სახელმწიფო სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს არღვევს — NGO-ები ბუკნარზე
ფოტო: Shutterstock
სამოქალაქო პლატფორმა არა ფობიას და კოალიცია თანასწორობისთვის წარმომადგენელი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სახელმწიფო სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს არღვევს, არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს ლახავს და უთანასწორო დამოკიდებულებას ავლენს განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ.
NGO-ებს ამ კუთხით, განსაკუთრებით საგანგაშო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობა და თანასწორუფლებიანობის დარღვევა მიაჩნიათ. კერძოდ, პანდემიის დროს ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკა რელიგიური გაერთიანებების მიერ დღესასწაულების აღნიშვნისას და ბოლო დროს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქების მხრიდან გამოვლენილი ანტისემიტური რიტორიკის უგულებელყოფა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რამდენიმე კვირაა, რაც რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირებაა. ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმების მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილ კერძო სახლში ლოცვას აპროტესტებს იმ არგუმენტით, რომ ეს ქრისტიანული მიწაა და აქ მეჩეთის ადგილი არ არის.
მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო დღეების განმავლობაში. 12 იანვარს მომხდარი ძალადობის დროს რამდენიმე მუსლიმი პირი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნები. დაძაბული ვითარება იყო 13 იანვარსაც.
"მუსლიმი თემის მიერ კერძო საკუთრებაში სალოცავის მოწყობა და ღვთისმსახურება კონსტიტუციით დაცული უფლებაა. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, შეასრულოს აღმსარებლობის თავისუფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულება და აღკვეთოს მუსლიმი მოსახლეობის ღვთისმსახურებისთვის ხელის შემშლელი ნებისმიერი ქმედება. ასევე — მიიღოს ყველა შესაძლო პრევენციული ზომა", — აცხადებენ NGO-ები.
მათივე თქმით, სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენები მუსლიმების უფლებების შელახვის პირველი შემთხვევა არ არის. რელიგიური უმცირესობებისათვის საქართველოში რელიგიური ნიშნით დევნა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სისტემური პრობლემაა. ორგანიზაციები 2012-დან 2016 წლის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით ძალადობისა და უფლებების დარღვევის რვა მასშტაბურ შემთხვევაზე საუბრობენ.
"აქედან შვიდ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, ზოგ საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება. გამოვლენილ რელიგიურ კონფლიქტებს მთავრობამ პრობლემური მანდატისა და კომპეტენციების მქონე უწყების — რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნებით უპასუხა, რომელიც რელიგიის თავისუფლების საკითხებს, ადამიანის უფლებების ნაცვლად, მეტწილად უსაფრთხოების პერსპექტივიდან ხედავს", — აღნიშნავენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
მათივე თქმით, ის ფაქტი, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე განხორციელებულ არაერთ ძალადობრივ და დისკრიმინაციულ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება, რელიგიური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდას აჩენს და სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის დაპირისპირების გაღვივებას უწყობს ხელს.
ამის ერთ-ერთ მაგალითათ მათ, შობის დღესასწაულის აღნიშვნა მოჰყავთ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი სახელმწიფომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის დღესასწაულის აღსანიშნავად, 6 იანვრის ღამეს დაუშვა და სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებისთვის რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის შესაძლებლობა არ გაითვალისწინა.
განცხადებაში საუბარია, აგრეთვე, საეკლესიო ანტისემიტიზმსა და ხელისუფლების რეაგირებაზე.
"საპატრიარქოს და ხელისუფლებას დღემდე არ დაუგმიათ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლენილი საეკლესიო ანტისემიტიზმი", — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.
2020 წლის 20 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა იოანე გამრეკელმა ბაგრატის ტაძარში ქადაგებისას ანტისემიტური განცხადებები გააკეთა. ქადაგება იმეორებს ებრაელების შესახებ გავრცელებულ საშიშ რელიგიურ სტერეოტიპს, რომლის თანახმადაც მთელი ებრაელი ერი, კოლექტიურადაა პასუხისმგებელი ქრისტეს ჯვარცმის გამო და ქრისტიანთა მდევნელად წარმოჩნდება, რაც საუკუნეების განმავლობაში, ინსტიტუციური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საფუძველი იყო. ეკლესია მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებების პრობლემურობას ამ დრომდე არ აღიარებს. პარალელურად, სოციალურ ქსელებში არაერთი ანტისემიტური შინაარსის კომენტარი გაჩნდა, მათ შორის სხვა მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან. NGO-ების შეფასებით, არანაკლებ შემაშფოთებელი იყო ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადება, რომელმაც მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა და ადამიანის უფლებათა დამცველები ცილისწამებაში დაადანაშაულა.
მიმდინარე მოვლენები კრიტიკულად შეაფასეს საქართველოს სახალხო დამცველმა, დიპლომატებმა, მათ შორის ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა, ებრაულმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ.
ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ:
- დაიცვას ყველა მოქალაქის მიერ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის ფუნდამენტური უფლება, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, თანასწორუფლებიანობის პრინციპები; საშუალება მისცეს მოქალაქეებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით, მათი კონფესიური კუთვნილების მიუხედავად;
- 12 იანვარს სოფელ ბუკნარში მომხდარი ძალადობისა და რელიგიური დევნის შემთხვევებზე უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და ამასთან ძალადობის პრევენციის მიზნით ადეკვატური ზომები მიიღოს;
- უზრუნველყოს სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემის მიერ ღვთისმსახურების თავისუფლად და უსაფრთხოდ განხორციელება;
- შეიმუშავოს რელიგიური კონფლიქტის ტრანსფორმაციის გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური პროგრამების გამოყენებით რელიგიურ თემებს შორის მშვიდობიანი, თანასწორი და სოლიდარული თანაცხოვრების პირობებსა და გარანტიებს შექმნის;
- შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა;
- მკაცრად შეაფასოს და დაგმოს ანტისემიტიზმი, ამასთანავე გაავრცელოს ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- თბილისი პრაიდი;
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- უფლებები საქართველო;
- თანასწორობის მოძრაობა;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- საფარი;
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები