კავკასიის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: თიბისი
კავკასიის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა გულისხმობს, თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გაღრმავებასა და მათ ჩართულობას თიბისის როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებით, ასევე კულტურულ პროექტებსა და ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და ვორქშოპებში. წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები თიბისის დასაქმების, სტაჟირებისა და სტიპენდიის სხვადასხვა პროგრამაში ჩაერთვებიან.
თიბისი კავკასიის უნივერსიტეტის სამომავლო პროექტებსაც დააფინანსებს, მათ შორის საუნივერსიტეტო კამპუსსა და სკოლას ბათუმში, რომლის გახსნაც 2023 წელს იგეგმება და რომელიც 1500-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 500-მდე მოსწავლეზეა გათვლილი.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, თიბისისთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან კერძო და საჯარო სექტორებში, საერთაშორისო კომპანიებში, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თიბისის, როგორც ახალგაზრდების მხარდამჭერის სტატუსი, ჩვენთვის მეტ დასაქმებულ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ნიშნავს. უკვე წლებია კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მაღალი ნდობა და რეპუტაცია, იყოს საუკეთესო - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ეს ყველაფერი თიბისისა და სხვა ძლიერი პარტნიორების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა", — აცხადებს კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
ახალგაზრდებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარება, თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით კომპანია სხვადასხვა პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია.
"ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტის შემდეგ, თიბისი და კავკასიის უნივერსიტეტი მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ. ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, თიბისი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას აქტიურად ეთანამშრომლება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავხდეთ იმ უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორები, რომლის მიდგომები სრულ თანხვედრაშია თიბისის ფასეულობებთან. ორ ათწლეულზე მეტია კავკასიის უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდება და პროფესიული ცხოვრებისთვის ისეთ კურსდამთავრებულებს ამზადებს, რომლებიც მომავალში, სხვადასხვა სექტორში და სფეროში საუკეთესოები და კონკურენტუნარიანები არიან. გვეამაყება, რომ ამ ახალგაზრდების წარმატებების თანამონაწილე დღეიდან თიბისიც გახდება", — ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით იწყება და დღეს აერთიანებს — ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებს. უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს.
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
კომენტარები