"ოცნების" მტკიცებით, მიშელის შეთანხმების შესრულებაზე აშშ-ს დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდება
ფოტო: On.ge
ქართული ოცნების მტკიცებით, "ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო", ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების შესახებ უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია. პარტიაში არ აკონკრეტებენ, ვის ადანაშაულებენ აშშ-სთვის დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებაში, თუმცა აცხადებენ, რომ "ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს".
ამ განცხადების ავტორები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი არიან და ისინი საუბრობენ როგორც პოლიტიკური დიალოგის მონაწილეები. პარტიის მიერ გავრცელებული ტექსტის უმეტესი ნაწილი ზუსტად იმეორებს პოლიტსაბჭოს 23 ივნისის განცხადებას. მათ შორის, საუბარია კრისტიან დანიელსონის პირველად დოკუმენტზე და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო, შარლ მიშელის შეთანხმებაში პირდაპირ წერია მოსამართლეების დანიშვნის შესახებ, დეპუტატების მტკიცებით, ქართული ოცნება შეთანხმებას იცავს.
კობახიძე, თალაკვაძე და პაპუაშვილი სახელმწიფო მდივნის მიმართ პატივისცემას აფიქსირებენ და აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ განმარტავენ.
ამის შემდეგ ისინი იმეორებენ 23 ივნისის განცხადებას და ამბობენ, რომ მარტში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერდა პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა "დაპაუზებულიყო" და შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა გადასინჯულიყო. აქვე მეორდება, რომ შეცვლილი კანონის საფუძველზე, დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი.
გარდა ამისა, კობახიძე, თალაკვაძე და პაპუაშვილი იმეორებენ პოლიტსაბჭოს განცხადების იმ ნაწილსაც, რომლის მიხედვით, მოლაპრაკებების დრო ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ასეთ შემთხვევაში აზრი არ დაეკარგებოდა მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა მიეცემოდა.
ისინი იმეორებენ იმასაც, რომ ეს "ზეპირი შეთანხმება" აისახა დანიელსონის პირველად პროექტში, 31 მარტს და ქართულმა ოცნებამ ამაზე მუშაობა დაიწყო. მათი მტკიცებით, "ოცნება" არჩევნებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით ცვლილებებს ხელმოწერის გარეშეც აპირებდა.
პარტიის ლიდერები იმეორებენ პოლიტსაბჭოს განცხადების იმ ნაწილსაც, სადაც საუბარია იმაზე, რომ სწორედ ამ დაპირებისა და კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლომდე მიიყვანა დაწყებული პროცესი და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი აპრილში სამი მოსმენით მიიღო.
ისინი კვლავ ამტკიცებენ, რომ ეს კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის ყველა საკვანძო რეკომენდაციას და აქაც ჩამოთვლილია სამი რეკომენდაიცა:
- დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა;
- შემოღებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი;
- შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების ოთხმაგი გასაჩივრების წესი.
დეპუტატები აქაც საუბრობენ იმაზე, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, რომელსაც არცერთ ზემოაღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ წარმოუდგენია.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა. ამ და სხვა მსგავსი გარემოებების თაობაზე ქართულმა ოცნებამ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მივიღეთ თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოგვეწერა ხელი, რათა დაზუსტებებს დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია, დოკუმენტში არსებული უზუსტობები კი აღსრულების პროცესში დაგვეზუსტებინა. ჩვენ პარტნიორების აღნიშნულ თხოვნას ანგარიში გავუწიეთ. სწორედ ამ ზეპირი შეთანხმების შედეგი იყო, მაგალითად, რომ ოთხთვიანი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი საარჩევნო კოდექსში ოთხკვირიანი მექანიზმით შეიცვალა", — კიდევ ერთხელ აცხადებენ ქართული ოცნების ლიდერები.
ამის შემდეგ კი გვახსენებენ, რომ "ამრიგად, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა":
- ხელისუფლებამ "თავი შეიკავა" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან;
- საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაჩერა გასაუბრების პროცესი;
- პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას;
- ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ქართული ოცნების ლიდერები გვიმეორებენ, რომ "შესაბამისად", პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.
გარდა ამისა, კობახიძე, თალაკვაძე და პაპუაშვილი "გვახსენებენ", რომ ქართულმა ოცნებამ ზედმიწევნით გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 2019 წლის რეკომენდაცია, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ერთი ნახევარი მეცხრე, ხოლო მეორე ნახევარი — მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ უნდა არჩეულიყო. ასევე, ჩამოთვალეს მანამდე გატარებული "რეფორმები".
"მანამდე, გატარდა ე.წ. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ტალღის რეფორმები, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. გატარდა საკონსტიტუციო რეფორმა და ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლების თავის ახალი რედაქცია, რომელმაც ვენეციის კომისიისგან ასევე მაღალი შეფასება მიიღო", — წერია განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, სწორედ ამ ყველაფრის ფონზეა "შემაშფოთებელი" ის, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია".
ამასთან, 23 ივნისის განცხადებაში არ წერია, მაგრამ დღევანდელში ქართულმა ოცნებამ ჩაწერა, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესში, მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ კობახიძე, თალაკვაძე და პაპუაშვილი მუდმივად აწვდიდნენ დეტალურ ინფორმაციას სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას. მათი თქმით, გუნდის თითოეული წევრი ზედმიწევნით იყო ინფორმირებული დოკუმენტის დეტალების შესახებ და მათ სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან შეერთების შესახებ.
"შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება", — აცხადებენ პარტიის ლიდერები.
გარდა ამისა, კობახიძე, თალაკვაძე და პაპუაშვილი ამტკიცებენ, რომ ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან "თვისებრივად გარდაქმნა სასამართლო სისტემა".
"სისტემა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი რგოლი იყო, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების დევნაში, ბიზნესის რეკეტსა და უამრავ სხვა სისტემურ დანაშაულში, დღეს დგას სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში. აღნიშნული ფუნდამენტური პროგრესი გამოხატულია როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ისე მაღალრეპუტაციული საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებით. თუმცა, გვესმის, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა მუდმივ განმტკიცებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა სასამართლო რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ამ ამოცანას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ამოცანაა. შეგახსენებთ, რომ აქედან გამომდინარე, სასამართლო რეფორმის გაგრძელება არის არა მხოლოდ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების, არამედ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილიც", — აცხადებენ კობახიძე, თალაკვაძე და პაპუაშვილი.
მათივე მტკიცებით, მზად არიან სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განიხილონ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარება, "რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს".
ბოლოს კი, ისინი მადლობას უხდიან ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, სახელმწიფო დეპარტამენტს და პირადად ენტონი ბლინკენს საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი და მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის.
პარლამენტმა 12 ივლისს რიგგარეშე სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა. უმრავლესობის მხარდაჭერა იმ კანდიდატებმა მოიპოვეს, რომელთა დაკავშირებითაც სამართლის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს კითხვები აქვთ მათ კავშირებზე ე.წ. სასამართლო კლანთან. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი და სახალხო დამცველი.
გაიგე მეტი
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა
-
naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
კომენტარები