მეცნიერები გვირჩევენ: შესვენება მუშაობის დროს აუცილებელია
ფოტო: Shutterstock
ხშირად უფროსები მოსაწევად გასულ ან უბრალოდ ფეხის გასაშლელად მოსეირნე თანამშრომლებს ეჭვის თვალით უყურებენ და შენიშვნებსაც აძლევენ. ხანდახან თვითონ დასაქმებულებსაც ერიდებათ სამუშაო მაგიდიდან წამოდგომა, რომ მათი არყოფნა ვინმეს ცუდად არ ენიშნოს. ის შეგრძნებაც ბევრს გამოუცდია, ორი წამით რომ მისცემ თავს მოდუნების უფლებას და მაინცდამაინც მაშინ დაგადგება კომპიუტერთან დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საქმე ისაა, რომ 5 წუთით კომპიუტერიდან მოწყვეტის გამო სულაც არ უნდა გქენჯნიდეთ სინდისი.
მუშაობისას ცოტა ხნით განტვირთვა საქმეზე კონცენტრირებას უწყობს ხელს. ეფექტი განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა დავალება კრეატიულ აზროვნებას მოითხოვს.
ეს ინფორმაცია მხოლოდ უფროსებისთვის არ არის, სხვებსაც გამოადგებათ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც დილიდან საღამომდე შეუსვენებლად შრომობს.
სამსახურში რთული ვარჯიშების გაკეთებას ალბათ ვერ შეძლებთ, მაგრამ დროდადრო გაზმორებასაც კი შეუძლია სისხლის მიმოქცევა დაასტიმულიროს.
შესვენება ხელს უწყობს საქმეზე ფოკუსირებას და თვალებს გადაღლისგან იცავს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად იმუშავეთ 90-წუთიანი ციკლებით. ამ რეჟიმში ბევრად მეტ საქმეს მოასწრებთ, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში მაგიდაზე თავის ჩახრით.
“გონებრივი კონცენტრაცია ფიზიკური დატვირთვასავითაა”, - ამბობს ტორონტოს სკარბოროს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯონ ტრუგაკოსი, - “გარკვეული დროის შემდეგ გონება იღლება და ჩვეულ ტემპში ვეღარ ფუნქციონირებს. იგივე ხდება, როცა სავარჯიშო დარბაზში ერთი ტრენაჟორიდან მეორესთან ინაცვლებთ. სანამ საქმეს მთელი ძალით შეუდგებოდეთ, რამდენიმეწუთიანი პაუზა გჭირდებათ. ასე მუშაობს ტვინიც”.
მნიშვნელოვანია კვებისთვის დროის გამოყოფაც. ლანჩის დროს გასვლა და გარემოს შეცვლა ხასიათზე დადებითად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ერთსაათიანი შესვენება თითქმის ყველა სამსახურშია გათვალისწინებული, ხშირად უფროსები ცდილობენ სრულფასოვანი ლანჩის ნაცვლად სამუშაო მაგიდასთან სწრაფი წახემსება წაახალისონ. კიდევ უფრო ცუდია, თუ არ გაგიმართლათ და ისეთი მენეჯერი შეგხვდათ, რომელიც საკუთარ და თქვენს შესვენებას ისევ სამსახურის საკითხების გავლაში ხარჯავს. ამ სიტუაციის თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ შემდეგ მეთოდს მიმართოთ: თუ საჭმელი კონტეინერით გაქვთ წამოღებული, ადექით და მოძებნეთ უახლოესი სკვერი. ჭამის შემდეგ სეირნობის ან თუნდაც ფეისბუქის სქროლვის დროც დაგრჩებათ. წარმოიდგინეთ, ამის ნაცვლად ოფისის სამზარეულოში ნაჩქარევად რომ გეჭამათ, 10 წუთში ისევ კომპიუტერთან იჯდებოდით, რასაც ისედაც აკეთებთ სამუშაო საათებში. დატკბით გარეთ ყოფნით და D ვიტამინით. თუ არც ეს მეთოდი ჭრის და ქურთუკის ჩამოხსნისთანავე უფროსი თქვენთან ჩნდება სასწრაფო დავალებით, მაშინ ეს სტატია დააშეარეთ და ირიბად მიანიშნეთ, რომ თქვენც ადამიანი ხართ.
მწეველები ბუნებრივად ისვენებენ სამუშაო საათებში, როცა სუფთა ჰაერზე გადიან მოსაწევად. მართალია, ჯანმრთელობის ერთ ასპექტს ვნებენ, სამაგიეროდ, სტრესს ნაკლებად ექვემდებარებიან სამუშაო პროცესის დროს. თუ თქვენ არამწეველი ხართ, საკუთარ თავს ამის გამო ნუ ეტყვით უარს გასეირნებაზე. დაავლეთ ხელი კიტ-კეტის ახალ ფილას და გადით ჰაერის ჩასასუნთქად. შოკოლადი, გარდა იმისა, რომ გემრიელია, თქვენს პროდუქტიულობასაც ამაღლებს.
ვორვიკის უნივერსიტეტის ეკონომისტებმა 700-ზე მეტი მონაწილე გამოჰკითხეს და მათ მათემატიკური დავალებები მისცეს, რომლებიც 10 წუთში უნდა ამოეხსნათ. იმისთვის, რომ მეცნიერებს შეექმნათ “ბედნიერების შოკი”, ერთ ჯგუფს შოკოლადი შესთავაზეს, სხვები კი სტანდარტულად შეუდგნენ დავალების ამოხსნას. ტკბილეულის ეფექტის გამო საკონტროლო ჯგუფმა 10-12 პროცენტით უკეთ გაართვა თავი ამოცანას. აქვე ერთი საყურადღებო ფაქტი დადგინდა: რაც უფრო მაღალი ხარისხისაა შოკოლადი, მით უფრო კარგი შედეგი მოჰყვება მის მიღებას. 30-დღიან გამოწვევას, რომლის ფარგლებშიც დღეში 40 გრამ შოკოლადს შეჭამთ, შეუძლია სრულიად შეცვალოს თქვენი მუშაობის რეჟიმი და ჩვევები. წონაზე ნუ იღელვებთ, მცირე დოზით შოკოლადი ეხმარება კიდეც ამ პროცესს.
როგორ დავისვენოთ მუშაობისას
საკუთარი თავის გარდა, იზრუნეთ სხვა ადამიანებზეც. შესთავაზეთ თანამშრომლებს კიტ-კეტის გასინჯვა. ამით შეძლებთ მათაც გამოუსწოროთ ხასიათი და სამუშაო გარემო უფრო პოზიტიური გახდება. თანაც, ყველას უყვარს ის ერთი თანამშრომელი, რომელიც შოკოლადის ფილას დაუნანებლად გასცემს.
შესვენების სხვა გზებიც არსებობს: თუნდაც 30-წამით ფანჯრიდან გახედვა მთელი 13%-ით აამაღლებს თქვენს პროდუქტიულობას. ხოლო თუ ყოველ 10 წუთში ერთხელ კომპიუტერის ეკრანს მზერას 15 წამით მოაცილებთ, თვალის დაძაბულობა 50 პროცენტით შემცირდება.
საათში ერთხელ 5-წუთიანი შესვენება თქვენს სახსრებს დაიცავს გადაღლილობისგან, შედეგად, მაჯები და მუხლები ნაკლებად აგტკივდებათ.
შესვენებები რომ არ გამოგრჩეთ, დაინიშნეთ დრო რომელიმე მობილური აპლიკაციის ან თუნდაც წამზომის დახმარებით. როცა ტელეფონი დარეკავს, ადექით და 5-10 წუთით გაისეირნეთ ოფისში. დალიეთ ყავა, გახედეთ ცას, ბოლოს და ბოლოს, მოაცდინეთ რომელიმე თანამშრომელი. მათაც ხომ სჭირდებათ ეს სასარგებლო მეთოდი.
გარკვეული დროის შემდეგ გონება იღლება და ჩვეულ ტემპში ვეღარ ფუნქციონირებს. იგივე ხდება, როცა სავარჯიშო დარბაზში ერთი ტრენაჟორიდან მეორესთან ინაცვლებთ. სანამ საქმეს მთელი ძალით შეუდგებოდეთ, რამდენიმეწუთიანი პაუზა გჭირდებათ. ასე მუშაობს ტვინიც - ჯონ ტრუგაკოსი.
თუ სამსახურის პერიოდში მხოლოდ ლანჩის დროს იკვებებით, თქვენს სხეულს ცუდ მდგომარეობაში აგდებთ. კვების დროს დიდი შუალედები აქტივობას ანელებს და ენერგიას გაცლით. მიირთვით ხილი, ოღონდ ნელი ტემპითა და მცირე რაოდენობით. აქციეთ ეს პროცესი მედიტაციად.
სამსახურში რთული ვარჯიშების გაკეთებას ალბათ ვერ შეძლებთ, მაგრამ დროდადრო გაზმორებასაც კი შეუძლია სისხლის მიმოქცევა დაასტიმულიროს. გაიჭიმეთ, გაამოძრავეთ წელი, კისერი და ხელები. განტვირთვისთვის კარგია კრეატიული აქტივობებიც, მაგალითად ხატვა ან მაკრატლით ქაღალდების დაჭრა. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ როცა დასვენება გვჭირდება, ფურცელიც ადვილად ივსება ათასგვარი უაზრო ფიგურით თუ მრავალჯერ გამოწერილი საკუთარი სახელით.
მოკლედ, თუ თქვენ ხშირად გეუბნებიან, რომ ბევრს მუშაობთ და ასე მალე “გადაიწვებით”, სავარაუდოდ, უკვე ახლოს ხართ კრიტიკულ ზღვართან. ნუ მოერიდებით შესვენებას, ახლა უკვე არგუმენტებიც გაქვთ, რომ ეს საქმისთვისაც უკეთესია. შეგიძლიათ ამ ერთობ სასარგებლო წამოწყებაში თანამშრომლებიც აიყოლიოთ. ერთად შესვენება უფრო სახალისოა და ეფექტურად მუშაობაც ყველას უნდა.
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
კომენტარები