5 შემთხვევა, როდესაც ქართულმა მარშმა თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო
პრორუსული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ძალადობრივი დაჯგუფება ქართული მარში ხშირად ჩნდება, სადაც დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. მათი როლი ასეთ დროს სიტუაციის დაძაბვა და ხელის შეშლის მცდელობაა. ახლა საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა სურს ჯგუფს, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი აქტიურად აჟღერებდა ანტიდასავლურ ნარატივებს, ემუქრებოდა ომბუდსმენს, ფიზიკურად უსწორდებოდა ჟურნალისტებსა და აქტივისტებს.
მეტიც, ქართულ მარშში დარწმუნებული არიან, რომ საკმარისი მხარდამჭერი ჰყავთ და ხალხს ახსოვს "მათი წვლილი ქვეყნისთვის ბრძოლაში".
სინამდვილეში, ქართული მარშისგან ყველაზე მეტად ღია კარის მტვრევა, არაფრისგან პრობლემების შექმნა და ის სიტუაციები გვახსოვს, როცა მშვიდობიანი შეკრებები დაარბიეს და ადამიანებზე იძალადეს. თუმცა, ამ სიტუაციაშიც კი მოახერხეს და ფეისბუქ მიმების მთავარი გმირები გახდნენ, რადგან თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს. გთავაზობთ 5 ამბავს, როცა ქართულმა მარშმა საკუთარ თავს გადააჭარბა და ქართული ინტერნეტი გაამხიარულა.
1. ლიდერის "დაცემა"
ამ ისტორიებს შორის უპირობო ლიდერი სანდრო ბრეგაძის "შეუძლოდ ყოფნაა". 2018 წელს, როცა ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შსს-ში დაკითხვის სკამზე აღმოჩნდნენ, სანდრო ბრეგაძემ თავის დაძვრენა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ პოლიციელებმა მასზე იძალადეს. შსს-მ ამას მტკნარი სიცრუე უწოდა და ბრეგაძე ისევ გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა მარშის ლიდერი ამ დროს ღუდუშაურის კლინიკაში იყო წამოწოლილი.
ექიმები ამბობდნენ, რომ ბრეგაძემ მათ გულისყრის ჩივილებით მიმართა, რაც გამოკვლევებმა არ დაადასტურა. შეუმოწმეს ნევროლოგიური მდგომარეობა და დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, ვერც გარეგანი დაზიანებები იპოვეს, მაგრამ ბრეგაძე ჯიუტად უარს ამბობდა სახლში წასვლაზე და გამოკვლევებს განაგრძობდა. სუბიექტური ჩივილებით თავის დაძვრენის მცდელობებმა საღამომდე გასტანა, თუმცა ბოლოს მას დანებება მოუწია და შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა.
სანამ ბრეგაძე თავს ტყუილი ჩივილებით ირთობდა და მისი თანაგუნდელები კლინიკიდან ფოტოებს ავრცელებდნენ, გასართობი ქართულმა ინტერნეტმაც იპოვა.
2. "საშიში" ცისარტყელა
ქართულ მარშს განსაკუთრებით სასაცილო მდგომარეობაში აგდებს მრავალფეროვნების შიში. აგრესიული ჯგუფები ებრძვიან ფერებს, ცისარტყელას და თავს იხვევენ აზრს, თითქოს ლგბტ თემის სიმბოლოს ხშირად დანახვა შელოცვის ეფექტს იქონიებს და მათ გენდერს "შეუცვლის".
ამ მოტივით ისინი ხან ფერად ფარდებს უცხადებენ ბრძოლას და გაოცებულ მოქალაქეებს მათ ჩამოხსნას აიძულებენ, ხან გაფერადებულ ნაჭრებს წვავენ (რომლებსაც არაფერი აქვს საერთო ლგბტ სიამაყის დროშასთან), ხან კი დრონზე ჩამოკიდებულ დროშას ეპოტინებიან და უმისამართოდ დასდევენ.
ფერადი ნაჭერი, რომელიც ქართულ მარშს ლგბტ სიამაყის დროშა ეგონა და დაწვა
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ეს უსაფუძვლო "შიში" მარშს განსაკუთრებით გაუმძაფრდა მაშინ, როცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ოკუპაცია სცადეს და #სირცხვილიასა და პრაიდის აქტივისტებს აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. იყო დაძაბულობა და მოხდა არაერთი დაპირისპირება, თუმცა სანამ შეკრებილები გულზე მჯიღს იცემდნენ, რომ ლგბტ პრაიდი ვერ ჩატარდებოდა, მათ თავზე ფერადი დროშა დაფრინავდა, ღირსების მარში კი სხვა ლოკაციაზე გაიმართა.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
მარშმა და სხვა დაჯგუფებებმა არც აქ დააყოვნეს და უფრო სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როცა ყვითელი სამარშრუტო ტაქსებით სცადეს პრაიდისთვის მისწრება. საბოლოოდ, ისინი პიკაპზე წამოსკუპებულები მივიდნენ შსს-სთან, სადაც მსვლელობა უკვე დასრულებული იყო.
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
ხელმოცარულები უკან პარლამენტთან დაბრუნდნენ და როცა ტყუილი ყიჟინა მობეზრდათ, ერთმანეთში დაიწყეს კამათი იმაზე, დარჩენილიყვნენ, თუ დაშლილიყვნენ. საბოლოოდ, "დაღლილი" ლიდერები სახლებში წავიდნენ და "ბრძოლა" რამდენიმე ათეულ აქტივისტს გადააბარეს, რომლებიც გვიან ღამით დაიშალნენ.
3. ბაქი-ბუქი და ჩაფლავებული მცდელობა
სასაცილო ნამდვილად არ არის, როცა მარში ძალადობრივი გზებით სხვადასხვა ღონისძიების ჩაშლით იმუქრება. მართალია, ხშირად ეს არ გამოსდით, მაგრამ პროცესს ნამდვილად აფერხებენ. პარალელურად კი, ინტერნეტსაც ახალისებენ. ასე იყო მაშინაც, როცა ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას ლგბტ სამკლაურის გამო გამოუცხადეს ომი და ნაკრების მატჩის ჩაშლით დაიმუქრნენ.
მარში ბობოქრობდა, რომ მოედანზე ყველა ბილეთს იყიდდა, ან სექტორებში გადანაწილდებოდა და თამაშს ჩაშლიდა, შსს კი აცხადებდა, რომ რეაგირება ექნებოდა. მარშელები ამტკიცებდნენ, რომ ათასობით შეიკრიბებოდნენ და მოედანთან მისასვლელ გზას ჩაკეტავდნენ, თუმცა მატჩის დღეს დინამოს სტადიონთან რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა. ჰომოფობიური მოწოდებების გაჟღერების შემდეგ, ისინი მალევე დაიშალნენ, ლიდერები კი ამ დროს დაკითხვაზე აღმოჩნდნენ.
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ექსცესების და რამდენიმე დაძაბული მომენტის მიუხედავად, მატჩი ჩატარდა და კაშიას გულშემატკივარმა მხარდაჭერა გამოუცხადა.
4. "... და მათ ნახეს"
ჩაშლით, გაკოჭვით, ქამრებით გატყეპვით და სხვა სახის ძალადობებით იმუქრებოდა მარში მაშინაც, როცა ოსკარზე წარდგენილი ფილმის, And Then We Danced-ის პრემიერა დაიგეგმა. სხვა ძალადობრივ ჯგუფებთან გაერთიანებულები, აქტიურად ამტკიცებდნენ, რომ ფილმში გეი ქორწინება, ქართული ჩოხის შეურაცხყოფა და სცენართან სრულად აცდენილი სხვა სცენებიც იყო, რომელიც მნახველს სექსუალურ ორიენტაციას შეუცვლიდა.
ფოტო: French Quarter Film
სანამ მხარდამჭერებში უსაფუძვლო შიშს თესავდნენ, აღმოჩნდა, რომ თავად სანდრო ბრეგაძეს და სხვა ლიდერებს ფილმი უკვე ნანახი ჰქონდათ. აქ მეტს აღარ გავაგრძელებთ.
5. დასაკოცნი ქვები
და ბოლო, მაგრამ არა მნიშვნელობის მიხედვით — სანდრო ბრეგაძემ დავით გარეჯის ქვები დაკოცნა. თუმცა, მეტი სიზუსტისთვის სჯობს ვთქვათ, რომ ბრეგაძემ ქვების მაგივრად საკუთარ ცერა თითს აკოცა, რის გამოც ფეისბუქზე ივენთიც კი მიუძღვნეს, სადაც მოითხოვდნენ მართლა ქვებისთვის ეკოცნა.
მიუხედავად ამისა, რომ მარში ხშირად ახალისებს ქართულ ინტერნეტს, მათი აგრესიული ქმედებები საშიში და საფრთხილოა, ისევე, როგორც პროპრუსული და ანტიდასავლური ნარატივები, რომელსაც ეს დაჯგუფება ხშირად ავრცელებს.
გაიგეთ მეტი ქართულ მარშზე:
- ბრეგაძეს ჩანაწერში რუსეთის ნდობას ჰპირდებიან, ის საუბარს ადასტურებს, თუმცა დამონტაჟებულს უწოდებს
- მუქარა და დამწვარი ფიტული — ქართული მარშის მორიგი ანტიდასავლური აქცია
- პრორუსული და ჰომოფობიური ქართული მარში პარტიის ყრილობას ილია ჭავჭავაძის მუზეუმში მართავს
- სანდრო ბრეგაძის მხრიდან სახალხო დამცველზე ზემოქმედების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
- ათას კაცთან ერთად მოვალ, გამოგიყვანთ, პოლიტიკურ სანაგვეზე მიგიჩენთ ადგილს — ბრეგაძის მუქარა ლომჯარიას
- ულტრანაციონალიზმი — რუსული იარაღი ევროპის წინააღმდეგ
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: "ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს “ტრამპის გზის” კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის" ირაკლი კუპრაძე: "ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს “ტრამპის გზის” კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება" დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება"
გადახედვა
-
თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
-
როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას? როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას?
გადახედვა
-
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
-
მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა
-
დააკავეს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი, კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება დააკავეს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი, კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
გადახედვა
-
კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან
გადახედვა
-
The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
გადახედვა
-
რამზან კადიროვი "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" დააჯილდოვეს რამზან კადიროვი "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" დააჯილდოვეს
გადახედვა
-
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
გადახედვა
-
POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება
გადახედვა
-
არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის
-
ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
-
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
"გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის "გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის
გადახედვა
-
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
-
საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება
გადახედვა

კომენტარები