანა დიხამინჯიამ, პროექტის TechGirls Georgia ორგანიზატორმა და გერმანიის ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრმა ირინა ჩიხლაძემ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიგრაციისა და დიასპორის პროგრამის ხელმძღვანელმა ლაშა ენუქიძემ.
"ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი ორ პროცესს აერთიანებს — საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას და ქალების ჩართულობის გაზრდა ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო თუ სხვა პროცესებში. ეს ორი პროცესი სინამდვილეში ერთიანი მოძრაობის ნაწილია, რომელიც გულისხმობს ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, სამეცნიერო განვითარებას, ემანსიპაციას და ქალებისთვის უფრო დიდი როლის მინიჭებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერში ხელს გვიწყობენ ჩვენი გერმანელი პარტნიორები და გვჯერა, რომ ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იქნება და იგი ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას მისცემს საფუძველს", — განაცხადა გიგა ზედანიამ, ილიაუნის ლექტორმა.
"მჯერა, რომ IT უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გოგოების პროფესიული განვითარებისთვის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობისთვის. ინფორმაციული ტექნოლოგიები დღეს საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაა. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ვინაიდან ინვესტორები ხშირად ეძებენ ახალგაზრდებს, რომლებიც კარგად ერკვევიან ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და კომპიუტერულ მეცნიერებაში, ეს პროგრამა კი სწორედ ამ მიმართულებით მისცემს ახალგაზრდებს განათლებას", — განაცხადა ჰუბერტ ქრინშმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში.
"ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ქალების ტექნოლოგიებით დაინტერესება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსიამოვნებს იმ გუნდთან მუშაობა, რომელიც როგორც კაცებით,ა სევე ქალებითაა დაკომპლექტებული, რადგან ისინი ერთად პრობლემების გადაჭრის უკეთეს გზებს პოულობენ. უამრავი ქალი ამბობს უარს ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათემატიკის თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლაზე იმ მოსაზრების გამო, რომ თითქოს ამ მიმართულებებში ბიჭები უკეთ ერკვევიან, ამიტომ მორცხვობენ და ვერ ბედავენ ტექნიკური საგნების შესწავლას. სწორედ ასეთი პროექტები ეხმარება მათ იმის გააზრებაში, რომ ამ მეცნიერებების შესწავლა მათთვისაც შესაძლებელია. როგორც კი ისწავლიან, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, ისინი სიამოვნებით ეუფლებიან ამ მეცნიერებებს", — განაცხადა ევა მარია ქნირშმა, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა საქართველოში და ინფორმატიკისა და ინგლისური ენის სპეციალისტმა.
"დღეს ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებით განვითარება ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით საჭიროა ამ მიმართულებებით მეტი ქალის დაინტერესება. პროექტი TechGirls კი სწორედ ამას ემსახურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო", — ამბობს ნანა დიხამინჯია, ილიაუნის ვიცე-რექტორი ტექნოლოგიების მიმართულებით.
პროექტის TechGirls Georgia მიზანია ციფრული ტექნოლოგიების მიმარულებით ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, ამ სფეროში არსებული სტერეოტიპების დაძლევა და გოგოების ცნობიერების ამაღლება.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში შეირჩნენ VIII-XI კლასის მოსწავლე გოგოები, რომლებიც მომავალი პროფესიის არჩევის ეტაპზე იმყოფებიან. შერჩეული მონაწილეები შეისწავლიან პროგრამირების/კოდის წერის საფუძვლებს, დააარსებენ ტექგოგოების კლუბს და მონაწილეობას მიიღებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ონლაინპლატფორმის შექმნაში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს მენტორინგის პროგრამას და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში არსებული მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების გაცნობას.
-
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
-
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა
გადახედვა
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა
გადახედვა
-
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო
გადახედვა
-
კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები