როგორ იწყებოდა მუცო
კომპანია ქართული სახლის წარმომადგენელი, ნანა მეფარიშვილი მუცოს სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს იხსენებს
ნანა მეფარიშვილი
2004 წლის ივნისში, ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს არსის ოფისში ორი ბიჭი მოვიდა: ვახო ჯავახიშვილი და პაატა შეთეკაური. პაატა წარმოშობით მუცოელია.
პირველად გავიგეთ, რომ შატილიდან 13 კილომეტრში არსებობდა დასახლებული ციხე-სოფელი, უფრო სწორად, ნაქალაქარი, ქალაქური ტიპის დასახლება — მუცო. გვითხრეს, ფიქლით ნაგები კოშკებია, მაგრამ არც ერთ სახლს სახურავი აღარ აქვს, მშრალი წყობაა და ამიტომ ქვა ადვილად ცვივა. ტურისტები დაგვყავს და საშიშიაო. გვთხოვეს, იქნებ მოგვეხმაროთ და შემომზღუდავი წარწერები დავაყენოთ, სად შეიძლება გავლა და სად არაო. პარალელურად ვახო ჯავახიშვილი თიბისიში მუშაობდა და ამ პროექტით შესულა მამუკა ხაზარაძესთან. მართლაც, ძალიან დაბალბიუჯეტიანი პროექტი იყო და მხოლოდ ტურისტული მარშრუტის განსაზღვრას გულისხმობდა. გია აბულაძემ და მამუკა ხაზარაძემ ტელეფონით ილაპარაკეს და გადაწყდა, 19 ივნისს ყველას ერთად გვენახა, რა არის მუცო.
მარტო ჩვენ არ წავსულვართ — წავიყვანეთ რამდენიმე ჟურნალისტი და რამდენიმე მენაშენე კომპანია. მივხვდით, რომ ამაში ბევრი ხალხი უნდა ჩაგვერთო. მუცოს არსებობა იცოდა მხოლოდ იმან, ვინც შატილში მოხვდებოდა და შატილელები წაიყვანდნენ ამ 13 კილომეტრის იქით და აქეთ. მოვიკითხეთ და ძეგლთა დაცვის სააგენტოში მუცოზე სააღრიცხვო და აზომვითი დოკუმენტაცია არ არსებობდა. პირველად სრული დოკუმენტაცია გაკეთდა 2004 წელს არსისა და თიბისის ერთობლივი პროექტის შემდეგ.
მოკლედ, 19 ივნისს, გამთენიისას წავედით და შუაღამით ჩამოვედით. დათვისჯვრის უღელტეხილზე რომ გადავედით, შეგვხვდა დამეწყრილი მონაკვეთი, დიდი ნაპრალებით, რომელზეც ხალხით სავსე ოთხი ჯიპით გადასვლა საშიში იყო, ბორბალი ჩავარდებოდა. მახსოვს, მამუკა ხაზარაძის ნათქვამი, აქამდე მოსულები ახლა უკან ნუ გავბრუნდებითო. გადმოვედით მანქანებიდან და ნაპრალებში დიდი ზომის ქვები ჩავყარეთ. მანქანაში დარჩა მხოლოდ მძღოლი, კარი ღია ჰქონდა — თუ მეწყერი მანქანას წაიღებდა, მძღოლი უნდა გადმომხტარიყო. ასეთი რისკით დაიწყო ეს პროექტი და ასეთივე თავგანწირვით გაგრძელდა.
ვნახეთ მუცო და იქვე გადაწყდა, რომ მხოლოდ ტურისტული ბილიკებით არ უნდა შემოვიფარგლოთ და უნდა მივხედოთ. პროექტის დაწყებისას გავიგეთ, რომ 1989 წელს მუცოს ნაწილი აზომილი ჰქონდა ბატონ სოსო ბანძელაძეს. რა თქმა უნდა, დავუკავშირდით ბატონ სოსოს, რადგანაც ამხელა ცოდნა რესტავრაციის დარგში ჩვენ არ გვქონდა. თიბისიმ და არსმა გაინაწილეს ეს ხარჯი და პირველი ექსპედიცია 2004 წლის აგვისტოში ჩატარდა. მუცოში სამი კვირა დავრჩით.
საგანგებოდ გავიხსენებ ბატონ სოსოს, რომელმაც არა მარტო „ქართულ სახლსა“ და მუცოს პროექტში, პირადად ჩემს, ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა. ორჯერ გვქონდა ექსპედიცია, 2004 და 2008 წლებში. 2004 წლის ექსპედიციის მიზანი ძეგლის სრული ფიქსაცია და ანაზომების შეკვრა იყო, 2008-ში კი პროექტი გამზადდა. ორივე ჯგუფი ერთი იდეით იყო შეკრული — მუცო უნდა გადარეს და აღდგეს! ეს ყველაფერი მოდიოდა სოსოსგან, ის იყო საქმის სიყვარულისა და თავგანწირვის იშვიათი მაგალითი. მართლაც, საოცარი ადამიანი იყო. უკვე ავადმყოფობდა, დროდადრო ხევსურეთიდან თბილისში ჩამოდიოდა, პროცედურას იტარებდა და ბრუნდებოდა. მუცოზე, სადაც ძალიან ცუდი ასასვლელია, ყოველ დღე ყავარჯნის დახმარებით ადიოდა და ჩამოდიოდა. აღფრთოვანებული ვუყურებდი. ჰქონდა ძალიან დაბალი ტემბრის ხმა, ხმადაბლა ლაპარაკობდა. მისი დაბალი ტემბრი და მუცოს წყლის ხმამაღალი ჩხრიალი ერთმანეთს ვერ ეხამებოდა. თანაც მუცოზე სულ ქარია და ის შრიალიც ძალიან მიშლიდა ხელს. გვერდით ვეჯექი, სახეში ვუყურებდი და ვცდილობდი, მისი ყველა სიტყვა კარგად გამეგო. სოსო კი ძალიან მშვიდად და დარწმუნებით ლაპარაკობდა, როგორი იყო ხევსურული სახლი, რომ მუცო ნაქალაქრია, რატომ არის ნაქალაქარი, რომ იქ არის ისეთი შიდა გზები, მოედნები, სახლებს შორის ისეთი კავშირები, რომელიც ქალაქს ახასიათებს. მას ბევრად ადრე ჰქონდა შესწავლილი, აზომილი და რესტავრაციის პროექტზე ნაფიქრი და ისე მოხდა, რომ ერთად დავასრულეთ.
2004 წელს 21 ჟურნალისტი ჩავიყვანეთ მუცოში, რომ ამბავი ჩამოეტანათ. ორი ღამე გაათიეს კარვებში და სრულიად მოვწამლეთ მუცოს სიყვარულით. რომ ჩამოვედით, არსის გალერეაში გავაკეთეთ გამოფენა — SOS! გადავარჩინოთ მუცო! გამოვფინეთ ჩვენი ფოტოები, ანაზომები, ჟურნალისტების გადაღებული ფოტოები.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი ოჯახი, დაიაურები და შეთეკაურები, რომლებიც ზაფხულობით იქ ცხოვრობდნენ, პირველი დღეებიდანვე გვერდით გვედგნენ და ფიზიკურადაც გვეხმარებოდნენ. პაატა შეთეკაური, ცხადია, ექსპედიციის წევრი იყო, გელა და ალუდა დაიაურები შემდეგშიც ფიზიკურად შრომობდნენ და რესტავრაციაშიც მონაწილებდნენ. ყველას გაუჩნდა რწმენა — რადგან გამოვჩნდით, მუცოს აუცილებლად ეშველება. თუმცა, თავიდან დარწმუნებით არ ვიცოდით, რა იქნებოდა. 2008-ში მივაღწიეთ იმას, რომ ნიკა ვაჩეიშვილის დიდი ძალისხმევით რესტავრაციის პროექტზე სახელმწიფომ გამოყო ფული, 125 000 ლარი. ჩატარდა ტენდერი, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვეთ და რესტავრაციის პროექტი დაიდო. თუმცა, რესტავრაცია თუ მოხდებოდა, ამისი უკვე აღარ გვჯეროდა.
2008 წლის 7 აგვისტოს ექსპედიციიდან დავბრუნდით და თბილისში დაგვხვდა ომი. იქ არაფერი გაგვიგია, ტელეფონიც არ იჭერდა. ექსპედიციის ორი წევრი, რომლებიც ტოპოგრაფიას აკეთებდნენ, იქ დავტოვეთ. ჩამოვედით სრულიად გაუგებარ სიტუაციაში: რა გველოდა, რა იქნებოდა, არ ვიცოდით. ექსპედიციის ინვენტარი, კარვები და საძილე ტომრები საბავშო ბაღებსა და სკოლებში შეფარებულ ლტოლვილებს გავუგზავნეთ. ასე რომ, ცოტა ხანი მუცოსთვის აღარ გვცხელოდა.
შოკიდან რომ გამოვედით, პროექტი დავასრულეთ და 2008 წლის ბოლოს ჩავაბარეთ. ამ პერიოდში კიდევ ერთხელ მივხვდი, რა დიდ ადამიანებთან ერთად მიწევდა ამ საქმის კეთება. ჩვენ ვიყავით იდეის ავტორები და ინტერესთა კონფლიქტი რომ არ წარმოშობილიყო, პრაქტიკულად სხვას უნდა შეესრულებინა. რესტავრაცია ჩვენი პროექტის მიხედვით მოხდა, ზედამხვედოლებას სოსო ბანძელაძე თავის ჯგუფთან ერთად ახორციელებდა.
2014-ში რეალური სამუშაოები დაიწყო. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მუცოს გადარჩენისა და რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ძირითადი ეტაპი ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მუცოში ჰიდროელექტროსადგურიც მოეწყო და იქ მცხოვრებთ უწყვეტი ელექტროენერგია მიეწოდებათ. მართვის გეგმა და მისი დიჯიტალიზიის პროგრამა, როგორ უნდა გაცოცხლდეს და რომელ კოშკში რისი მოწყობა შეიძლება, ჯერ კეთდება.
2004 წელს მუცოში ორი ოჯახი ცხოვრობდა, 2008-ში აღარავინ დარჩა, ახლა სამი ოჯახი დაბრუნდა. კულტურული მემკვიდრეობის შენახვისა და გადარჩენის გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუცოდან სამ კილომეტრში არის ჩეჩნეთის საზღვარი და სასაზღვრო სოფელი დაცლილი იყო. პირველი იმპულსი უნდა მისცე, რომ ხალხი, თუნდაც პერიოდულად დაბრუნდეს.
ძეგლთა დაცვის სააგენტომ შექმნა მუზეუმ-ნაკრძალი და ერთ-ერთი ოჯახის უფროსი დანიშნა ამ ნაკრძალის გამგედ. მას ვალდებულება აქვს, ზამთარში თოვლი რომ მოვა, გადმოთოვოს. არადა, ისეთი დიდი და მძიმე თოვლი მოდის, რომ თუ არ გადმოთოვეს, ფიქალს ჩაანგრევს. თუ ხალხს ეკონომიკური სტიმული არ მიეცი, არ დაბრუნდება. ტურიზმს კი სხვა რამეც მიებმება, თუნდაც რძისა და ყველ-კარაქის წარმოება. სამწუხაროდ, მთა ისედაც ზაფხულობით ცოცხლდება. ვიბრძვით, რომ გავახანგრძლივოთ ეს ზაფხული, მთელი წლით მოხდეს დაბრუნება. ბევრი აპირებს რესტავრირებულ ციხე-კოშკებში დაბრუნებას. შიგნით მოწყობილი არ არის, მაგრამ გადახურულია, სართულებს შორის ხის ტიხრები აღდგენილია.
ევროპის მასშტაბით ევროპა ნოსტრა არის ერთადერთი ჯილდო, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე წლის განმავლობაში წარდგენილ პროექტებზე გასცემენ და მას ოთხი ნომინაცია აქვს. 149 პროექტი იყო წარდგენილი და 25 პროექტი აირჩა — მათ შორის 11 კონსერვაციის ნომინაციაში, რაშიც მუცომ აიღო ჯილდო. ამან საქართველოს ცნობადობა აწია. პრივილეგირებული ადგილები არ არის, თერთმეტივე ნომინირებულია. 29 ოქტომბერს ამ 25-დან ჟიურიმ ერთი გრანპრის მფლობელი უნდა აირჩიოს. საპრიზო ჯილდო 10 000 ევროს შეადგენს. ასევე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება ხმის მიცემით თავისი რჩეული გამოევლინა.
და ბოლოს, ვახო ჯავახიშვილი და პაატა შეთეკაური არსის ოფისში რომ არ მოსულიყვნენ, გია აბულაძე და მამუკა ხაზარაძე რომ არ დაინტერესებულიყვნენ, სოსო ბანძელაძე ასე უსაზღვროდ შეყვარებული რომ არ ყოფილიყო მუცოსა და საერთოდ მთაზე, რომ არ ყოფილიყო კომპანია "ქართული სახლი", ადგილობრივი მოსახლეობა ასეთი დიდი იმედით რომ არ შეხვედროდა მათი ციხე-ქალაქის აღდგენის საქმეს, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განსაკუთრებული მზრუნველება რომ არ გამოეჩინა, ფონდ ქართუს ასე უშურველად რომ არ ეკისრა ამ დიდი საქმის სრულყოფილად დაგვირგვინება, შპს "არქიტექსი"-ს თავდაუზოგავი შრომა, ვინც ფიზიკური სამუშაოები შეასრულა და კიდევ, 15 წლის განმავლობაში ბევრ, ბევრ ადამიანს დიდი თუ მცირე წვლილი არ შეეტანა მუცოს აღდგენაში, დღეს საქართველოს დელაგაცია პარიზში ევროპა ნოსტრას დაჯილდოების ცერემონილაზე ვერ მოხვდებოდა, რომ გულისფანცქალით დალოდებოდა ამ სიტყვების მოსმენას: მუცო — საქართველო...
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
კომენტარები