რუსი აქტივისტი Rammstein-ის კლიპის გაზიარების გამო დააპატიმრეს
ფოტო: Jens Koch
რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში, ლომონოსოვის რაიონის სასამართლომ აქტივისტი ანდრეი ბოროვიკოვი "პორნოგრაფიის გავრცელების" ბრალდებით 29 აპრილს დამნაშავედ სცნო და პატიმრობის სახით 2 წელი და ექვსი თვე მიესაჯა.
რადიო თავისუფლება ევროპის ინფორმაციით, ადრეი ბოროვიკოვს 2014 წელს რუსულ სოციალურ ქსელში VKontakte გერმანული რუკჯგუფის Rammstein-ის ვიდეოკლიპის გაზიარების გამო ექვსი წლის შემდეგ, 2020 წელს წარუდგინეს ბრალი.
ბოროვიკოვმა პირად გვერდზე გააზიარა ცნობილი ბენდის 2009 წელს გამოსული სიმღერის Pussy ვიდეოკლიპი.
რამდენიმე დღის წინ გამართულ სასამართლო მოსმენაზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ ეს ვიდეო შესწავლისას "ორზე მეტ ადამიანს" არ უნახავს და ისიც მხოლოდ "სექსოლოგიური და კულტურული დაკვირვებისთვის", რათა ექსპერტებს დაედგინათ, რომ კლიპი ნამდვილად "პორნოგრაფიული ბუნების" იყო და "არ შეიცავდა ხელოვნების ღირებულებას".
ადრეი ბოროვიკოვი რუსეთის ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციონერთან, ალექსეი ნავალნისთანაა დაკავშირებული და ბევრი თვლის, რომ რუსულმა მართლმსაჯულებამ სწორედ ამის გამო გამოუტანა მას განაჩენი. მაგალითად, Amnesty International-მა აღნიშნული შემთხვევა "სრულ აბსურდად" შეაფასა:
ანდრეი ბოროვიკოვი
"ცხადია, რომ ის თავისი აქტივიზმისთმის დასაჯეს და არა – მუსიკალური გემოვნების გამო. ბოროვიკოვის სამართლებრივი დევნა სამართლიანობის დაცინვაა", — განაცხადა ნატალია ზვიაგინამ, Amnesty International-ის მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელმა.
ნატალია ზვიაგინამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთის ხელისუფლება "პორნოგრაფიას" ხშირად იყენებს კრიტიკულად განწყობილი ოპონენტების დევნისთვის: მაგალითად, იმავე ბრალდებითი ფემინისტი აქტივისტი იულია ცვეტკოვა ქალის შიშველი სხეულების დახატვის გამო სასამართლოზე წარსდგა.
აღსანიშნავია, რომ ადრეი ბოროვიკოვის საქმეს Rammstein-ის გიტარისტი, რიჩარდ კრუსპეც გამოეხმაურა და ინსტაგრამის პირად გვერდზე მწუხარება გამოხატა აღნიშნული შემთხვევის გამო:
"ძალიან ვწუხვარ, რომ ბოროვიკოვს პატიმრობა მიესაჯა. შოკისმომგვრელია აღნიშნული ბრალდების გამო სასჯელის სიმკაცრე. Rammstein ყოველთვის მხარს უჭერდა ხელოვნების თავისუფლებას, როგორც ყველა ადამიანის არსებითი უფლების გარანტიას", — წერს მუსიკოსი.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა Rammstein-ის კლიპის გამო ვიღაც დაისაჯა: იმავე Pussy-ის კლიპის გაზიარების გამო ბელარუსში 2019 წელს კაცი პორნოგრაფიის გავრცელების ბრალდებით დასაჯეს. მანამდე კი 2010 წელს ქვეყანაში როკჯგუფის კონცერტის ჩატარებას აპროტესტებდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ბენდი "ჰომოსექსუალობის, მაზოხიზმის, ძალადობის, ბოროტებისა და ვულგარიზმის ღია პროპაგანდას ეწევა".
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
კომენტარები