თქვენი ძაღლის კოცნით თავს საფრთხეში იგდებთ
ფოტო: Eric E Castro/Flickr
თუ თქვენ გყავთ ძაღლი და უფლებას აძლევთ, ტუჩებზე აგლოკოთ, მაშინ თქვენი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. ხშირად ძაღლების პატრონებს წარმოდგენა არ აქვთ, რა ძვირად შეიძლება დაუჯდეთ ეს თბილი ჟესტი.
Queen Mary-ის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიისა და ბაქტერიოლოგიის პროფესორი ჯონ ოქსფორდი The Hippocratic Post-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ძაღლებთან ურთიერთობისას ადამიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
"ძაღლის კოცნა მხოლოდ მისი ნერწყვის გამო არ არის საშიში. ძაღლები დიდ დროს ატარებენ დაბინძურებული ადგილების ქექვაში, რის გამოც მათი დინგი სავსეა ბაქტერიებით, ვირუსებითა და მიკრობებით", - ამბობს ჯონ ოქსფორდი.
BMJ Reports-ში გადმოცემულია ერთი ბრიტანელი ქალის ისტორია, რომელიც სწორედ ამ მიზეზით დაავადდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პაციენტი თავის ტკივილმა შეაწუხა, რის გამოც ექიმებს მიაკითხა. ჰოსპიტალში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ოთხი დღის შემდეგ კვლავ დამძიმდა. ქალი კარგავდა კონცენტრაციას, ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი და მაღალი სიცხე, ამასთან ერთად კი თირკმელების პრობლემაც აღენიშნებოდა. რეანიმაციაში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სიმპტომების უკან სეფსისი და სისხლის მოწამვლა იდგა.
სისხლის ანალიზებმა აჩვენა, რომ ქალს Capnocytophaga canimorsus-ის ინფექცია ჰქონდა, რომელიც კატებისა თუ ძაღლების პირის ღრუში ჩნდება. პაციენტს ძაღლის ნაკბენი არ აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა დაასკვნეს, რომ აღნიშნული დაავადება მას იტალიური მწევარისგან სწორედ კოცნით ან ლოკვით გადაედო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალბატონი სამოცდაათ წელს გადაცილებული იყო, თუმცა არ აღენიშნებოდა იმუნური დისფუნქცია, რაც ექიმების დასკვნის მართებულობას მოწმობს. ძაღლის მეპატრონემ საავადმყოფოში ორი კვირა დაჰყო და ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა.
როგორც აღმოჩნდა, დიდ ბრიტანეთში მსგავსი შემთხვევა ცამეტჯერ დაფიქსირდა. მეცნიერების ვარაუდით, ამერიკაშიც დაახლოებით ამდენივე ქეისი გამოიკვეთა.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
კომენტარები