ჩინეთში ახალი სიურრეალისტური წიგნების მაღაზია გაიხსნა
ფოტო: Shao Feng
წიგნების მოყვარულისთვის წიგნების მაღაზიაში შებიჯება ყოველთვის ძალიან აღმაფრთოვანებელია, თუმცა ჩინეთში ახლახან გახსნილი ახალი წიგნების მაღაზია ამ გამოცდილებას წარმოუდგენლად გასაოცარს ხდის.
დუძიანიანის Zhongshuge, რომელიც ქალაქ ჩენდუში მდებარეობს, შანხაიში არსებულმა არქიტექტურულმა ფირმა X+Living-მა დააპროექტა და Zhongshuge-სთვის რამდენიმე ლოკაცია შექმნა. ორსართულიანი სივრცე კათედრალივით გამოიყურება, რაც სარკისებრი ჭერისა და ამრეკლავი შავი კაფელის იატაკის დამსახურებაა, რომლებიც წიგნების კარადებს ირეკლავენ და მორის ეშერის ნახატის მსგავს ეფექტს იძლევიან.
"სარკის ჭერი Zhongshuge-ს წიგნების მაღაზიის საფირმო მახასიათებელია. ის წარმატებით ახერხებს სივრცის გაზრდას არეკვლის მეშვეობით", — ამბობს X+Living-ის დამფუძნებელი ლი შიანი.
მაღაზიაში შესვლისას მყიდველებს ხვდება C-ს ფორმის წიგნების კარადები, რომლებიც ინტიმურ სივრცეებს ქმნის. მაღაზიის შუაგულში სივრცის მთელ სიმაღლეს აღმართული თაღები და სვეტები ეპატრონებიან. ეს წიგნის კარადები რეგიონის ისტორიისა და ტოპოგრაფიის შთაგონებით შეიქმნა.
"ადგილობრივი ლანდშაფტი შიდა სივრცეში შემოვიტანეთ. პროექტი დუძიანიანში მდებარეობს, რომელიც ირიგაციის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქალაქია, ამიტომაც მაღაზიის ცენტრალურ ნაწილში შეგიძლიათ დაინახოთ დამბისებრი ნაგებობა, რომელიც წიგნების თაროებშია ინტეგრირებული", — ამბობს ლი.
ზედა თაროებზე წიგნები დახატულია, რათა ისე გამოჩნდეს, თითქოს წიგნები იატაკიდან ჭერამდეა გადაჭიმული.
"ზედა თაროებზე ნამდვილი წიგნები რომ განგვეთავსებინა, მათთან წვდომა არა მხოლოდ მკითხველებს გაუჭირდებოდათ, არამედ მომსახურე პერსონალსაც გაუჭირდებოდა მათი მოვლა. მაღაზიას უკვე აქვს 80 000-ზე მეტი წიგნის კოლექცია, ამიტომაც, რეალურად, სივრცე ფუჭად არ იკარგება", — ამბობს ლი.
დიზაინის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი ასევე განათებაა.
"თითოეულ თაროზე სანათი სარტყელები განვათავსეთ, რათა განათების კარგი ეფექტი მიგვეღო. ეს ასევე თითოეული შრის კონტურს გამოყოფს და თაროს უფრო სტერეოსკოპულსა და გამოკვეთილს ხდის, რათა მკითხველებზე ამან ვიზუალურად იმოქმედოს და ასევე მათთვის უფრო კომფორტული გახადოს თაროებზე წიგნების მოძებნა", — თქვა ლიმ.
მაღაზიის პირველ სართულზე კაფე და ბავშვების გასართობი სივრცეა, რომელშიც პანდებით მოხატული ბამბუკის თაროებია. ფერადი ბალიშების გროვები პატარა მკითხველებისთვის ძალიან მყუდრო საკითხავ გარემოს ქმნის. მეორე სართულის აივანი სავსეა დასაჯდომი ადგილებით, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გადახედონ თავიანთ არჩეულ წიგნებს, იმუშაონ ან შეხვდნენ ერთმანეთს. თითოეული სივრცე ძალიან სათუთად შეიმუშავეს, რათა ის მაღაზიაში ყოფნის მთლიან გამოცდილებასთან თანამხვედრი ყოფილიყო.
"ეს პროექტი ჰოლისტური კონცეფციაა. სივრცის თითოეული ნაწილის შეთანხმება დაგვჭირდა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ნებისმიერი ფუნქციური რამ, იქნებოდა ეს წიგნების თარო თუ მაგიდა, კონცეფციის თემიდან არ ამოვარდნილიყო და ამავდროულად სილამაზის განცდა დაეტოვებინა", — ამბობს ლი.
დიზაინის თითოეული ელემენტი ერთიანად მოქმედებს, რათა მნახველებს წიგნების ყიდვის შთამაგონებელი და გასაოცარი გამოცდილება მისცეს.
"ჩემთვის ამ პროექტში ყველაზე მომაჯადოებელი ისაა, რომ ის ადამიანების მიერ აგებულ ადგილობრივ ცნობილ ლანდშაფტს, დამბას, ასახავს, თუნდაც უფრო აბსტრაქტული და არტისტული გზით. თუმცა როდესაც ამ სივრცეში დგახარ და შენი სხეული გრძნობს, რამდენად დიდია სხვაობა მასსა და უცხო ობიექტის ზომებს შორის, მნახველი ისეთივე კრძალვით აღივსება, როგორსაც ბუნების მიმართ ან ადამიანების მიერ ბუნების გამოყენებით საზოგადოებისთვის საჭირო გამომგონებლური პროექტების მიმართ ვგრძნობთ ხოლმე", — დაამატა ლიმ.
სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა



კომენტარები