აიკრძალა თუ არა ბინების გაქირავება ბაკურიანში
ფოტო: HotSale.ge
ჰელისკი ჯორჯიას დამფუძნებლის, ვატო ასათაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბაკურიანში ბინების მფლობელებს გაუგზავნეს შეტყობინებები, რომ თუ გაქირავებულ ბინებს არ დაცლიან, 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. აღსანიშნავია, რომ მოქმედი რეგულაციებითაც კი, საოჯახო ბინების გაქირავება აკრძალული არ არის და შეზღუდვები მხოლოდ სასტუმროებს ეხება.
ვატო ასათაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ადგილობრივი ძალოვნები და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ძირითადად, დეველოპერებს დაუკავშირდნენ, ასევე, იმ ადამიანებმა, ვინც ცხენს, ციგას, ბურანს აქირავებს.
"გუშინ გააფრთხილეს, რომ ხვალ საღამოს უნდა შეაჩერონ საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2 000-ლარიანი ჯარიმები დაგეწერებათო. ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შეზღუდვები ამას არ ითვალისწინებს. მცირე სასტუმროებმაც შეზღუდვებთან მოახდინეს ადაპტირება, ოთახები აპარტამენტებად გადააკეთეს, ანუ კვების წერტილები დაამატეს", — ამბობს ასათაშვილი.
ის აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევა დეკემბერშიც იყო, მაგრამ რადგან იმ დროს თოვლი არ მოვიდა და ბაკურიანსაც ნაკლები ადამიანი სტუმრობდა, ამას დიდი გამოხმაურება არ ჰქონია. ასათაშვილის თქმით, მასთან ამ ტიპის შეტყობინებით არავინ მისულა, თუმცა ინფორმაცია აქვს ადგილობრივებისგან.
"ბინათმესაკუთრეებთან არ აქვთ წვდომა და არც მათზე ზეგავლენა, ზეგავლენა აქვთ ადგილობრივ მოსახლეობაზე და ბიზნესზე. დეველოპერი ვინც იყო, ყველა გააფრთხილეს, დეველოპერებმა კი ბინათმესაკუთრეებს შეატყობინეს. მოსახლეობა თბილისში იქნება კორპუსში გამოკეტილი თუ ბაკურიანში და გუდაურში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ღია საბაგიროების გაჩერებაც უაზრობაა, იქ ყველაზე მარტივად შეიძლება პრევენცია. იმის ნაცვლად, რომ მართლა ეპიდვითარება აკონტროლონ, ადგილობრივების დაშინებით ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს რაღაცას აკეთებენ", — ამბობს ასათაშვილი.
On.ge-მ სცადა დაკავშირება იმ ადამიანებთან, ვინც ბაკურიანში სახლს ან ბინას ფლობს და აქირავებს. უმრავლესობას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ერთ-ერთმა რესპონდენტმა დაგვიდასტურა, რომ აპარტამენტის ადმინისტრაციისგან დღეს შეტყობინება ნამდვილად მიიღო.
"იმეილი გადმოგვიგზავნეს, გაგვაფრთხილეს. ისედაც, ახლა ვინ ქირაობს ბაკურიანში. ჩვენ გვაქვს აპარტამენტი, იმეილი დღეს მივიღეთ ადმინისტრაციიდან. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი კომპანიაა? არ მაქვს სურვილი დეტალებზე საუბრის", — გვითხრა მან და არ დაგვიკონკრეტა, რომელ კომპანიაში ფლობს აპარტამენტს.
კიდევ ერთმა რესპონდენტმა გვითხრა, რომ ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია ახლობლისგან მიიღო და გადამოწმების პროცესშია.
"ამ დილით გავიგე, ახლობელმა მითხრა და გადამოწმების პროცესში ვარ, აქამდე არ იყო შეზღუდული", — ამბობს ის.
გურანდა ზაქაიძე, რომელიც ბაკურიანში აპარტამენტს ფლობს, გვეუბნება, რომ მსგავსი შეტყობინება არ მიუღია, თუმცა რომ მიიღოს, შესრულებას არ აპირებს, რადგან კანონში ეს არ წერია.
"არავის აქვს უფლება, კერძო საკუთრების გაქირავება ვინმეს აუკრძალოს. იურისტი ვარ და ძალიან კარგად მესმის. ახლა ფიზიკურად არავინ მყავს შეშვებული, თორემ იქამდე მქონდა გაქირავებული და ვერც ვერავინ შემიქმნიდა პრობლემას. აპარტამენტი მაქვს საცხოვრებელ კორპუსში, რომ მქონდეს საშუალება, გავაქირავებ და ვერც ვერავინ დამიშლის, კანონი ნანახი მაქვს. ახალი წლის დღეებში მქონდა გაქირავებული, კანონი დავიზეპირე და სხვა იურისტებსაც ვკითხე, ზუსტად ვიცი, რომ თუ სხვა კანონი არ მიიღეს, ახლა ვერ აგვიკრძალავენ", — ამბობს ის.
გარდა ამისა, ტელეკომპანია ფორმულა ესაუბრა კიდევ ერთ ადგილობრივს, რომელიც ადასტურებს ბინების გაქირავებაზე გაფრთხილებას, ასევე, საუბრობს პარკის დაკეტვაზე.
"ბაკურიანელებს აგვიკრძალეს საერთოდ გაქირავება ბინების. არის ბევრი ხალხი, მაგრამ ძირითადად მეპატრონეები და მათი ნათესავები. დადიოდა სამსახურები სპეციალური, ჩვენი ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი ბაკურიანში, ყველა გააფრთხილა, არ გააქირაოთო. აკრძალეს ყველაფერი, რა უფლება აქვთ, პარკი რომ დაგვიკეტეს?", — ამბობს ის.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სასტუმროების საქმიანობა აკრძალულია, დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით. აქვე შეზღუდულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება და გასართობი დაწესებულებების საქმიანობა. დაკეტილია რესტორნები და მაღაზიებიც, გარდა სასურსათო და აგრარული მაღაზიებისა. თუმცა დადგენილებაში არაფერი წერია იმაზე, რომ კერძო ბინების გაქირავება იკრძალება.
On.ge ესაუბრა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარ შრომის ინსპექტორ ბექა ფერაძესაც, რომელმაც გვითხრა, რომ კერძო ბინების გაქირავება აკრძალული არ არის.
"სასტუმროს ფუნქციონირება არ არის ნებადართული, მაგრამ ეს არ ეხება კერძო ბინათმფლობელებს, ამის არც სამართლებრივი შეზღუდვა არსებობს და არც შრომის ინსპექციის მხრიდან ყოფილა მოთხოვნა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად არასწორად გავრცელდა ინფორმაცია. თვითონ ადამიანებზეა დამოკიდებული, საზოგადოებრივი თვითშეგნებაც უნდა იყოს, რომ მობილობა შემცირდეს, თორემ შრომის ინსპექცია ვერ იქნება ის ორგანო, რომელიც არაკანონიერად ამა თუ იმ მითითებას გასცემს", — ამბობს ის.
კითხვას, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დაინტერესდა თუ არა, ვინ ესაუბრა ადგილობრივებს, ფერაძე პასუხობს, რომ ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს და მსგავსი მითითება არცერთისგან ყოფილა.
"ჩვენ კოორდინაციაში ვართ სხვადასხვა უწყებასთან და არცერთი ორგანოდან მსგავსი მითითება არ ყოფილა. არის მხოლოდ გეგმიური კონტროლი სხვადასხვა მიმართულებით, არამხოლოდ ბაკურიანში, მთელი საქართველოს მასშტაბით", — ამბობს ის.
ბინების გაქირავების, ასევე, პარკების დაკეტვის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით On.ge დაუკავშირდა ბორჯომის მერიასაც, სადაც გვითხრეს, რომ კომენტარისგან თავს შეიკავებენ.
საქართველოში პირველ თებერვლამდე შეზღუდულია:
- 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება — როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით;
- მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა — მათ შორის, რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) შეზღუდვა არ არის;
- რესტორნებისა და კვების ობიექტების მუშაობა — დასაშვებია მხოლოდ გატანის სერვისი და ე.წ. "დრაივი;
- ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
- ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება — დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით
- სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა
გარდა ამისა, დიდ ქალაქებში და სათხილამურო კურორტებზე დაწესებულია დამატებითი შეზღუდვები. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში და ასევე, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში:
- იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
- სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველთა საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა, ასევე, პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
- ღია და დახურული ბაზრობები მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
- სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე;
- კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
- გარდა ამისა, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება. ასევე, შეზღუდვები არ ეხება სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
- სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
- საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
- სურსათის, ცხოველთა საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების, ასევე, პრესის ჯიხურების მუშაობას;
- ე.წ. "დელივერისა" და გატანის სერვისებს;
- სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
- ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
- აგრარული ბაზრობის მუშაობას.
-
ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა
გადახედვა
-
ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი" გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი"
გადახედვა
-
ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს
გადახედვა
-
ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს
გადახედვა
-
კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები? კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები?
გადახედვა
-
კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
-
ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს
გადახედვა
-
შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად
-
ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა
გადახედვა
-
ზენდეია 2026 წელს $40 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს — აი, როგორ ზენდეია 2026 წელს $40 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს — აი, როგორ
გადახედვა
-
ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია
გადახედვა
-
მარკო რუბიო: TRIPP-ის შეთანხმებას ნამდვილად აქვს პოტენციალი, სომხეთი რეგიონში ცენტრალურ სავაჭრო ცენტრად იქცეს მარკო რუბიო: TRIPP-ის შეთანხმებას ნამდვილად აქვს პოტენციალი, სომხეთი რეგიონში ცენტრალურ სავაჭრო ცენტრად იქცეს
გადახედვა
-
გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება
გადახედვა
-
"გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი "გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი
გადახედვა
-
ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს" ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს"
გადახედვა
-
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ
გადახედვა
-
TI: აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს TI: აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს — გაიცანი ჟიურის წევრები საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს — გაიცანი ჟიურის წევრები
კომენტარები