შინაურული ახსნა - როგორ მუშაობს TikTok-ის ალგორითმი
ფოტო: @hotlittlepotato / Twitter
TikTok დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმაა, ჯამში 2 მილიარდზე მეტი გადმოწერით. თუ აპლიკაცია 1 ან 2 კვირით მაინც თავადაც გამოგიცდიათ, გეცოდინებათ, რომ მისი ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება მეტად “ჭკვიანი” ალგორითმია, რომელიც წარმოუდგენლად მალე გერგებათ და ხვდება კონტენტის ამ უზარმაზარ ოკეანეში ზუსტად რამ შეიძლება დაგაინტერესოთ და რამ - არა. (რაზეც მახსენდება: იმედია ჩვენი ტიკტოკი აქამდე უკვე ამოგიგდოთ). ეს ყველაფერი კი, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შემდეგნაირად მუშაობს:
პირველ რიგში TikTok მომხმარებლებს 8 პოპულარულ ვიდეოს სთავაზობს, რომლებიც სხვადასხვა ტრენდის ქვეშ არის მოქცეული, სხვადასხვა ფონური მუსიკა ან "საუნდი" (ხმა) ადევს და განსხვავებულ თემებს ეხება.
ფოტო: Gyöngyi Balogh / Dribbble
შემდგომ აპლიკაცია აკვირდება თქვენს ინტერაქციას ამ ვიდეო-კონტენტზე: რომელს უყურეთ ბოლომდე, რომელი დაალაიქეთ, რომელმა არ დაგაინტერესათ, რომელზე დატოვეთ კომენტარი, რომელზე არ დატოვეთ კომენტარი, რომელი გაუზიარეთ მეგობარს, და სხვა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ინტერაქციებზე დაყრდნობით აპლიკაცია შეისწავლის თქვენს ქცევას რამდენიმე კომპონენტთან მიმართებაში. ეს კომპონენტებია:
-
ვიდეოს აღწერა / სათაური - თუ, მაგალითად, ხშირად მოგწონთ ვიდეოები, რომელთა აღწერაშიც სიტყვა “ანიმაციებია” ნახსენები, მეტი შანსია, რომ TikTok-მა ისევ ამოგიგდოთ ვიდეო მსგავსი აღწერით.
- თეგები - თუ ხშირად უყურებთ ვიდეოებს, სადაც თეგები #alt #deep არის გამოყენებული, მეტია შანსი, რომ აპლიკაციამ ისევ ამოგიგდოთ ვიდეო მსგავსი შინაარსის თეგით.
- ფონური მუსიკა / ხმა - თუ რომელიმე კონკრეტულ "საუნდზე" გადაღებულ TikTok ვიდეოებს მეტ ყურადღებას აქცევთ ხოლმე, მეტია შანსი, ისევ ნახოთ ვიდეო ამავე გახმოვანებით/მელოდიით.
- მობილური მოწყობილობა - თქვენს ინტერესებზე მორგების ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ თქვენი მობილური მოწყობილობის ტიპია. აპლიკაციამ მეტი შანსია ამოგიგდოთ ვიდეოები, რომლებიც მსგავსი პარამეტრების მოწყობილობით არის გადაღებული. მაგალითად, თუ თქვენ iPhone 11-ით ათვალიერებთ ტიკტოკს (რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ iPhone 12 ჯერ არ გამოსულა), Tiktok სწორედ iPhone 11-ით გადაღებულ მეტ ვიდეოს შემოგთავაზებთ, ვინაიდან ასე ვიდეოს ზომები თქვენს ეკრანს იდეალურად ერგება.
- ანგარიშის პარამეტრები - აქვე, მნიშვნელოვანია: თუ რომელ სხვა სოციალურ ქსელებთან გაქვთ TikTok-ის ანგარიში მიბმული, აპლიკაცია ხედავს ვინ არიან თქვენი “მეგობრები” და, დიდი ალბათობით, მათ ვიდეოებსაც ხშირად გიჩვენებთ წარწერით “suggested account”.
- ლოკაცია - თუ ახლა საქართველოში იმყოფებით, მეტი შანსია, რომ ინგლისურთან ერთად აპლიკაციამ ქართული კონტენტიც განახოთ. ამავე ფაქტორის გათვალისწინებით, ნაკლები შანსია, რომ მაგალითად - ესპანელი ან უნგრელი ტიკტოკერები გხვდებოდეთ ხშირად.
- ენა - ამ პარამეტრს უკვე თქვენი სურვილისამებრ არეგულირებთ და არჩეულ ენობრივ კატეგორიას აპლიკაცია, ზემოთ ჩამოთვლილ სხვა ფაქტორებთან ერთად, თქვენთვის კონტენტის "შერჩევისას" ითვალისწინებს.
ფოტო: The New York Times
საბოლოოდ, ამ ყველა კომპონენტთან მიმართებაში ინტერაქციის შედეგად, საკმარისი ინფორმაცია შეგროვდება თუარა, აპლიკაცია მოხმარებლებს აჯგუფებს გარკვეულ “კლასტერებად”, რომლებსაც ერთგვაროვანი ინტერესები და ინტერაქციის ისტორია აქვთ. შემდგომ კი, მანქანური დასწავლის ალგორითმის გამოყენებით, ტიკტოკი კონკრეტულ მოხმარებელს აწვდის კონტენტს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად უახლოვდება მისი ინტერესები სხვადასხვა TikTok-კლასტერის ინტერესებს.
გამოდის, TikTok sides (TikTok-ის “მხარეები”): Alt TikTok, Straight TikTok და Deep TikTok სულაც არ არის მხოლოდ შიდა ხუმრობა და აპლიკაცია გარკვეულწილად მართლაც გვაჯგუფებს მსგავსი ინტერესების მქონე კლასტერებად, რის შედეგადაც ბუნებრივია, რომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან ინდივიდუალური ForYou გვერდი გვაქვს.
და ბოლოს, სანამ მომხმარებლის ინტერესებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს რომ უკვე დიდი ხანია არსებობს დისკუსია თემაზე: თუ რა რაოდენობის ინფორმაციას აგროვებს TikTok მომხმარებელზე და ვართ თუ არა საკმარისად დაცულები აპლიკაციის გამოყენებისას. ამ თემასთან დაკავშირებით ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში: რას ამბობენ ექსპერტები აპლიკაციაზე, რომლის აკრძალვაც ტრამპს სურს.
თუმცა, თუ TikTok-ით მშვენივრადაც ერთობით, ალგორითმითაც კმაყოფილი ხართ და აპლიკაციის წაშლას სულაც არ აპირებთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ჯგუფში - Georgian TikTok community ან გაიგოთ: ხართ თუ არა TikTok ვარსკვლავობისთვის გაჩენილი.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა

კომენტარები