ქართველი გოგო ბებიის სოფელში აცრის მსურველებს ვაქცინის მიღებაში ეხმარება
ფოტო: Eva Marie Uzcategui Trinkl / Anadolu Agency | Getty Images
მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ადამიანების აცრა აქტიურად მიმდინარეობს, არსებობს დასახლებები, სადაც შესაბამის ინფორმაციას არ ფლობენ. არადა, ისეთ პირობებში, როგორშიც ახლა საქართველო იმყოფება, ინფორმაციას და მის გავრცელებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
ამ გამოწვევასთან გამკლავებას საკუთარ თავზე იღებენ ცალკეული მოქალაქეებიც, რომელთაც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში თავისი წვლილის შეტანა სურთ. ერთ-ერთი მათგანი მაია მესტუმრეა, რომელიც ოჯახის წევრებთან, მათ შორის, ბებიასთან ერთად, ცოტა ხნის წინ აიცრა და ამბიციური მიზანიც სპონტანურად დაისახა — ბებიის სოფელში ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა.
კასპის რაიონი საკორინთლო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელია, რომელსაც მაია ხშირად სტუმრობს. ცოტა ხნის წინ, მისი ერთ-ერთი ვიზიტი მცხოვრებლების პენსიის აღების დღეს დაემთხვა, როდესაც ბანკის მიერ გამოყოფილი მანქანა სოფელში ადის და მოხუცები მის გარშემო თავს იყრიან.
"როგორც ჩანს, ბებიაჩემმა იქ შეკრებილ ადამიანებს გაანდო, რომ სამი დღით ადრე ის, მე და ჩემი და კასპის საავადმყოფოში კორონავირუსის ვაქცინით ავიცერით ", — აღნიშნავს მაია, — "იქ თანასოფლელებმა უთხრეს, რომ მათაც სურდათ აცრა, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამის შემდეგ, რამდენიმე მათგანმა მე მომაკითხა და მთხოვა, რომ აცრაზე დამერეგისტრირებინა, მაგრამ ამ დროს უკვე მეორე დოზის მისაღებად მიმდინარეობდა მსურველების რეგისტრაცია. AstraZeneca-ის პირველი დოზის მისაღებად კი 45 წლის ზემოთ მყოფი ადამიანების დარეგისტრირება მხოლოდ გორში იყო შესაძლებელი".
გორი სოფლიდან შორსაა და ამ მიმართულებით არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. კასპს კი ამ დროისთვის მხოლოდ "სინოფარმის" ვაქცინა ჰქონდა განმეორებითი აცრებისათვის.
"ამ ადამიანებს შევპირდი, რომ, როგორც კი მათთვის ვაქცინაციის საშუალება გამოჩნდებოდა, აუცილებლად შევატყობინებდი; შემდეგ კი ფეისბუქზე სტატუსიც დავწერე — რატომ არ ზრუნავს სახელმწიფო ისეთ ადამიანებზე, ვისაც ხშირად ტელეფონიც კი არ აქვს საკომუნიკაციოდ".
სოფელი საკორინთლო
ფოტო: სულიკო ბუდაღაშვილი
კარდაკარ
როგორც აღმოჩნდა, სტატუსის ავტორს ფეისბუქმეგობრებში კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნანა ნონიაშვილი, ჰყოლია. იგი სოფელში მაიას გატარებულ თვითიზოლაციის პროცესს ზედამხედველობდა და ეხმარებოდა. პოსტის წაკითხვიდან მალევე ცენტრის დირექტორი მაიას დაუკავშირდა და შესთავაზა, რომ მსურველების შეკრების და ახალი დოზების არსებობის შემთხვევაში, შეკრებილების ვაქცინაციას, მათ შორის ტრანსპორტირებასაც, თავად უზრუნველყოფდა, როგორც კასპში, ასევე გორში.
მაიამ გადაწყვიტა, მსურველების მოძიება და სიის შედგენა თავად ეთავა და ერთ დღეში კიდეც მოახერხა რამდენიმე მათგანის პოვნა [ინტერვიუ ჩაწერილია 15 მაისს].
"ახლა პროცესი ცოტა გაჭიანურებულია, რადგან სოფელში საგაზაფხულო სამუშაოებია დაწყებული და ხალხთან შეხვედრა რთულია. ჯერჯერობით, ოცამდე მსურველთან მოვახერხე გასაუბრება, მაგრამ, ვიფიქრე, რომ სანამ აქ ვიქნები, მთელ სოფელს შემოვივლიდი, რათა ყველას მივაწვდინო ხმა".
გამოწვევები
სოფელში მაია შეხვდა ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს და ანტივაქსერულად განწყობილ ხალხსაც. როგორც ის აღნიშნავს, არის შემთხვევები, როცა კომუნიკაციის საშუალების არმქონე ადამიანებს აზრს ახლობლები უცვლიან.
"80 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებიც სოფელში მრავლად არიან, უპირობოდ აცხადებენ თანხმობას", — ხსნის მაია, — "70 წლის ასაკს ზემოთ მყოფი ხალხი ფრთხილობს და თავს იკავებს, თუმცა, როცა მათ ველაპარაკები და საკუთარი ახლობლების აცრის მაგალითები მომყავს, მათი დამოკიდებულებები იცვლება. ამიტომ, თითოეულ ოჯახში, საშუალოდ, ერთ საათს მაინც ვყოფ.
მგონია, რომ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, თუმცა, ბევრისთვის ეს მაინც უცხოა. ზოგი ვერც ხვდება, რატომ გადავწყვიტე ასე მოქცევა და მეკითხებიან, ვინ გამომგზავნა.
მაია ასევე ხაზს უსვამს საინფორმაციო საშუალებების მნიშვნელობას კორონავირუსის პანდემიასთან და ანტივაქსერულ განწყობებთან გამკლავების პროცესში.
"საჭიროა, რომ ყველა გზა — ტელევიზია, საინფორმაციო სააგენტოები, გაზეთები, ონლაინგამოცემები — გამოვიყენოთ ინფორმაციის გასავრცელებლად; მაგალითები: რა არის, ზოგადად, ვაქცინაცია და რამდენი დაავადება დამარცხდა მისი საშუალებით".
ფოტო: On.ge
ერთადერთი გამოსავალი
პრობლემაა არა მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა, არამედ, ამჟამინდელი სიტუაცია და წარსული გამოცდილების გაუთვალისწინებლობაც. საკორინთლოში ეპიდსიტუაცია არცთუ დიდი ხნის წინ გაუარესებული იყო, ამიტომ ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება ძალზედ მნიშვნელოვანია.
"შესაძლოა, მეც ვრისკავ; არა იმიტომ, რომ ვაქცინის ეფექტურობაში მეპარება ეჭვი, არამედ, რადგან ოფიციალური წარმომადგენელი არ ვარ. მე, უბრალოდ, ადამიანი ვარ, რომელსაც სურს რომ ერთი სოფელი კორონავირუსისგან დაცული იყოს", — აცხადებს მაია, — "მით უმეტეს, მაშინ, როცა უსაფრთხოების წესები ხშირად უგულებელყოფილია, ინფიცირების შემთხვევები კი, გავრცელებული ხმებით, ზოგჯერ დამალულიც კი; ეს სოფელი ახლოსაა სამთავისთან. ცოტა ხნის წინ დიდი კლასტერიც შეიქმნა და დადგა ფატალური შედეგებიც. ამის შიშის მიუხედავად, ბევრი აცრაზე მაინც ყოყმანობს. ახლა კი, როცა ზაფხული მოდის, სოფელი კვლავ აივსება ხალხით, ამიტომ ზომების მიღება საჭიროა".
მსურველების ვაქცინაცია, "რაც შეიძლება, მალე" დაიწყება. არსებული ინფორმაციით, კასპის საავადმყოფოში მალე "სინოვაკის" ვაქცინა გამოჩნდება, "ასტრაზენეკას" მსურველები კი მის მიღებას გორშიც მოახერხებენ, თუკი ამ პროცესის ორგანიზებას მუნიციპალიტეტი დაპირებისამებრ შეასრულებს. აი, ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთება კი მსურველებზეა.
"ზოგი მეკითხება, რომელს ვურჩევდი", — დასძენს მაია, — "რა თქმა უნდა, ვურჩევ იმას, რომელიც უფრო მალე იქნება".
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე "სამოქალაქო ომი" აღწერეს ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე "სამოქალაქო ომი" აღწერეს
გადახედვა
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
გადახედვა
-
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
გადახედვა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
-
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
გადახედვა
-
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
გადახედვა
-
თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის
გადახედვა
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა

კომენტარები