პოსტინდუსტრიელი ბავშვები — SOVA-ს ახალი პროექტი
ფოტო: SOVA
"პოსტინდუსტრიელი ბავშვები" ერთადერთი დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიის SOVA-ს ახალი პროექტია. ის 10 დამოუკიდებელ, მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს მოიცავს, რომლებიც 11 ახალგაზრდაზე გვიყვებიან საქართველოდან. SOVA-ში ამბობენ, რომ პროექტის მიზანი ძველ და ახალ თაობას შორის ხიდების აგებაა, "ეს ფილმები სიტყვას აძლევს იმ ახალგაზრდებს, რომელთა ქმედებებიც უფრო ხმამაღლა მეტყველებენ, ვიდრე სიტყვები".
ფილმის გმირები არიან ბავშვები, რომლებიც ქმნიან განსხვავებას იმ სოციალურ და ეკონომიკურ გარემოში, რომლის განვითარებაც დიდი ხანია წარუმატებლადაა აღიარებული.
SOVA-ს გუნდი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებს და სოფლებს ეწვია, რომ ახალი თაობის ხმა ყველას მოესმინა. სირთულეების მიუხედავად ამ პროექტში მონაწილე ბავშვები მზად არიან, რომ მათი და სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ, ისინი მზად არიან ბრძოლის გასაგრძელებლად. ამ სტატიაში კი ვეცდებით ამ მოკლემეტრაჟიან ფილმებიდან რამდენიმეზე უფრო დეტალურად მოგიყვეთ.
ბათუმი
ბათუმში მომზადებული ფილმის მთავარი გმირი ლუკა ხინკილაძეა, რომელიც სულ რაღაც 19 წლისაა. ის ბავშვობიდან თამაშობდა ფეხბურთს, ამის გამო კი სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. მოგვიანებით ფინანსური და ოჯახური პრობლემების გამო 15 წლის ასაკში რესტორანში მიმტანად დაიწყო მუშაობა. SOVA-სთან საუბრისას ის ყვება, რომ სამზარეულოში შემთხვევით მოხვდა, შემდეგ კი მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო მისი საქმე.
ამ დროში 10-ამდე რესტორანი გამოიცვალა, ბევრი ისწავლა, იშრომა და ახლა ორი ობიექტის ბრენდ-შეფია, ასევე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს დეპარტამენტის შეფი.
"ეს პროფესია არცაა, ეს არის ცხოვრების წესია. სულ სამსახურში ხარ, რთული გრაფიკი გაქვს, სულ სტრესში ხარ, ვინც ასე არ ცხოვრობს, ის არც მზარეულია", — ამბობ ლუკა ხინკილაძე.
ლუკას აზრით, არღვევს სტერეოტიპს, რომ მზარეული სახლშიც მზარეულია. უფრო მეტს ამ საინტერესო ადამიანზე სოვას ფილმში გაიგებთ.
თბილისი
ფილმის გმირი თბილისიდან 15 წლის სოფია ჩიხლაძე. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის გამომგონებელია და ამ ასაკში უკვე NASA-შია ნამყოფი. გამომგონებლების კონკურსში მან მეგობრებთან ერთად წარადგინა რობოტი, რომელიც მედიკამენტის აფთიაქში შესვლამდე მას შეამოწმებს და დატესტავს. სწორედ ამ კონკურსში გამარჯვებით ეწვივნენ ბავშვები NASA-ს.
"პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვებრძვით, მთელ მსოფლიოში არსებობს, ამიტომ პრობლემები, რომლებსაც საქართველოში გადავჭრით, მათ გადაჭრას მთელ მსოფლიოში შევძლებთ", — ამბობს სოფია ჩიხლაძე.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ სოფიას და მის შეყვარებულს აქვთ სტარტაპი — ლამპა. ისინი ყიდიან სანათებს, რომლებიც ტელეფონით იმართება. სოფია ფიქრობს, რომ მეცნიერებას შეუძლია სამყარო უკეთესი გახადოს. თუ გინდათ, რომ ამ გოგოზე უფრო მეტი გაიგოთ აუცილებლად ნახეთ SOVA-ს ფილმი.
ქუთაისი
კიდევ ერთი გმირი, რომელიც პროექტიდან "პოსტინდუსტრიელი ბავშვები" შეგიძლიათ გაიცნოთ სოციოლოგი გოგაა, ქუთაისიდან.
დაბადებიდან 15 წლამდე გონებაში ჩაბეჭდილი ჰქონდა, რომ ნეირო-ქირურგი უნდა გამხდარიყო, შემდეგ კი მიხვდა, რომ ანატომიაზე მეტად ადამიანის ის სამყარო აინტერესებს, რომელსაც ვერ შეეხები და მხოლოდ სიტყვით ან სხვა გზებით შეიცნობ. როცა გოგა 4 წლის იყო, ეკონომიკური პრობლემების გამო დედამისი საბერძნეთში წავიდა, 13 წლის ასაკში კი მამა გარდაეცვალა. გოგა სოვას-ს ჟურნალისტს უყვება, რომ ამ ფაქტის შემდეგ, თითქოს მისი ცხოვრება ერთ წამში შეიცვალა.
გოგას აზიური კულტურა უყვარს. მას სურდა, რომ სკოლაში არსებული გარემო შეეცვალა და ენების შემსწავლელი კლუბი გახსნა. გოგა ბავშვებს იაპონურ ენას ასწავლის, თუმცა მისი ცხოვრების გზა მარტივად გასავლელი არ ყოფილა. თუ რატომ, ამას SOVA-ს ფილმში ნახავთ.
სვანეთი
არ გეგონოთ, რომ პროექტში "პოსტინდუსტრიელი ბავშვები" გმირები მხოლოდ დიდი ქალაქებიდან მოხვდნენ. შემდეგი გმირი, ვისზეც მოკლე ინფორმაცის გაგაცნობთ დემეტრე ფარჯიანია სვანეთიდან.
ლიტერატურის სიყვარულმა მას გადააწყვეტინა შეექმნა პროექტი, რომლის საშუალებითაც სკოლებში საკითხავ წიგნებს შეიტანდა. თუმცა პროფესიად სულ სხვა მიმართულება აქვს არჩეული.
"მინდა, რომ ჩავაბარო სამედიცინო უნივერსიტეტში, რადგან არ არის ისეთი კადრები სვანეთში, მაგალითად სამედიცინო პუნქტში, სადაც ნებისმიერი ნაკაწრის გამოც კი შეიძლება სხვა კუთხეში გაგიშვან. ამიტომ მინდა, რომ შემეძლოს მე დავეხმარო მათ, მივიღო მათ გამოჯანმრთელებაში მონაწილეობა", — ყვება SOVA-სთან დემეტრე.
დემეტრე თავისუფალ დროს ტრადიციულ სვანურ საკრავებზე ჭუნირზე და ჩანგზე დაკვრას სწავლობს, ასევე ცდილობს, რომ ხშირად ილაპარაკოს სვანურად, რათა ენა არ დაიკარგოს. უფრო მეტი ამბავი, დემეტრეზე, მის ოცნებებზე და იმ პრობლემებზე, რომლთა მოგვარებაც მას სვანეთში უნდა ფილმში იხილავთ.
SOVA-მ პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 6 ფილმი გადაიღო. საბოლოოდ, ეს ამბები ერთიან 30 წუთიან ფილმად შეიკრა, რომლის პრემიერაც 11 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში შედგა. შემდეგი ჩვენება 21 დეკემბერს იგეგმება ბათუმში, კინოთეატრ აპოლოში. ასე რომ, თუ ბათუმში იქნებით ეს საინტერესო ფილმი არ უნდა გამოტოვოთ, თუ კინოთეატრში წასვლას ვერ ახერხებთ მოკლემეტრაჟიან თერთმეტივე ფილმს SOVA-ს youtube-არხზე. ასევე "პოსტინდუსტრიელი ბავშვების" პროექტის გვერდზე ნახავთ.
SOVA-ს გუნდს სჯერა, რომ საზოგადოების ცნობიერების გაზრდით და ყურადღების გრძელვადიან საკითხებზე გამახვილებით შეძლებენ უკეთესი მომავლისთვის რაღაც შეცვლონ.
მოკლედ SOVA-ს შესახებ
ონლაინ გამოცემა SOVA არის საქართველოს შესახებ ერთადერთი დამოუკიდებელი რუსულენოვანი რესურსი. ის უკვე 4 წელია ქართულ მედია სივრცეში არსებობს და მუშაობს ახალი ამბებზე, ანალიტიკაზე, ვიდეო ისტორიებსა და სპეციალურ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს გარდა უკრაინაში, ამერიკაში, რუსეთში თუ სხვა ქვეყნებში კითხულობენ.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რაც SOVA-ს შესახებ უნდა იცოდეთ ალბათ ისაა, რომ 2017 წელს მედია რუსეთმა დაბლოკა. მაშინ დაბლოკვის მიზეზი მედიასაშუალების მიერ 2016 წლის 22 აგვისტოს მომზადებული სტატია სათაურით "ისლამური სახელმწიფოს სამხედრო მინისტრმა თარხან ბათირაშვილმა მოჯაჰედებს ანდერძი დაუტოვა" გახდა. რუსეთი ითხოვდა, რომ სტატიაში მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია მიეთითებინათ.
პროექტ "პოსტინდუსტრიელი ბავშვების" სოვას მხარდამჭერი ბრიუსელში დაფუძნებული კერძო სამართლის ორგანიზაცია Content found იყო. ფონდის მიზანია დაეხმაროს პლურალურობას და კრეატიულობას რუსულენოვან მედიებში. ის ეხმარება რუსულ ენაზე მომუშავე დამოუკიდებელ აუდიო-ვიზუალურ პლატფორმებს, რომ შექმნან და გააზიარონ არა მხოლოდ "ახალი ამბების" მასალები თავიანთი აუდიტორიისთვის. ფონდი ტელევიზიებს, ციფრულ პლატფორმებს, ვებსაიტებსა და სოციალურ მედიას სთავაზობს გრანტებს აუდიოვიზუალური ნაწარმოებების წარმოებისა და დისტრიბუციისთვის. დაფინანსება ხდება მთავრობების ნებაყოფლობითი შენატანებისგან, კერძო ფონდებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა


კომენტარები