უმწეოთა იზოლაცია ცხინვალში
ფოტო: Nino Dalakishvili (VOA)
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ჟურნალისტებისგან ყურადღებას ითხოვს. ამის შესახებ ის განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, მეარაყიშვილი ცხინვალის სასამართლოს მუდმივი ვიზიტორია. მის წინააღმდეგ დე-ფაქტო ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქმე "ჭორის გავრცელების" მუხლით აღძრეს.
სასამართლოში თამარის მოპასუხე მმართველი პარტიის, "ერთიანი ოსეთის" წევრია, თუმცა ამბის მთელი აბსურდულობა ეს, ჯერ კიდევ არაა. საქმე ის გახლავთ, რომ თამარმა დე-ფაქტო ადმინისტრაციის "ოფიციალურ" წარმომადგენლებს სასამართლოს სამივე ინსტანციაში პროცესები სამჯერ მოუგო. საქართველოს გასაბჭოების დღეს, 25 თებერვალს კი მისთვის სამჯერ უკვე გავლილი ციკლი მეოთხედ იწყება.
"ეს კაბა, სპეციალურად, ახალ პროცესზე წასვლისთვის ვიყიდე", — გვეუბნება თამარ მეარაყიშვილი და შავ, მბზინავი ფარფლებით გაწყობილ კაბას გვიჩვენებს სოციალური ქსელის სასაუბრო "ჩათში". მათ, ვინც თამარის საქმეს უკვე მესამე წელია თვალყურს ადევნებს, იცის, რომ კაბები, მზის სათვალეები, ტუჩსაცხები, საქსოვი ძაფები და კიდევ ბევრი სხვა საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთი ისევეა "საქმის მონაწილე", როგორც თამარის პერსონალური კომპიუტერი და ტელეფონი.
სამი წლის წინ, თამარის სახლის გასაჩხრეკად და "ნივთმტკიცებების" ამოსაღებად მისულმა "სამართალდამცავებმა" "დამნაშავის" კუთვნილი ზემოაღნიშნული ნივთები განყოფილებაში "ცილისწამების მოწმეებად" წაიღეს. ჩვენთვის და თამარისთვისაც უცნობია, რა დასკვნა დაიწერა საგამოძიებო უწყებაში ამ ნივთების დეტალური შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოებას და ნივთების მესაკუთრესაც დღემდე არ განელებია ამ რეზიუმეს გაცნობის ინტერესი. სწორედ ეს გამოცდილება იქცა თამარისთვის ტრადიციის ჩამოყალიბების საწყისად, რა დროსაც, სასამართლო პროცესისთვის მზადება უკვე ერთგვარი რიტუალია. ის ისევე ემზადება პროცესის წინ, როგორც მსახიობი სცენისთვის: სრული აღჭურვილობით, მაკიაჟით, კოსტიუმით და სპეციალური სიტყვით.
"არც მიჭერენ და არც მათავისუფლებენ", — გვეუბნება თამარი და ამატებს, რომ მის მდგომარეობაში ცხინვალში მცხოვრები ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევაც აღმოჩნდა. დე-ფაქტო ადმინისტრაციამ მის წინააღმდეგაც იმავე მუხლით აღძრა საქმე, როგორც თამარის შემთხვევაში — "ცილისწამება ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ". "ცილისწამებულად" თავი დე-ფაქტო ადმინისტრაციის იუსტიციის მინისტრმა ჩათვალა ჟურნალისტური ნამუშევრის გამოქვეყნების შემდგომ. მართალია, ტექსტში მინისტრის ვინაობა დასახელებული არ ყოფილა, თუმცა "ქურდს ქუდი ეწვის" პრინციპმა იმუშავა, მინისტრმა საკუთარი თავი თავად დაასახელა პროტოტიპად და ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყო.
ახლა ირინა ქელეხსაევას საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება სასამართლოში მოუწევს, თუმცა ეს, უდანაშაულობის მტკიცების პროცესზე მეტად, მოჯადოებულ წრეში შებიჯებას უფრო ჰგავს. "ზღაპრული" ელემენტი აქ ისაა, რომ სასამართლო პროცესები, შესაძლოა, მოიგო, მაგრამ საქმე მაინც არასდროს დასრულდეს, რადგან პროკურატურას მუდმივად აქვს შესაძლებლობა სასამართლოს მესამე და ბოლო ინსტანციაში მოგებული საქმე საწყის ეტაპზე - სასამართლოს პირველ ინსტანციაში დააბრუნოს. ზღაპრის ანალოგია რომ გამოვიყენოთ, ასე ისჯება კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული ამირანი, ვინც ადამიანებს სითბოსა და სინათლის წყარო აჩუქა: როდესაც მისი ჯაჭვი სუსტდება და უნდა გაწყდეს, მჭედელი უროს დაჰკრავს და ხუნდები მთლდება. როგორც ჩანს, ეს ურო ახლა დე-ფაქტო ადმინისტრაციას უპყრია ხელთ. თამართან მიმართებით, სასამართლოების ბოლომდე მიყვანილი ციკლი სამჯერ გამთელდა და ახლა, ახალი წრე 25 თებერვალს მეოთხედ იწყება.
არის თუ არა შესაძლებელი, ოდესმე, ცხინვალში თამარის საქმე ამოიწუროს? თამარი მიიჩნევს, რომ ამის შანსი არსებობს, მას, "უბრალოდ", პოლიტიკური ნება სჭირდება. სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლებამ უნდა "დაადოს რეზოლუცია", განაცხადოს, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ სურათს ვიხილავთ, რასაც აქამდე ვხედავდით.
"ადვოკატიც მეუბნება, რომ ახლა პოლიტიკური ნების ჯერია. სხვა რაღა უნდა გააკეთოს ადვოკატმა? სამჯერ მომაგებინა პროცესები და მაინც ხელახლა აბრუნებენ საქმეს სასამართლოში", — გვეუბნება მეარაყიშვილი.
რა შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტიანი თამარის ბრძოლის წარმატებულად დასრულებისთვის? ცხადია, ეს მარტივად საპასუხო კითხვა არაა, თუმცა იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც ამ დრომდე არსებობს დე-ფაქტო ადმინისტრაციის ქცევა-რეაგირების ტრადიციიდან გამომდინარე, გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შესაძლებელია. თამარი მიიჩნევს, რომ მეტ-ნაკლებად წარმატებულად, ამ თვალსაზრისით, შეგვიძლია, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე მივიჩნიოთ. მძლავრი სამოქალაქო და საერთაშორისო ზეწოლის პირობებში დე-ფაქტო ადმინისტრაციამ ის გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მიღბული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ექიმს 2 წელი პატიმრობაში უნდა გაეტარებინა ცხინვალში. თამარი ამბობს, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების ინტენსიური ძალისხმევითა და ზეწოლით, შესაძლებელია, დე-ფაქტო ხელისუფლების ქცევის კორექცია.
მოწოდებებით ჟურნალისტებისადმი თამარს სურს ყურადღების მიპყრობა და მისი ამბის საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებამდე მიტანა. მას სურს, ასევე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად ისაუბროს საერთაშორისო პარტნიორებთან იმ უფლებადარღვევების თაობაზე, რაც მის და ახალგორის მცხოვრებლებთან მიმართებით ფიქსირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლება ამ დრომდე არ მიმართავს საკმაოდ მნიშვნელოვან ბერკეტს - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს, რათა რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვოს პერმანენტულად ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე მყოფი ახალგორის მოსახლეობის შელახული უფლებების აღდგენა.
განსხვავებული მიდგომები და აქცენტირების მოდუნება საერთაშორისო სივრცეში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უარყოფითად აისახება დე-ფაქტო ადმინისტრაციის სასამართლოს იმედად დარჩენილ მოსახლეობაზე. "ძალა ერთობაშია", სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც კონფლიქტის ზონაში პატრულირებს, გამუდმებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ხელისუფლება არასაკმარის ძალისხმევას ავლენს, მაგალითად, ცხინვალის ციხეში "მარიხუანას მოხმარების" გამო დაკავებული ზარდიანთკარელი გენადი ბესტაევის საკითხის მიმართ. ამის თაობაზე ექიმაა ვაჟა გაფრინდაშვილმაც აღნიშნა ამერიკის ხმასთან. მისი თქმით, მიუხედავად პიროვნული სტატუსისა, ხელისუფლება აქტიურად უნდა იყენებდეს საერთაშორისო მექნიზმებს დე-ფაქტო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული პირების მიმართ.
საგანგაშო რჩება მდგომარეობა ჰუმანიტარული კრიზისის თვალსაზრისითაც ახალგორის მიმართულებით. გასული წლის 4 სექტემბრის შემდგომ, ახალგორის გამშვები პუნქტი ცხინვალის მხარემ მხოლოდ ხუთი დღით გახსნა 24 იანვარს. ამჟამად ის კვლავ დაკეტილია და უფრო მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია პერევთან სინაგურის გამშვები (უკანასკნელი) პუნქტის დაკეტვის თაობაზეც. ამ შემთხვევაში კი დე-ფაქტო ცხინვალი (ახალგორისა და პერევის ჩათვლით), ცენტრალური ხელისუფლებისგან სრულად იზოლირებული დარჩება.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები