ამერიკაში კატამ თავისი ოჯახი გაზის გაჟონვას გადაარჩინა
ფოტო: Sandi Martin
ერთ-ერთი გამოთქმის მიხედვით, ცნობისმოყვარეობამ კატა მოკლა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ფისოს ასეთმა თვისებამ მთელი ოჯახი გადაარჩინა.
ორეგონის შტატში მცხოვრებ წყვილს, სანდი და მაიკ მარტინებს, თავშესაფრიდან რამდენიმე კატა ჰყავთ აყვანილი. ერთ-ერთი მათგანი 3 წლის ლილია, რომლის მიმართაც ოჯახს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.
ლილი სულ ცოტა ხნის წინ, გასული წლის დეკემბერში აიყვანეს, თუმცა, ამ მოკლე ხანშიც მოახერხა გმირული საქციელით კიდევ უფრო შეეყვარებინა თავი თავისი ახალი ოჯახისთვის.
ერთ დღეს, როცა სანდი ლილისთან ერთად თამაშობდა, კატას ყურადღება გაეფანტა და ბუხართან მდებარე თითბრის მილის სარქველს მიუახლოვდა. ლილიმ მეტალის სარქველს, უბრალოდ, უყნოსა, ამიტომ სანდიმ იფიქრა, რომ მას ბზინვარე ნივთი მოეწონა. თუმცა, როცა კატა ადგილს არ მოსცილდა, მისი პატრონი დაეჭვდა.
როდესაც სანდი ადგილს მიუახლოვდა და თავადაც უყნოსა მილს, გაზის სუნი ეცა.
"ძალიან მკრთალი სუნი იყო", — ამბობს კატის პატრონი, — "კვერცხის მძაღე სუნი კი არ ჰქონდა. ამიტომ დაეჭვებულმა ჩემს ქმარს ვთხოვე, თავადაც ეყნოსა".
როცა ოჯახის სამმა წევრმა სუნის არსებობა დაადასტურა, სასწრაფოდ გამოიძახეს დახმარება, რომელმაც, მოგვიანებით, მარტინებს უთხრა, რომ ძალიან საშიში გაჟონვა იყო და ისინი უბედურ შემთხვევას გადარჩნენ.
ფოტო: Sandi Martin
ფოტო: Sandi Martin
ლილის კი ოჯახში გმირის წოდება მიენიჭა, თუმცა, ამ შემთხვევამ წყვილი ააღელვა.
"ამ ბოლო დროს — პანდემიის და დანარჩენის გამო, ძალიან ადვილად მიპყრობს საშინელი ფიქრები", — ამბობს სანდი, — "ამიტომ, ახლა სულ იმას ვფიქრობ, რა მოხდებოდა, მე რომ არ დავინტერესებულიყავი ლილის ცნობისმოყვარეობის მიზეზით ან, სულაც, იქ არ ვყოფილიყავი".
თუმცა, რაც მთავარია, ყველაფერი კარგად დამთავრდა, გმირმა კი დამსახურებული ჯილდოც მიიღო — საყვარელი საჭმელი.
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა ირაკლი კობახიძე: ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
გადახედვა
კომენტარები