როგორია თანამედროვე სავაჭრო ობიექტი?
ფოტო: ბალანსი
რა არის საჭირო იმისთვის რომ მაღაზია, სუპერმარკეტი, ან ნებისმიერი სავაჭრო ობიექტი შეესაბამებოდეს თანამდეროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებს?
დავიწყოთ იმით, რომ პირველი და უმთავრესია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც დაფიქსირდება სავაჭრო ობიექტის ყოველდღიური გაყიდვები და ასევე გაკონტროლდება საწყობში მარაგების რაოდენობა.
მნიშვნელოვანია მოლარის სამუშაო სივრცე — დღეს თითქმის ყველა მაღაზიაში მოლარე სარგებლობს სენსორული ე.წ. თაჩიანი POS-ით, რაც მოლარის სწრაფი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.
სავაჭრო ობიექტში აუცილებელია იყოს გადახდის ტერმინალი. მითუმეტეს თუ საქმე ეხება დიდი სუპერმარკეტს, სადაც პროდუქტების მარაგების შესავსებად მიდიან მომხმარებლები. დღეს უფრო და უფრო ცოტა ადამიანი ატარებს ქეშს ყოველდღიურად.
თუ სავაჭრო ობიექტში იყიდება სურსათი ან ისეთი პროდუქცია, რომელსაც აწონვა სჭირდება, აუცილებელია სასწორი, რომელიც ბეჭდავს აწონილ პროდუქტის შესაბამისი ფასის სტიკერს.
ეს არის ის ძირითად სტანდარტი, რასაც მსოფლიოში თანამედროვე სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა შეესაბამება. თუმცა არსებობენ ისეთ გიგანტი კომპანიები რომლებიც, ინოვაციური იდეებითა და ტექნოლოგიების გამოყენებით კიდევ უფრო ამარტივებენ როგორც ადამიანების შრომას სავაჭრო ობიექტებში ისე მომხმარებლებისთვის შოპინგს.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოში არსებულ "ჭკვიან მაღაზიებს":
Hema-ს QR კოდები
2016 წელს ჩინეთის ელექტრონული კომერციის გიგანტმა Alibaba-მ გახსნა პირველი Hema მაღაზია ჩინეთში. სუპერმარკეტის მთავარი იდეაა Online და Offline შოპინგის ელემენტების შერწყმა.
მაღაზიაში მომხმარებელს შეუძლია სმარტფონით დაასკანეროს პროდუქტის QR კოდი და ასე მიიღოს პროდუქტებზე მეტი ინფორმაცია— ვადა, შემადგენლობა და ა.შ). გადახდაც Hema-ს აპლიკაციითვე არის შესაძლებელი, რაც გამორიცხავს რიგებს.
7Fresh-ის დამოუკიდებელი ურიკები
ჩინეთში კომპანი JD.com-მა გახსნა მაღალტექნოლოგიური სუპერმარკეტი 7Fresh. ამ სუპერმარკეტის მომხმარებლებს ტრადიციული სასურსათო ურიკების მაგივრად ხვდებათ რობოტი ურიკები. მომხმარებელი შედის სუპერმარკეტში და ირჩევს ურიკას, რომელსაც სულაც არ სჭირდება ხელით მიწოლა — რობოტი თავად დაჰყვება მომხმარებელს სუპერმარკეტში. კომპანიის წარმომადგენლები, ამბობენ რომ ეს პრაქტიკა განსაკუთრებით მოსახერხებელია ბავშვებთან ერთად შოპინგის დროს.
Specsavers’ Frame Styler tool
სათვალის არჩევა შეიძლება ხანგრძლივი და ცოტა დამღლელი პროცესიც კი გახდეს. მომხმარებლები, როგორც წესი ათობით სათვალეს ირგებენ, სანამ მათთვის სასურველ ფორმას მიაგნებენ. იმისთვის, რომ ეს პროცესი გაემარტივებინა, 2018 წელს კომპანია Specsavers–მა მაღაზიაში ახალი სერვისი შემოიტანა.
Frame Styler არის აპლიკაცია, რომელიც მუშაობს მაღაზიაში არსებული ტაბლეტების საშუალებით. ეს აპლიკაცია ასკანერებს და ქმნის მომხმარებლის სახის 3D მოდელს. შემდეგ კი არჩევს სათვალეს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ადამიანის სახის ფორმას, სქესს და ასაკს. ამგვარად, მომხმარებელს შეუძლია სცადოს ბევრი განსხვავებული სათვალე 3D ფორმატში, და ეს სულ რამდენიმე წუთში.
Nike's Speed Shop
2018 წელს Nike-მა ნიუ იორკში გახსნა მაღაზია სახელწოდებით "Nike House of Innovation 000". მაღაზიის მთავარი იდეაა კიდევ უფრო გაამარტივოს და აასწრაფოს მომხმარებლების შოპინგ გამოცდილება. ამისთვის მაღაზიაში ინტეგრირებულია ონლაინ შოპინგის ელემენტები: Speed Shop-ში შექმნილია საცავები, ე.წ. ლოქერები. ონლაინ შოპინგისას მომხმარებლები არეზერვებენ შერჩეულ ნივთებს, რომლებიც თავსდება ლოქერში. ამის შემდეგ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მაღაზიაში მივიდეს, სმარტფონის აპლიკაციით გახსნას ლოქერი და მოირგოს შერჩეული ნივთი. ამისთვის მაღაზიის თანამშრომლების დახმარებაც არ სჭირდება.
Amazon Go–ს ავტომატიზირებული გადახდები
Amazon-მა რევოლუცია მოახდინა Online გაყიდვებში, თუმცა კომპანიაში ფიქრობენ რომ, არც Offline ვაჭრობის განვითარებაა ცუდი იდეა. ნიუ იორკში ფუნქციონირებს ამაზონის სუპერმარკეტი Amazon Go, სადაც მომხმარებელს საერთოდ არ უწევს სალაროსთან გადახდა. ამაზონმა შექმნა ხელოვნური ინტელექტი რომელსაც აქვს "მხედველობა", ანუ რეაგირებს და აფიქსირებს მოძრაობას. ასევე შეუძლია დათვლა. როდესაც მომხმარებელი სუპერმარკეტში შედის ააქტიურებს ამაზონის აპლიკაციას, შემდეგ კი იწყებს შოპინგს. პროდუქტებისთვის არ სჭირდება ურიკა — მომხმარებელს შეუძლია პროდუქტები პირდაპირ საკუთრ ჩანთაში ან ჯიბეში მოათავსოს. ამას აფიქსირებს აპლიკაცია და თითოეულ პროდუქტს ამატებს მომხმარებლის საყიდლების სიაში. ხოლო როდესაც მომხმარებელი ტოვებს სუპერმარკეტს შესაბამის თანხას აჭრის ბარათიდან.
ამგვარად მომხმარებელს აღარ უწევს სალაროსთან რიგში დგომა, უბრალოდ აგროვებს მისთვის სასურველ პროდუქტებს და გამოდის სუპერმარკეტიდან.
Kroger-ის ციფრული ფასები
2018 წელს, ამერიკულმა სასურსათო ქსელმა Kroger-მა დანერგა ციფრული ფასების ტექნოლოგია — Kroger Edge. ამგვარად, მაღაზიის დახლებზე ფასები და პროდუქტის შესახებ სხვა ინფორმაცია ქაღალდის სტიკერების ნაცვლად პატარა მონიტორებზეა გამოტანილი. ეს საშუალებას იძლევა ფასები ძალიან სწრაფად განახლდეს, ყველანაირი ზედმეტი ხარჯის და ენერგიის დახარჯვის გარეშე.
ალბათ, ეს ყველაფერი არაა და მსოფლიოში კიდევ ასობით ისეთი ტექნოლოგია არსებობს, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს, ასწრაფებს, საინტერესოს და სახალისოს ხდის შოპინგს. ტექნოლოგიების განვითარების ისეთი სწრაფი ტემპით, როგორიც დღეს გვაქვს, ალბათ არ გაგვიკვირდება მალე თბილისშიც თუ შევხდებით სუპერმარკეტში მომხმარებლის გვერდით დამოუკიდებლად მოსიარულე რობოტ ურიკას. თუმცა ალბათ ამ ეტაპამდე მისასვლელად, სხვა სიახლეების გაზიარება და ყოველდღიურობაში დანერგვაა საჭირო.
სიახლეებისთვის მზაობის ერთ-ერთი მთავრი პირობაა ღია სისტემების არსებობა, ანუ ინტეგრაციის შესაძლებლობა სხვადასხვა აპლიკაციებთან, პროგრამებთან, პლატფორმებთან, მოწყობილობებთან. ბალანსის გუნდი უკვე 5 წელია ფინანსურ აღრიცხვასთან ერთად, გაყიდვების ავტომატიზაციაში სპეციალიზდება. პროგრამა ბალანსი კი არის თანამედროვე მინი ERP სისტემა, რომელიც გამოიყენება როგორც მაღაზიის პროგრამა და საწყობის პროგრამა. ბალანსი არის ღია სისტემა — ინტეგრირდება ონლაინ შოპინგის პლატფორმებთან, მაღაზიის მოწყობილობებთან, BI ანალიტიკის სისტემებთან და ა.შ. ამასთან, ბალანსი არის პირველი ქართული საბუღალტრო პროგრამა ქლაუდზე.
ბალანსის ოფიციალურ საიტზე შეგძლიათ გატესტოთ ბალანსის უფასო 1C დემო ვერსია.
ან დაუკავშირდეთ ბალანსის გუნდს - 591 766 766.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
კომენტარები