როგორ გადავარჩინოთ ჩაფლავებისთვის განწირული სემესტრი?
ფოტო: students4bestevidence
პირველი შუალედურების ეიფორიამ უკვე ჩაიარა და ახლა, ქულების დადების შემდეგ, უამრავი სტუდენტი დათრგუნულია საკუთარი შედეგებით. თუ თქვენც მათ სიაში ხართ, გული არ გაიტეხოთ, მეც მანდ ვარ. არადა, ყოველი სემესტრის დაწყების წინ ყველას უდიდესი ამბიცია გვაქვს, რომ ყველა საგანს უმაღლეს ქულებზე დავხურავთ, სწავლას დიდ დროს დავუთმობთ, ლექციებს არ გავაცდენთ, სემინარებზე ვიაქტიურებთ და ა.შ, მაგრამ რეალობა ხშირად უფრო სასტიკია ხოლმე. ზამთრის დადგომა და ცივი ამინდები ხელს გვიშლის დილით ადრე ადგომაში და ლექცია-სემინარებზე დასწრებაში, ნაადრევი დაღამება მეცადინეობას არ გვაცლის და ლოგინისკენ მიგვათრევს, სიზარმაცე კი ყველაზე დიდი პრობლემა ხდება.
ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ ახლა, როცა უკვე პირველმა შუალედურებმა ჩაიარა და ჩვენი სემესტრი უფსკრულისკენ მიექანება, რა უნდა ვქნათ? როგორ გადავრჩეთ? ჩვენ შევადგინეთ ათი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ მომაკვდავი სემესტრის გადარჩენაში.
1 . სწორად შევაფასოთ სად ვართ ახლა და რა არის ჩვენი მიზანი
ფოტო: giphy.com
პირველ რიგში, აუცილებელია სწორად შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა. მაგალითად, თუ 30 ქულიანი გამოცდიდან 15 ქულა მივიღეთ, ესეიგი ყველაფერი არც ისე ცუდადაა. მართალია უმაღლეს შეფასებაზე საგნის დახურვის შანსი აღარ გვაქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. აუცილებელია სწორად გავაანალიზოთ, რისი ბრალია ჩვენი ასეთი შედეგი. ჩვენი სიზარმაცის თუ საგნის სირთულის? თუ პასუხი სიზარმაცეა, მაშინ ყველაფერი კარგად არის - ამ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა კონცენტრირდეთ საგანზე და დაძლიოთ სიზარმაცე, სანახევროდ მაინც. თუ სიზარმაცით ქულათა ნახევარს იღებ, ოდნავი მონდომებით მეტის აღებას შეძლებ. აი, საქმე თუ საგნის სირთულეშია, მაშინ საქმე უფრო რთულადაა - გაცილებით მეტი შრომა და მონდომება გმართებთ.
2. საკუთარი თავის კონტროლი
ელაპარაკეთ საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდებათ, რომ ვინმე გიჟად ჩაგთვლით. საკითხი დასვით ასე - ვინ მიგდია საკუთარი თავი რომ ამდენს მიბედავს? ჩათვალეთ, რომ თქვენი გონება თქვენი კარის მეზობელია, რომელიც მეცადინეობას არ გაცლით და კატეგორიულად მოსთხოვეთ თავი დაგანებოთ. დაუწესეთ შეზღუდვები, რომ მოეშვას არაფრისმომცემ ფიქრებს, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოდის, რომ სწავლაში ხელი შეგიშალოთ. თუ ძალიან მკაცრად მოსთხოვთ საკუთარ თავს, მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობთ. ბოლოს და ბოლოს, თუ ძალიან ჯიუტი გონება აღმოგაჩნდათ, დააგინეთ მაინც, ვინც მე ხელი შემიშალოს სწავლაშითქო. გაჭრის, მერწმუნეთ.
3. დროის სწორად დაგეგმვა
ფოტო: giphy.com
თავიდანვე გაფრთხილებთ, თუ თქვენ ეს შეძელით, პირველი ქართველი იქნებით, ვინც ეს შეძლო. დროის მენეჯმენტი ის სიტყვათა წყობაა, ჩვენს მენტალიტეტს რომ ვერაფრით მოერგო. მაგრამ მაინც, თუ თქვენ ეს სანახევროდ მაინც შეძელით, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივი გახდება. მიუხედავად ჩაგდებული შუალედური გამოცდისა, თქვენ საკმაოდ დიდი დრო გაქვთ იმისთვის, რომ საბოლოოდ საგანი ჩააბაროთ. დროის სწორად განაწილება საკმაოდ რთული პროცესია, მთავარია თქვენ კარგად შეასრულოთ მეორე პუნქტი, რომელიც საკუთარი თავის დამორჩილებას ქადაგებს. თუ ეს შეძელით, შემდეგ თქვენი განრიგის მიხედვით, გაანაწილებთ დროს სწორად. დღეში სამი საათი მაინც რომ დაუთმოთ მეცადინეობას და ეს პროცესი რუტინად აქციოთ, სემესტრის გადარჩენა კი არა, შეიძლება მაქსიმალურად კარგად დახურვაც მოახერხოთ.
4. შეიმსუბუქეთ სამუშაო სივრცე
ფოტო: comedycentral.com
როდესაც ამერიკელი ფსიქოლოგების ეს რჩევა წავიკითხე, ვიფიქრე, უნდა ვცადო-მეთქი. გადახედეთ თქვენ მაგიდას, სადაც ძირითადად მეცადინეობთ ხოლმე. რა დევს მასზე? ჩემს შემთხვევაში ასე იყო - ნოუთბუქი, რამდენიმე წიგნი, რვეულები, კალმები, ტელეფონი, ჭიქა, სიგარეტის კოლოფი, საფერფლე და ა.შ. ყველა ეს ნივთი მეცადინეობის დროს სრულიად ზედმეტია. ისინი თვალს ღლიან, ყურადღებას გიფანტავენ და კონცენტრაციას გიკარგავენ. თუ ელექტრონული ვერსიით გიწევთ სწავლა, მაშინ შეეცადეთ არ გაერთოთ ინტერნეტით, მაგრამ სხვა ნივთები მაინც აალაგეთ მაგიდიდან. აქვე გახსოვდეთ, რომ მეცადინეობა დროებითი პროცესია და როგორც კი დარწმუნდებით, რომ მეორე დღეს ჩასაბარებელი მასალა აითვისეთ, შეგიძლიათ ყველა ნივთი დააბრუნოთ მაგიდაზე და ისარგებლოთ ნებისმიეირ მათგანით.
5. ნუ დაკარგავთ ბევრ დროს უდროოდ დასვენებაში
ფოტო: giphy.com
ესეც ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალებაა. ამერიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანები არასწორად ვისვენებთ. მაგალითად, დამღლელი დღის შემდეგ, საღამოს სახლში მოსულები ხშირად პირდაპირ ლოგინზე ვეხეთქებით ხოლმე და ვფიქრობთ, ერთი-ორ საათს დავისვენებთ და საქმეს მერე შევუდგებითო. ამგვარი მიდგომა, როგორც ჩანს, ძლიერი დემოტივატორია. უმჯობესია, შინ მოსულებმა, მცირე ულუფა მივირთვათ, რათა გაცემული ენერგია მცირედით მაინც აღვიდგინოთ და საქმეს მანამ შევუდგეთ, სანამ საბოლოოდ დაგვეზარება. მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანი გაცილებით პროდუქტიულია მაშინ, როცა უწყვეტ რეჟიმში აკეთებს საქმეს და მხოლოდ ამის შემდეგ ისვენებს. თანაც, რაც უფრო ადრე მორჩებით რაიმეს კეთებას, მით უფრო მეტი დრო გექნებათ დასასვენებლად.
6. არ იფიქროთ საბოლოო შედეგზე
ფოტო: giphy.com
ჩვენ ხშირად გვესმის, რომ რაიმეს კეთებას აზრი არ აქვს, რადგან შედეგი მაინც არასასურველი იქნება. ასეთი ფიქრი, ხშირად, არასწორია ხოლმე. თუკი თავიდანვე ვიფიქრებთ, რომ სემესტრი საბოლოოდ მაინც ჩაგვივარდება, ის აუცილებლად ჩავარდება. თანაც, ფინალურ გამოცდებამდე ორი თვით ადრე შექმნილი ამგვარი განწყობა, გამოცდების დადგომის თანავე ქრება და მაინც ვიწყებთ სემესტრის გადარჩენაზე ფიქრს. სწორედ ამ დროს გვიჩნდება იმედის უკანასკნელი ნაპერწკალი და შედეგი მართლაც არასასურველი დგება. შემდეგ იმის თქმა, რომ თავის დროზე უნდა გეფიქრათ საგნების ჩაბარებაზე, გვიანი იქნება. ამიტომ, შუალედური გამოცდების ჩაგდების გამო, ნუ შეიქმნით არასწორ განწყობას.
7. განიტვირთეთ, მაქსიმალურად განიტვირთეთ
ფოტო: giphy.com
ხანდახან, არაადეკვატური საქციელი, ძალიან ეხმარება ადამიანს სტრესის დაძლევაში. ცხადია, არაადეკვატურ საქციელში ბანკის გაძარცვას ან მეზობლების დათვლას არ ვგულისხმობთ. პირიქით, მაქსიმალურად სასიამოვნო საქმის კეთებას, რომელიც ხშირად არაადეკვატურად ითვლება. ასეთი შეიძლება იყოს „ჰეი მაკარენას“ ხმამაღლა ჩართვა და მის ჰანგებზე კურტუმოს ქიცინი. ან თუნდაც, კიტრის ან ბადრიჯანის მომარჯვება და სარკის წინ ტომ იორკის განსახიერება, ვითომ პარიზში ათასობით ლამაზმანს “True Love waits” უმღერით. მსგავსი ქმედებები გეხმარებათ სტერსის დაძლევაში და ნაკლებად ფიქრობთ იმაზე, რაზეც მეექვსე პუნქტში ვისაუბრეთ.
8. ითხოვეთ დახმარება, მიიღეთ რჩევები
ფოტო: giphy.com
თუ თვლით, რომ რაიმე საკითხის დაძლევა საკუთარი შესაძლებლობებით გიჭირთ, ან გსურთ გადამოწმება საკუთარი ანალიზის, მიმართეთ თქვენს ჯგუფელებს, ლექტორებს, მეგობრებს და ყველას, ვისაც ჭკუა მოეკითხება. ეს არის საყოველთაოდ დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც ძალიან ბევრ ქართველს სირცხვილი ჰგონია. იმის გამო, რომ თქვენ შეიძლება სიამაყის განცდა გაწუხებდეთ, გახსოვდეთ, რომ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას კარგავთ. ცნობილი ფაქტია, რომ ამერიკაში, მაგალითად ჰარვარდის სტუდენტებს, კვირაში ერთხელ სტუდენტური საათები აქვთ თვითორგანიზებით დაწესებული, რა დროსაც ყველა მსურველი ერთად განიხილავს სასწავლო მასალას. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი ჰარვარდის სტუდენტების წარმატებისა.
9. დაუთმეთ დღეში ოცი წუთი განვლილ მასალას
ფოტო: giphy.com
ამოირჩიეთ ერთი ან ორი საგანი, რომელშიც ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა გაქვთ და განვლილი მასალა დღეში ოცი წუთის განმავლობაში მაინც იკითხეთ. ჰო, რთულია გული დაუდო იმას, რასაც იცი რომ ხვალ არავინ გკითხავს, მაგრამ იმისთვის, რომ ფინალური გამოცდებისთვის მომზადებული იყოთ და ყველაფრის ერთ ღამეში სწავლამ არ მოგიწიოთ, აუცილებელია განვლილი მასალა იცოდეთ.
10. დაიძინეთ !
ფოტო: tumblr.com
ძილი რომ მნიშვნელოვანია, ამაზე საუბარი აღარც ღირს, თუმცა დაზუსტებად მაინც ღირს. ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ გამოცდის წინა ღამეს თუ გაათენებენ, უკეთ დაწერენ და ვინც მათ ეუბნება, არ ღირს გათენებადო, არ უჯერებენ. სულ ტყუილად ! რამდენიც უნდა წაიკითხოთ გამოცდის წინა ღამეს, მეორე დილით იმის ნახევარიც არ გემახსოვრებათ. ეს შეგვიძლია ადამიანის ტვინს მივაწეროთ, თუმცა მე მაინც მგონია, რომ სიზარმაცისთვის მოვლენილი სასჯელია. არ დაგავიწყდეთ - Karma is a bitch !
თუ არ გინდათ რომ ასე დაგემართოთ, მაშინ გაითვალისწინეთ ყველა რჩევა და თქვენი სემესტრის გადარჩენაზე პასუხისმგებლობას, ჩვენ ვიღებთ !
-
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
-
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა
-
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან
გადახედვა
-
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე? იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
გადახედვა
-
განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოსთან საუბარზე განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოსთან საუბარზე
გადახედვა
-
მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის? ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის?
-
ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი
-
ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა
-
საბა ბუაძე: რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა საბა ბუაძე: რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა
გადახედვა
-
მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს
გადახედვა
-
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
გადახედვა
-
რატომ იმახსოვრებს ტვინი კრიტიკას უფრო ადვილად, ვიდრე კომპლიმენტს რატომ იმახსოვრებს ტვინი კრიტიკას უფრო ადვილად, ვიდრე კომპლიმენტს
-
ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან
გადახედვა
-
დავით ნარმანია: ტარიფის ზრდის საფუძვლებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე დავით ნარმანია: ტარიფის ზრდის საფუძვლებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე
გადახედვა

კომენტარები