შსს თანამშრომლების საჩუქრებისთვის, საახალწლოდ, ნახევარ მილიონზე მეტს დახარჯავს
ახალ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების - 112-ის, დაცვის პოლიციის, მომსახურების სააგენტოსა, სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლები დამსაქმებლისგან საახალწლო საჩუქრების ნაკრებს მიიღებენ.
საჩუქრების შესაძენად და თანამშრომლებისთვის დასარიგებლად, შსს-ს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბრძანება 2016 წლის 10 ნოემბერს გამოსცა. მინისტრის ბრძანებით, ალკოჰოლურ სასმელები, ჯამში, 402 000 ლარის ფარგლებში უნდა შეიძინონ, სხვადასხვა შოკოლადის ნაკრები კი – 588 403 ლარად.
მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, უწყების თანამშრომლები 1 ბოთლ ცქრიალა ღვინოს, 1 ბოთლ წითელ ღვინოსა და სხვადასხვა სახის შოკოლადს მიიღებენ. აღნიშნული საჩუქრების შესაძენად შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს 2 ტენდერის გამოცხადება დაევალა. ტენდერები უკვე გამოცხადებულია, რომლის მიხედვითაც 40 ათასი სასაჩუქრე ნაკრები კეთდება. თუმცა, გამარჯვებული კომპანიები ჯერ არ გამოვლენილან.
ალკოჰოლური სასმელის სატენდერო წინადადების მიხედვით, ქიმიური დანამატების გარეშე დამზადებული ღვინოები 750 მლ შუშის ბოთლებში უნდა იყო ჩამოსხმული. ცქრიალა ღვინო ნახევრად მშრალი, წითელი ღვინო კი, ნახევრად ტკბილი, საფერავის ან სხვადასხვა წითელი ყურძნისგან დამზადებული უნდა იყოს. ამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 372 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა შპს შუხმან ვაინს ჯორჯიამ ნახევარზე ნაკლებ თანხად - 176 500 ლარად შესთავაზა მომსახურების გაწევა.
შსს-ს მიერ გამოცხადებული მეორე ტენდერის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, თითო სასაჩუქრე ნაკრებისთვის 1 ცალი ასაწონი შოკოლადის ასორტითა (არანაკლებ 1,015 კგ) და 1 ცალი შოკოლადის ნაკრებით (არანაკლებ 234 გრ) უზრუნველყოს. გარდა ამისა, გამარჯვებულმა კომპანიამ შოკოლადის ნაკრები და ალკოჰოლური სასმელი უნდა მოათავსოს შემსყიდველის მიერ მიწოდებულ სასაჩუქრე ყუთებში. ამ შესყიდვისთვის უწყებას 578 062 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. სწორედ ამ ფასად სთავაზობს მომსახურების გაწევას ბარამბო. მის გარდა, აღნიშნული მომსახურების გასაწევად სურვილი არავის გამოუთქვამს.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები