ერთი ბარათი, მეტი შესაძლებლობა — ჯანსაღი ცხოვრების წესი FitPass-თან ერთად
ფოტო: FitPass
ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავება მარტივი საქმე არ არის. ხშირად დანახარჯები ან მოუცლელობა გვაბრკოლებს და გვაშინებს ხოლმე, ზოგჯერ კი ისიც არ ვიცით, საიდან დავიწყოთ, ვისთან ერთად, როგორ ან სად. მიუხედავად ამისა, თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველდღიური დაღლილობა და სტრესი ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, აქტიურობა და ვარჯიში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებელი კომპონენტი ხდება.
FitPass ევროპის მოწინავე კომპანიაა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებაზე ზრუნავს. ის საქართველოში უკვე წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს და ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება: ფიტპასი მომხმარებლებს სთავაზობს ერთ ბარათს, ერთი სააბონენტო გადასახადით, რომელიც საქართველოს მასშტაბით უამრავი სპორტული და გამაჯანსაღებელი დაწესებულების სერვისებით სარგებლობის საშუალებას იძლევა.
ამ ერთი უნიკალური ბარათის მეშვეობით კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს საქართველოს 100-ზე მეტი სპორტული ობიექტის 40-ზე მეტი სხვადასხვა სერვისით, სპორტული მიმდინარეობითა თუ დაწესებულებით ერთდროულად სარგებლობა შეუძლიათ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ეს ბევრად უფრო კომფორტული და მომგებიანია, ვიდრე შესაბამისი სერვისების ცალკეული აბონემენტების შეძენა.
იხილეთ 5 მიზეზი, თუ რატომ სჯობს FitPass-ის მულტიპასის — მრავალმხრივი ბარათის — გამოყენება ჩვეულებრივი აბონემენტების ყიდვას:
1. მეტი ეკონომია
ფოტო: Getty Images
ბევრისთვის ვარჯიშის დაწყებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი სწორედ ფინანსური დანახარჯებია: სხვადასხვა სპორტული დაწესებულებებითა თუ სერვისებით სარგებლობა ხშირად მიუწვდომელი ფუფუნება ჩანს, თუმცა ერთიანი FitPass ბარათი ბევრად უფრო ეკონომიური და ნაკლებდანახარჯიანი ვარიანტია, ვიდრე მათი ცალკეული აბონემენტების ყიდვა.
ამასთანავე, FitPass-ს უფრო მრავალფეროვანი და მოქნილი პირობები აქვს. მაგალითად, კომპანიებს იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ სურვილის შემთხვევაში თანამშრომლებს ფიტპასის ბარათის შეძენისას სრული ან ნაწილობრივი თანადაფინანსების სისტემით შეუწყონ ხელი და შეუმსუბუქონ დანახარჯები, რაც მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში დაეხმარება და სამუშაო გარემოც ყველასთვის გაცილებით უფრო ცოცხალი და ენერგიული გახდება.
2. მეტი გამბედაობა
ფოტო: Victor Freitas / Pexels
ადამიანთა უმეტესობა ვარჯიშის დაწყებას მომდევნო ორშაბათისთვის გეგმავს. ეს დღე კი, რატომღაც, არასდროს დგება. გადაწყვეტილების მიღება გამბედაობას მოითხოვს და გარანტიას, რომ ჩვენი შერჩეული ადგილი და დახარჯული დრო სასარგებლო იქნება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ FitPass-თან ერთად მოლოდინების გაუმართლებლობის შიშისგანაც დაზღვეული ხართ, რადგან აქტივობებისა და პარტნიორი დაწესებულებების მრავალფეროვნება არჩევანის თავისუფლებას გაძლევთ. თუ ერთი ობიექტი თქვენს მოლოდინებს ვერ გაამართლებს, სხვა დაწესებულების სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ყოველთვის გექნებათ. ასე რომ, FitPass-ის დახმარებით თქვენთვის შესაფერის ადგილს აუცილებლად იპოვით.
.
3. მეტი კომუნიკაცია
ფოტო: PTDC
ვარჯიშის დაწყების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ხშირად მეწყვილის პოვნაცაა. ფიტპასის ბარათის მეშვეობით თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, სურვილის შემთხვევაში თქვენს კოლეგებთან სამსახურისგან განსხვავებულ, უფრო თავისუფალ გარემოში გაატაროთ დრო, რაც აქამდე აღმოუჩენელ საერთო ინტერესებსა და გამოცდილებებს გაგიჩენთ და კიდევ უფრო დაგაახლოვებთ ერთმანეთთან.
ერთად ვარჯიში დაგეხმარებათ მუშაობის შემდეგ სტრესის შემცირებასა და ერთმანეთის მიმართ ემოციური მხარდაჭერის გამომუშავებაში. გარდა ამისა, ჯანსაღი კონკურენცია ვარჯიშის ძალიან კარგი მოტივაციაა. ამის შედეგად შემსუბუქებული სტრესი, გაზრდილი ენერგია და პროდუქტიულიბა სამუშაო გარემოსაც უკეთესს გახდის და კოლეგებთან კომუნიკაციასაც ბევრად უფრო გაგიმარტივებთ.
4. მეტი მრავალფეროვნება
ფოტო: Fitpass
მეწყვილე და თანხა რომც დავივიწყოთ, შეუძლებელია, გქონდეთ ერთდროულად ათეულობით სხვადასხვა სპორტული და ფიტნეს დაწესებულების ბარათი, ცალკეული დაწესებულების აბონემენტის აღება კი გზღუდავთ და კონკრეტულ ლოკაციაზე მიჯაჭვულობას გაიძულებთ. როცა ფიტპასის ბარათი გაქვთ, იცით, რომ თავისუფლად შეგიძლიათ გამოსცადოთ სხვადასხვა ობიექტები და აქტივობები და იპოვოთ ზუსტად ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ და შეგეფერებათ.
ფიტპასის სისტემაში საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტი სპორტული ობიექტი 40-ზე მეტი სხვადასხვა სერვისია, მათ შორის ფიტნესი, აუზი, ჩოგბურთი, აკვა-აერობიკა, კრივი, ზუმბა, იარაღის სროლა, პილატესი, იოგა, კლდეზე ცოცვა, მშვილდოსნობა, ცეკვა, აერობიკა და კიდევ 30+ აქტივობა. ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი ყველანაირი ტიპის ადამიანს დააკმაყოფილებს, პროცესში კი თანხისა და დროის დაზოგვასაც მოახერხებთ. ყველა სარგებელი, რომელიც ფიტპასის ბარათს ახლავს თან, ხელს შეგიწყობთ, რომ უფრო მარტივად დაკავდეთ თქვენზე მორგებული ჯანსაღი ცხოვრების წესით.
გახსოვდეთ: ფიტპასის ბარათი მთელი უნიკალურობა ისაა, რომ შეგიძლიათ, ივარჯიშოთ სადაც გსურთ, როცა გსურთ და როგორც გსურთ.
5. მეტი თავისუფლება
ფოტო: Max Bender
FitPass-ის ბარათის კიდევ ერთი გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგჯერ ის ბევრად უფრო მოქნილია და მეტ თავისუფლებას გძენთ, ვიდრე უშუალოდ ცალკეული დაწესებულების ჩვეულებრივი აბონემენტი.
მაგალითად, ზოგიერთი დაწესებულების აბონემენტის აღებისას ვიზიტისთვის კონკრეტული დღეები და საათები გეძლევათ, სხვა დროებში კი არ შეგიძლიათ შესაბამისი სერვისებით სარგებლობა. ფიტპასის ბარათს ეს შეზღუდვა არ აქვს და მისი გამოყენებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ თქვენთვის სასურველ სპორტულ ობიექტს.
ფიტპასის ბარათის მრავალფეროვნება სცდება მარტოოდენ განსხვავებული სპორტული აქტივობებით დაკავების და თქვენთვის სასურველი დროის შერჩევის ფარგლებს და ის ქალაქთაშორის მოგზაურობის საშუალებასაც გაძლევთ.
ფიტპასის ბარათით ხელმისაწვდომი 100-ზე მეტი სპორტული და გამაჯანსაღებელი ცენტრი საქართველოს ექვს სხვადასხვა ქალაქშია განაწილებული. ესენია: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ზესტაფონი, თელავი და ქუთაისი. ქალაქებისა და მათში არსებული ობიექტების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ფიტპასის საიტს.
ასეთი თავისუფლების ქონა მოგცემთ მეტი მოგზაურობის საშუალებას და გააქრობს როგორც ვარჯიშის დაწყების შიშს, ისე ქვეყანაში გადაადილებისას ფიზიკურ აქტიურობაზე უარის თქმის აუცილებლობას.
და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბარათის გამოყენებით მიიღწევა. FitPass-ის ბარათის მიღება და მისი მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ კომპანიას მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ შეუძლია: ამისთვის საკმარისია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
პარტნიორების მზარდი ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ვებსაიტზე: www.fitpass.ge
კორპორატიული შეთავაზების მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: t.ly/6Oym
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით ფიტპასს ნომერზე 2 12 12 40
-
"გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე
გადახედვა
-
CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს
გადახედვა
-
რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს
გადახედვა
-
ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან? ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან?
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
გადახედვა
-
ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში
-
მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
გადახედვა
-
ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ
გადახედვა
-
საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
გადახედვა
-
სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება! სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება!
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას" ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას"
გადახედვა
კომენტარები