"3 თაობით მთაწმინდელი", "4 შვილის დედა", "უბრალოდ, შესანიშნავი პიროვნება" — როგორ დაახასიათა კობახიძემ კანდიდატები
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
დღეს ქართულმა ოცნებამ კოჯორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელა. "ოცნების" ძველი და ახალი სახეების წარდგენაზე საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი კობახიძემ იზრუნა, რომელსაც კოლეგების დასახასიათებლად ეპითეტები არ დაუშურებია. კანდიდატების დამსახურებებზე საუბრისას მან ისეთი დეტალები აღნიშნა, როგორიცაა ოჯახის წარმომავლობა, დედობა, უბნის სიყვარული და ა.შ.
პირველ კანდიდატად ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო წარადგინეს, რომელიც "ოცნების" მაჟორიტარად საბურთალოს რაიონში იბრძოლებს. მაზე საუბრისას კობახიძემ C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები გაიხსენა და დასძინა, რომ ის პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება.
კარიერული მიღწევები, წარმატებული ფეხბურთელობა და წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლა — ამ "დამსახურებებს" გაუსვა ხაზი კობახიძემ ნოდარ ტურძელაძის (ვაკე), ლევან კობიაშვილისა (გლდანი) და სოზარ სუბარის (სამგორი) წარდგენისას.
განსაკუთრებული ყურადღება კი დეპუტატმა ბექა ოდიშარიას და მის "ისტორიულ წარმომავლობას" დაუთმო.
"ბექა ოდიშარია არის კრწანისის ოლქის მოქმედი მაჟორიტარი, სამი თაობით მთაწმინდელი და თბილისის ამ ულამაზესი უბნის გულშემატკივარი. მე-9 მოწვევის პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს წარმატებით ხელმძღვანელობდა", — აღნიშნა კობახიძემ.
ფოტო: ბექა ოდიშარია / Facebook
"ქართული ოცნების გუნდის გამორჩეული წევრი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე იურისტი" — ასე შეამკო მან ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახი კახიშვილი.
ამის შემდეგ ჯერი კვლავ სპორტსმენზე მიდგა:
"წარმატებული ფეხბურთელი, სამი ქვეყნის ჩემპიონი, გულანთებული პატრიოტი და პრინციპული ადამიანი", — ეს მიხეილ ყავილაშვილის დახასიათებაა, რომელიც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად არის წარმოდგენილი. კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართული სპორტის მიღწევები სწორედ ყავილაშვილის დამსახურებაა, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
"გამორჩეული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი და დიპლომატი და უბრალოდ შესანიშნავი პიროვნება", — ამ სიტყვების ფონზე დამსწრეები ოვაციებით შეხვდნენ დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონის კანდიდატს, გია ვოლსკის.
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
საზოგადოების ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ გენდერული კვოტირების ინიციატორმა პარტიამ 30 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი ქალი წარადგინა პარლამენტში მაჟორიტარად კანდიდატად.
ერთადერთ მაჟორიტარ ქალ კანდიდატზე, რომელიც რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში იბრძოლებს პარლამენტში მოსახვედრად, გავიგეთ, რომ აქვს "ხანგრძლივი მენეჯერული გამოცდილება საჯარო სამსახურში" და თბილისის საკრებულოს "აქტიური წევრია". თუმცა, სხვა მაჟორიტარობის კანდიდატებისგან განსხვავებით, ცნობილი გახდა მისი შვილების რაოდენობაც.
"და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას", — თქვა პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მისი წარდგენისას.
ფოტო: ნინო ლაცაბიძე / Facebook
მაჟორიტარები ქართულმა ოცნებამ 30-ვე ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა, აქედან 8 — თბილისში, 22 კი — რეგიონებში.
"ჩვენ მიერ წარდგენილ კანდიდატებს აერთიანებთ ერთი ნიშანი და ეს არის წარმატება, თითოეული მათგანი გამოირჩევა ცხოვრებისა და საქმიანობის წარმატებული გამოცდილებით, ამ წარმატების საფუძველია ღირსება, კეთილსინდისიერება და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სამშობლოს, საკუთარი კუთხისა თუ უბნის სიყვარული", — ამ სიტყვებით დაასრულა კანდიდატების დახასიათება ირაკლი კობახიძემ.
დღეს, 20 ივლისს ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების სიაში მოხვდნენ ოცნების, როგორც ძველი, ასევე, ახალი სახეები, მათ შორის ქალი მხოლოდ ერთია. მაჟორიტარად არ წარუდგენიათ იმ დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის მოტივით პროპორციულს კანონპროექტი ჩააგდეს.
გაიგეთ მეტი "ოცნების" მაჟორიტარების წარდგენაზე:
- ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა — სია
- ქართულ ოცნებას მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს
- დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც მაჟორიტარული სისტემის გამო პროპორციული ჩააგდო, მაჟორიტარობის კანდიდატი არ არის
- სერგეენკო, სუბარი, ოდიშარია, ვოლსკი და სხვა — ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატები თბილისში
- პრემიერმინისტრის სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში მაჟორიტარად წარადგინა
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი, კახი კახიშვილი ქართულმა ოცნებამ ისნის მაჟორიტარად წარადგინა
- ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი "ოცნების" მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს;
- პრემიერმინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი ქართულმა ოცნებამ სამგორში მაჟორიტარად წარადგინა
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. საპროტესტო აქციების, პარლამენტის პიკეტირებების, აქციების დაშლისა და ფასილიტატორი ელჩების ჩართვის შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ახალ "თითქმის პროპორციულ" საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში საარჩევნო სიით 120 დეპუტატი შევა, 30-ს კი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ. საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ სისტემით ჩატარდება.
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა
-
naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
კომენტარები