მთავრობამ პარლამენტიდან ვიცე-პრემიერის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია — უკრაინელი ჟურნალისტი
ფოტო: Unian
უკრაინელი ჟურნალისტი და ონლაინგამოცემა ცენზორ.ნეტის დამფუძნებელი, იური ბუტუსოვი წერს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტიდან ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა უკან გაიწვია. იური ბუტუსოვზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებენ გამოცემები Unian და ეხო კავკაზა.
როგორც ბუტუსოვი თავის ფეისბუქპოსტში აღნიშნავს, სააკაშვილის კანდიდატურამ მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამ დროისთვის, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
"ხალხის მსახურის ფრაქციაში ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ სააკაშვილის დანიშვნისთვის 248 დეპუტატიდან დაახლოებით 140-170 ხმის შეგროვება მოხერხდა, ამასთან პარტიის ჩათში ხმის მიცემისთვის მზადყოფნა 100-ზე მეტმა დეპუტატმა გამოთქვა", — წერს ბუტუსოვი.
ჟურნალისტის მოსაზრებით, ხმების საჭირო რაოდენობა იმიტომ ვერ შეგროვდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა, სააკაშვილის მხარდასაჭერად საჯაროდ არ გამოსულიყო.
"პრეზიდენტის ოფისი ხვდება, რომ სააკაშვილთან მოლაპარაკებები სკანდალით დასრულდება, ამიტომაც ფიქრობს, რეფორმების ნაცვლად სააკაშვილს რა შესთავაზოს. ამ ეტაპისთვის განიხილება სააკაშვილის ოდესის მერის არჩევნებზე წარდგენა, როგორც ხალხის მსახურის კანდიდატის", — ამბობს ჟურნალისტი.
მისივე მტკიცებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით საყვარელიძე გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა, თუმცა საყვარელიძე ამ დრომდე არ დანიშნულა.
მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით უმაღლესი რადას პრესსპიკერმა, დმიტრი რაზუმკოვმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არაა, ვიცე-პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდეს. ქართული ოცნების წარმომადგენლები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ.
- პარტნიორის მიერ ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, კატეგორიულად მიუღებელია — გახარია
- კობახიძე: სააკაშვილის ყოფნა სახელმწიფო სამსახურში საფრთხეებს უკავშირდება, არ გვინდა, მეგობარი ქვეყანა მათ წინაშე დადგეს
- თუ დაინიშნება სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად, დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვას არ გამოვრიცხავ — იონათამიშვილი
პეტრო პოროშენკოს დროს მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კორუფციაზე საუბარი დაიწყო, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, პოროშენკოს განკარგულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. პოროშენკოს ბრძანებით ის რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგ ოდესის ყოფილი გუბერნატორი ქვეყანაში დაბრუნდა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ რეფორმების საკითხებში მას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.
ამავე თემაზე:
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის
გადახედვა
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
კომენტარები