10 ფაქტი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ უნდა იცოდეთ
ფოტო: სტუ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მრავალპროფილური უმაღლესი სასწავლებელია, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია და დიდი გამოცდილება აქვს. უნიკალური სამეცნიერო კველევებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად, უნივერსიტეტი პრაქტიკული მეცადინეობის მეთოდებს ავითარებს და სტუდენტებს უკონკურენტო გამოცდილებას სთავაზობს.
ჩვენი სტატიიდან გაიგებთ ფაქტებს, რომლებიც, შესაძლოა, ამ ისტორიული უნივერსიტეტის შესახებ ჯერ არ გსმენიათ. წაიკითხეთ 10 მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიასა და სასწავლო გარემოზე.
1. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საუკუნოვანი ისტორია აქვს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საინჟინრო განათლების პირველი კერა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ყოფილი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) დაარსდა 1922 წელს, ამ დროიდან მოყოლებული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების წვლილი უმნიშვნელოვანესია რეგიონის ეკონომიკის და საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ფასდაუდებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი საინჟინრო და ტექნიკურ მეცნიერებათა განვითარების საქმეში.
2. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ორბიტაზე პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გაშვებაში
ფოტო: სტუ
1999 წლის 23 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის წყალობით, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი — რეფლექტორი ორბიტაზე გავიდა. ეს იყო ახალი ტექნოლოგიების დასაწყისი მსოფლიო კოსმონავტიკაში.
3. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 12 ფაკულტეტი და 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ფუნქციონირებს
უნივერსიტეტში 12 ფაკულტეტი ფუნქციონირებს: სამშენებლო, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის, სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის; სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესტექნოლოგიების, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, ასევე დიზაინის საერთაშორისო სკოლა.
ამ ფაკულტეტებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები უმაგრებენ ზურგს, რაც თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებას სძენს.
4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორები მსოფლიოს უდიდესი კვლევითი ცენტრები და უნივერსიტეტები არიან
ფოტო: სტუ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორები არიან: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN), იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლვების ორგანიზაცია (KEK), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კალიფორნიის, იელის, ბერნის, გლაზგოს და სხვა უნივერსიტეტები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ფიზიკოსთა ჯგუფი CMS კოლაბორაციაში მონაწილეობს, რომელიც ცერნის ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე 4 მთავარი ექსპერიმენტიდან ერთ-ერთია. სწორედ ჩვენს ქვეყანაში, მრავალწლიანი შრომის შედეგად, ელემენტარული ნაწილაკების შემსწავლელი ურთულესი 3D კონსტრუქცია შეიქმნა.
5. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უნიკალური ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია აქვს რეგიონში
ფოტო: სტუ
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს უნიკალური ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია აქვს რეგიონში. ეს საგანმანათლებლო, კვლევითი, სამეცნიერო და საექსპერიმენტო ცენტრია. სტუდენტებს ლაბორატორიაში 32 სხვადასხვა სასწავლო კურსის და 700-ზე მეტი ლაბორატორიული ცდის ჩატარების შესაძლებლობა აქვთ.
6. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება
მშენებლობის მენეჯმენტი, მექანიკის ინჟინერია, გეოდეზია, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერინგი, ბიოსამედიცინო ინჟინერია — ეს ის საგანმანათლებლო პროგრამებია, რომლებიც მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლება. დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ იქვნენ უკონკურენტო და წარმატებულები.
7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს ორი დიპლომის აღების შესაძლებლობას სთავაზობს გაცვლითი და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში
მეღვინეობა-მევენახეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ცოდნა მილანის უნივერსიტეტში გაიღრმავონ. სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის არჩევის შემთხვევაში კი, სტუდენტები ფრანგულ მოდულს გაივლიან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად ფრანგული უნივერსიტეტის დიპლომსაც აიღებენ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის გერმანულენოვანი ლოჯისტიკის საგანმანათლებლო პროგრამაც ორ დიპლომს იძლევა და სრულად ფინანსდება DAAD-ის მიერ. სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კი, სტუდენტებს საქართველოში შეუძლიათ ამერიკული ბაკალავრის კვალიფიკაციის მიღება. გარდა ამისა, ერასმუს+ და სხვა გაცვლითი პროგრამების საშუალებით, წარჩინებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლა უფასოდ ევროპაში გააგრძელონ.
8. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს
ფოტო: სტუ
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო, სამშენებლო, საინჟინრო თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიები პრაქტიკული სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ეს პროცესი რეალურ ამოცანებზე მუშაობას და სხვადასხვა დარგის წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობას გულისხმობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი 80% ზე მეტია, აქედან 60% თავისი სპეციალობით საქმდება.
9. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო აღმოჩენებსა და გამოგონებებზე მუშაობენ
წიწვოვან ნარგავთა დაავადებების ლაბორატორიული კვლევა, უნივერსიტეტში შექმნილი მინიჰესის ლაბორატორია და ხიდსაცდელი ცენტრი უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და სტუდენტებს რეალურ პირობებში ცდების ჩატარების შესაძლებლობას სთავაზობს. ამასთან, კავკასიაში ერთადერთი ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრიის ლაბორატორია ნანონაწილაკების სინთეზის საშუალებით ონკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საშუალებას იძლევა — ეს იმ ექსპერიმენტების და მათი ხელშემწყობი აღჭურვილობის მხოლოდ ნაწილია, რომელიც გამომგონებლების ახალი თაობების აღზრდას უწყობს ხელს. სკოლის ნიჭიერ მოსწავლეებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია იზიდავს, რომლის კურსდამთავრებულები მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსების, მათ შორის აშშ-ს კოსმოსური კვლევების სააგენტოს NASA-ს, გამარჯვებულები არიან.
10. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 25 უფასო საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 25 უფასო საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალიდან ისეთი პროგრამების არჩევა შეგიძლიათ, როგორიცაა — აგროინჟინერია, აგრონომია, გეოლოგია, სასურსათო ტექნოლოგიები და უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული პროგრამები — არქიტექტურა, სატყეო საქმე, ქიმია და მეცხოველეობა. რეგისტრაციისას კი აბიტურიენტებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასარჩევად, კოდი — #003 უნდა გამოიყენონ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები