საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის — ანგარიში
ფოტო: Your car seat
საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your car seat-ის თანახმად, მიუხედავად საგანგაშო სტატისტიკისა, საქართველოში საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი ჯერ კიდევ ხარვეზინია და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილ-დაშავებულ მოზარდთა სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა, რომლის თანახმადაც:
- 2020 წელს 0-16 წლამდე 17 მოზარდი გარდაიცვალა, დაშავდა — 465;
- 2019 წელს 16 წლამდე 19 მოზარდი დაიღუპა, მათ შორის 16 მგზავრი, 3 ქვეითი, დაშავდა 853 მოზარდი.
- 2018 წელს კი 21 0-16 წლამდე მოზარდი დაიღუპა, დაშავდა — 1 012,
- 2017 წელს კი — 23 მოზარდი დაიღუპა, დაშავდა —955.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, სახელმწიფო ბავშვთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 26-ე მუხლის თანახმად, მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვს განვითარების დონე არ აძლევს შესაძლებლობას, საგზაო მოძრაობის პირობები სრულყოფილად გააანალიზოს. ამავე კანონში წერია, რომ:
- სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ დამსხდარ მდგომარეობაში, კონსტრუქცულად განსაზღვრული დასასხდომი ადგილებით;
- ბავშვთა დამდგარ მდგომარეობაში გადაყვანა აკრძალულია;
- ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ ტროტურარზე ან ქვეითთა ბილიკზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში — გვერდულაზე;
- დასახლებული პუნქტის გაუნათებელ გზასა და დაუსახლებელი პუნქტის გზაზე ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს;
- ბავშვთა ჯგუფი სრულწლოვანმა გამცილებელმა უნდა გადაიყვანოს.
აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა:
- მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით;
- მოპედითა და მოტოციკლით.
"სოციალურ ქსელში მშობლები ხშირად ტვირთავენ ვიდეოებს, თუ როგორ მართავს არასრულწლოვანი ავტომობილს, ან ზის მძღოლის კალთაში, ან მის გვერდით, ამ შემთხვევაში ვიდეოს ან ფოტოს ბმული აუცილებლად უნდა გაუგზავნოთ შსს-ს, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები და დაცული იყოს ბავშვი, ამასთან, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ საპატრულო პოლიციას ავტომობილის მონაცემები, რომელშიც ბავშვი კანონის დარღვევით, მისთვის საშიშ პირობებში, იმყოფება", — აცხადებენ Your car seat-ში.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, სამგზავრო სავარძელი ბავშვთა უსაფრთხოებისთვის უალტერნატივო საშუალებაა. მათი თქმით, 0-დან 12 წლამდე ბავშვების უსაფრთხო მგზავრობა მხოლოდ სამგზავრო სავარძლის საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც ბავშვის ზრდასთან ერთად ბავშვის მონაცემების გათვალისწინებით უნდა შეიცვალოს ასაკის, წონისა და სიმაღლის მიხედვით. სამგზავრო სავარძლები იყოფა ჯგუფებად:
- 0/0+ ჯგუფი — 0-13კგ (12-15 თვემდე);
- 1 ჯგუფი — 9-18კგ (1-3 წლამდე);
- 2 ჯგუფი — 15-25კგ (3-7 წლამდე);
- 3 ჯგუფი — 25-36კგ( 7-12 წლამდე).
როგორ ავირჩიოთ ბავშვისთვის პირველი სამგზავრო სავარძელი?
Your car seat-ში განმარტავენ, რომ ყველაზე უსაფრთხოა სამგზავრო სავარძელი, რომელიც სწორადაა დამონტაჟებული. ორგანიზაციის თანახმად, უნდა მიხვიდეთ მაღაზიაში და სხვადასხვა მოდელის დამონტაჟება სწორად სცადოთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ყოველთვის სწორად დაამაგრებთ.
"ასევე, იფიქრეთ იმაზე, ამ მოდელის დამონტაჟება ასეთივე ადვილი იქნება თუ არა სხვა პირებისთვის (მეორე მშობელი, ძიძა, ბებია-ბაბუა...) ვინც ზრუნავს ბავშვზე, როცა თქვენ მუშაობთ ან დრო არ გაქვთ თან გაჰყვეთ ბავშვს ავტომობილით მგზავრობისას. ადვილი იქნება ამ სამგზავრო სავარძლის ყოველდღიური გამოყენება? დარწმუნდით, რომ ადვილია მისი ტარება ყოველდღიურად", — განმარტავენ Your car seat-ში.
მათივე თქმით, სავარძლის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ საკითხებს:
- რამდენად კომფორტული იქნება ბავშვისთვის;
- სავარძელი თქვენი ავტომობილისთვის ძალიან დიდი ხომ არ არის;
- სწორად დაამონტაჟეთ თუ არა იგი;
- სწორად ჩასვით თუ არა ბავშვი სამგზავრო სავარძელში;
ანგარიშში საუბარია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფრთხეებზეც. ორგანიზაციის თანახმად, გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სამგზავრო სავარძლებით ან სპეციალური დამჭერი მოწყობილობებით აღჭურვილი არ არის, ის, ასევე სახიფათოა უფროსებისთვისაც, რადგან ტექნიკურად გამართული არ არის. Your car seat-ში აცხადებენ, რომ ამას, ზოგჯერ, ფატალური შედეგიც მოჰყვება.
ორგანიზაცია თბილისში მოქმედ ტაქსის კომპანიებს დაუკავშირდა და მათ ჰკითხა, სამგზავრო სავარძლის საშუალებით, შეძლებდნენ თუ არა ბავშვების გადაყვანას უსაფრთხოდ. აღმოჩნდა, რომ არც ერთ მათგანს ახალშობილისთვის საჭირო სამგზავრო სავარძელი არ აქვს.
"მხოლოდ ერთ-ერთ კომპანიას აქვს 9-36 სამგზავრო სავარძელი, რომელთა გამოყენებას ბავშვი სიმაღლის გამო 3-4 წლიდან შეძლებს. თუმცა, მშობლებმა განგვიმარტეს, რომ ბავშვების სავარძლებით აღჭურვილი ტაქსების მომსახურება უფრო ძვირია და ისინი იძულებულები ხდებიან, ჩვეულებრივი სერვისით ისარგებლონ", — ამბობენ Your car seat-ში და მშობლებს მოუწოდებენ, ტაქსის კომპანიებს სამგზავრო სავარძლები მოთხოვონ, მოთხოვნის შედეგად კი გაჩნდება მიწოდებაც.
უკიდურეს შემთხვევაში ორგანიზაცია მშობლებს საკუთარი სავარძლით მგზავრობას ურჩევს, რაც არაკომოფრტული (5-10 კგ-მდეა სავარძელი), მაგრამ უსაფრთხოა.
ანგარიშის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე.
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
კომენტარები