უკრაინელი დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია სააკაშვილის მოღვაწეობაზე — კობახიძე
ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ უკრაინელ კოლეგებთან კონსულტაციები ჰქონდათ და მათ მიერ მიწოდებული ფაქტები საკმარისი აღმოჩნდა, რომ უკრაინულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობასთან დაკავშირებით შესაძლო გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა.
ირაკლი კობახიძის თქმით, "მიუღებელი იყო ის შესაძლებლობა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაეკავებინა რაიმე მაღალი თანამდებობა" და ხელისუფლებას ამაზე "ბუნებრივი რეაქცია" ჰქონდა. ამის შესახებ კობახიძემ შალვა რამიშვილის POSTV-ში ისაუბრა.
"უკრაინელი კოლეგები თავიდანვე გაგებით მოეკიდნენ ჩვენ შეშფოთებას, უმეტესობას პოზიცია არ ჰქონდა ჩამოყალიბებული და როდესაც შედგა პირველი კომუნიკაცია, მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილის საქართველოში მოღვაწეობასთან დაკავშირებით მიიღეს. საუბარი იყო მხოლოდ ფაქტებზე და როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტები საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის რომ გადაეხედათ შესაძლო გადაწყვეტილებისთვის", — თქვა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ხელისუფლება ამ მეგობრობას განსაკუთრებით უფრთხილდება. თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გარდა ხალხთა და ქვეყნებს შორის მეგობრობისა, ასეთივე მეგობრობა იყოს ჩამოყალიბებული ხელისუფლებებს შორისაც.
კობახიძე აღნიშნავს, რომ სწორედ აქედან გამომდინარეობს განსაკუთრებული დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობის მიმართ.
"შესაბამისად, გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და როგორც მეგობრებმა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია უკრაინის ხელისუფლების მიმართ. ასევე სხვადასხვა დონეზე გვქონდა კომუნიკაცია, მათ შორის იყო წერილობითი კომუნიკაცია, მაგალითად, იყო პარლამენტის თავმჯდომარის წერილი ვერხოვნაია რადას თავმჯდომარის მიმართ და გარდა ამისა ჩვენ გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია, მათ შორის ჩვენ ვმუშაობთ საპარლამენტო ასამბლეებში და ტრადიციულად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინის დელეგაციებთან", — დასძინა მან.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის საკითხმა, ქართული მხარის გაღიზიანება გამოიწვია. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, ელჩი გამოიწვიონ. ქართული ოცნების წარმომადგენლები პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას კატეგორიულად მიუღებელს უწოდებდნენ.
გუშინ, 30 აპრილს კი უკრაინის პრეზიდენტის თანაპარტიელმა, საპარლამენტო ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ თქვა, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თანამშრომლობის სხვა ფორმატი შესთავაზეს. მან არ დააკონკრეტა რა თანამდებობაზეა საუბარი, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ეს პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივაა.
მანამდე კი უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს ვიცე-პრემიერობის ნაცვლად, რეფორმების ეროვნულ საბჭოში შესვლა შესთავაზეს.
პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კორუფციაზე საუბარი დაიწყო, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, პოროშენკოს განკარგულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. პრეზიდენტის ბრძანებით, ის რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგ ის უკრაინაში დაბრუნდა.
ამავე თემაზე:
- სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა შეარყევს ნდობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის — თალაკვაძის წერილი რადას სპიკერს
- თუ ჩვენ გვექნება დიპლომატიური პრობლემები, საქართველოს უარესი ექნება — რადას დეპუტატი
- პოროშენკოსგან განსხვავებით ზელენსკისთან კონფლიქტი არ მექნება, რადგან ქურდი არ არის — სააკაშვილი
- პარტნიორის მიერ ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, კატეგორიულად მიუღებელია — გახარია
- კობახიძე: სააკაშვილის ყოფნა სახელმწიფო სამსახურში საფრთხეებს უკავშირდება, არ გვინდა, მეგობარი ქვეყანა მათ წინაშე დადგეს
- თუ დაინიშნება სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად, დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვას არ გამოვრიცხავ — იონათამიშვილი
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის
გადახედვა
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა
-
შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
კომენტარები