რას მოუტანს ქვეყანას მმართველი გუნდის საკონსტიტუციო უმრავლესობა
ქართულს ოცნებას რეალური შანსი აქვს, პარლამენტში მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამისთვის მას 113 მანდატი სჭირდება, 67 კი უკვე გარანტირებულად აქვს. მეორე ტური იმართება 50 საარჩევნო ოლქში, სადაც სწორედ მმართველი გუნდის კანდიდატები არიან გადასული.
თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებამ, On.ge კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს ესაუბრა:
რის უფლებას მისცემს საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას?
კონსტიტუციური უმრავლესობა ქართულ ოცნებას მისცემს ყველა გადაწყვეტილების მიღების უფლებას, რომელიც შეიძლება კონსტიტუციით გაფორმდეს. საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ყველაზე მაღალი უმრავლესობა. მას შეუძლია კონსტიტუცია შეცვალოს, რა თქმა უნდა შეუძლია ყველა კანონი მიიღოს, შეუძლია მთავრობის დაკომპლექტება, უნდობლობის გამოცხადება, იმპიჩმენტის გაკეთება საკონსტიტუციო სასამართლოს დასტურის შემთხვევაში, (უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის, კონსტიტუციის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ბრალდებით მათი საქმეების პარლამენტში სასამართლო განხილვის განსაკუთრებული წესი.) ნებისმიერი თანამდებობის პირის, რომელსაც თავად პარლამენტი ირჩევს, თანამდებობაზე განმწესება, ანუ ყველა ეს უფლებამოსილება რომელიც პარლამენტს გააჩნია, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნას მიღებული.
რა ცვლილებებია მოსალოდნელი კონსტიტუციაში?
ამჟამად რაც დაანონსებულია, რაც ინიცირებულია, ცხადია ჩნდება მოლოდინი მათი განხილვის. მაგალითად, როგორც არის ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადმოტანა, ასევე ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონპროექტი და კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც უფრო მეტად საპარლამენტო რესპუბლიკისკენ წაგვიყვანს. ლოგიკური მოლოდინია ამ საკითხების განხილვისა და გააქტუალურების.
რა აჩვენა ძველმა გამოცდილებამ,როდესაც წინა მთავრობებმაც მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა?
ძველი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში ძალიან რთული ხდება უმრავლესობის ძალაუფლების დაბალანსება და შეკავება, რომელიც გააჩნია მმართველ გუნდს. მეორე მხრივ, როგორც წესი, ძალიან უჭირს მმართველ გუნდს გაუძლოს ცდუნებას და ბოლოს ეს ძალაუფლების ზომაზე მეტ კონსოლიდირებაში გამოიხატება. საბოლოო ჯამში კი ეს ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიულ პროცესებზე უარყოფითად აისახება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ერთპიროვნულად მიიღონ გადაწყვეტილება და ვიმედოვნებ, რომ ბოლო მომენტში ისინი ამ სიტყვას არ გადავლენ და კონსტიტუციაში ცვლილებებს ისე არ შეიტანენ თუ არა კონსენსუსით.
რა გავლენას მოახდენს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე?
პირველ რიგში, კიდევ უფრო გაიზრდება ხელისუფლების სხვა შტოების მნიშვნელობა, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოსი, იმისთვის რომ შეაკავოს უმრავლესობის ძალა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. ცხადია, ერთიორად იზრდება მედიისა და სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების როლი, ვინაიდან პარლამენტის შიგნით ძალიან შესუსტდება უმცირესობის ინსტრუმენტები, რომელსაც ისინი იყენებენ უმრავლესობის ძალაუფლების დასაბალანსებლად. პარლამენტგარე არაფორმალურ მექანიზმებს უფრო მეტი გარჯა მოუწევთ იმისთვის, რომ პოზიტიური გავლენა მოახდინონ დემოკრატიულ პროცესებზე.
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა

კომენტარები