10 რჩეული სერიალი, რომლის გამოსვლასაც ამ შემოდგომაზე უნდა დაელოდოთ
სატელევიზიო შოუების მოყვარულებისთვის შემოდგომის დადგომა მარტო იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ წლის მიწურულს უახლესი პროდუქტების პრემიერებისა თუ უკვე აღიარებული სერიალების ახალი სეზონების შესაშური რაოდენობა გროვდება. თანაც, Netflix-სა და HBO-ს მსგავს გიგანტებს უკვე Amazon, Disney+ და Apple TV+ შეურთდა, რის გამოც მაყურებელს უკვე აურაცხელი რაოდენობის სატელევიზიო შოუდან უწევს მისთვის შესაფერისი სერიალის შერჩევა. მაგალითად, უკვე გამოვიდა American Horror Story-ის მეცხრე სეზონი და ამავდროულად, ამ საკულტო სერიალის შემოქმედმა, რაიან მერფიმ კიდევ ერთი ახალი საინტერესო შოუ შექმნა - The Politician, რომლის ნახვაც უკვე შეგიძლიათ Netflix-ზე.
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს სტატია დაგეხმარებათ თვალი მიადევნოთ და არ გამოგრჩეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მზის სინათლეს უახლოეს მომავალში იხილავს და მათგან თქვენთვის საინტერესო სერიალიც წინასწარ შეარჩიოთ.
Big Mouth - პრემიერა 4 ოქტომბერს
Rick and Morty-სა და BoJack Horseman-ის გვერდით Big Mouth ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ანიმაციური სერიალია, რომელიც უჩვეულო იუმორის საშუალებით თინეიჯერების ცხოვრების წვრილმანების შესახებ მოგვითხრობს და ამავდროულად სექსუალური განათლების მნიშვნელოვან ინფორმაციასაც აწვდის შესაბამისი ასაკის მაყურებელს. სწორედ ამ სერიალის მესამე სეზონს ვიხილავთ მალე Netflix-ზე.
Mr. Robot - პრემიერა 6 ოქტომბერს
ორ წლიანი შუალედის შემდეგ ტელეეკრანებს უბრუნდება ბევრისათვის საყვარელი სერიალი, რომლის მთავარი როლის შემსრულებელმა, რემი მალეკმა ამასობაში ოსკარის მოპოვებაც მოახერხა. მეოთხე სეზონში ცამეტი სერია იქნება და ალბათ, კვლავ სერიალისთვის დამახასიათებელი გამორჩეული დრამატულობითა და სოციალური სატირით იქნება სავსე.
Batwoman - პრემიერა 10 ოქტომბერს
კომიქსების მოყვარულებისთვის CW-ის ეს ახალი პროექტი უდაოდ საინტერესო იქნება: გოთემში კვლავ აღზევდნენ ბნელი ძალები, მაგრამ მათ ამჯერად ბრიუს უეინის ნაცვლად კეიტ კეინი უპირისპირდება, ვის როლსაც საოცარი რუბი როუზი ასრულებს. ბეტვუმენი პირველი ღიად ლესბოსელი სუპერგმირი იქნება, რომლის შესახებაც დამოუკიდებელი სატელევიზიო შოუ გადაიღეს.
Modern Love - პრემიერა 18 ოქტომბერს
ბოლო პერიოდში კინოდან სულ უფრო მეტმა ვარსკვლავ გადაინაცვლა სატელევიზიო სივრცეში, მათ შორის ერთ-ერთი ოსკაროსანი ენ ჰეთეუეია, რომელიც Amazon-ის უახლეს პროექტში იღებს მონაწილეობას. Modern Love კომედიური ჟანრის რომანტიკული სატელევიზიო შოუა, რომლის პერსონაჟებიც ურთიერთობების, ადამიანური კავშირებისა და სიყვარულის ძიებაში არიან: იქნება ეს ოჯახური, სექსუალური თუ პლატონური სიყვარული.
Watchmen - პრემიერა 20 ოქტომბერს
შესაძლოა, კომიქსების სამყარო არ გიყვარდეთ, მაგრამ ალან მურისა და დეივ გიბონსის საკულტო ნაწარმოების, Watchmen-ის მიხედვით 2009 წელს გადაღებული ფილმი სრულიად განსხვავებული გემოვნების მაყურებლებმაც კი აღიარეს შედევრად. ამჯერად HBO-მ გადაწყვიტა ეს საკულტო ისტორია სერიალად გადააქციოს და თუ ამ კომპანიის მიერ მანამდე შექმნილი სხვა პროექტების ხარისხს გავითვალისიწინებთ, მაშინ მოუთმენლად უნდა დავიწყოთ უკანასკნელი დღეების ათვლა სერიალის პრემიერამდე.
The Morning Show - პრემიერა პირველ ნოემბერს
Apple-მა თავისი ახალი სტრიმინგ სერვისის Apple TV+ გაშვება თავიდანვე საკმაოდ შთამბეჭდავი პროექტებით დაიწყო, მათ შორის ერთ-ერთია The Morning Show, რომელშიც ისეთი ორი ყველასათვის საყვარელი მსახიობი იღებს მონაწილეობა, როგორებიც რიზ უიზერსპუნი და ჯენიფერ ენისტონი არიან. სერიალი დილის გადაცემის წამყვანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც CNN-ის ჟურნალისტის, ბრაიან შელტერის გახმაურებული წიგნის Top of the Morning-ის შთაგონებით შეიქმნა.
His Dark Materials - პრემიერა 4 ნოემბერს
ფილიპ პულმანი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ავტორია, რომელმაც ფენტეზის ჟანრს ოქროს კომპასის სახელით ცნობილი ჯადოსნური ტრილოგია აჩუქა. მისი ამ ნაწარმოების მიხედვით 2007 წელს ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით ფილმიც გადაიღეს, თუმცა, მან ვერ შეინარჩუნა ის ხიბლი, რაც პულმანის მიერ შექმნილ ჯადოსნურ სამყაროს გამოარჩევდა. სამაგიეროდ, იმედისმომცემად გამოიყურება HBO-ს კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, არა მხოლოდ ტრილოგიის პირველი წიგნის ისტორიას დაეყრდნობა, არამედ ასევე ძალიან საინტერესო და დაძაბული შემდეგი ორი ნაწილის სატელევიზიო ეკრანიზაციასაც ვიხილავთ.
The Mandalorian - პრემიერა 12 ნოემბერს
Star Wars-ის გულშემატკივრებისთვის Disney+-ს განსაკუთრებული სიახლე აქვს: 12 ნოემბერს სერიალ The Mandalorian-ს პრემიერა შედგება, რომელშიც მოქმედება ფილმ Return of the Jedi-ის სიუჟეტიდან ხუთი წლის შემდეგ ვითარდება და Star Wars-ის ეპოქალურ სამყაროში ეკრანებიდან მოგზაურობა მაყურებელს ამჯერად რვა მსუყე სერიის საშუალებით შეეძლება.
The Crown - პრემიერა 17 ნოემბერს
2016 წელს გამოსულმა ამ სერიალმა თავიდანვე უამრავი მაყურებელი დააინტერესა: ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორია დღემდე მილიონობით ადამიანის ყურადღებას იქცევს. თანაც Netflix-მა ბიუჯეტი არ დაინანა და ისტორიული ფაქტების გასაცოცხლებლად მთელი ეპოქა წვრილმანებამდე აღადგინა. დედოფალ ელიზაბეტ მეორის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ გადაღებული მესამე სეზონის პრემიერა ნოემბერში შედგება, სადაც ამჯერად მთავარ როლს ოსკაროსანი ოლივია კოლმანი შეასრულებს.
The Witcher - პრემიერა, სავარაუდოდ, ნოემბერში შედგება
Netflix-მა ამ ახალ პროექტზე მუშაობის დაანონსებისას საყოველთაო დაინტერესება კიდევ ერთხელ გამოიწვია: The Witcher პოლონელი მწერლის, ანდრეი საპკოვსკის ჟანრული ლიტერატურის გამორჩეული ნაწარმოებია და მისი მიხედვით ცნობილი თამაშიცაა შექმნილი, რომელიც გეიმერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ ამ ისტორიის მიხედვით გადაღებულმა სერიალმა ჯერ კიდევ გამოსვლამდე მიიქცია დიდი ყურადღება. სერიალში მთავარ როლს ჰენრი კავილი ასრულებს: სუპერმენის შემდეგ ის მონადირე გერალტის სახით მოგვევლინება.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
კომენტარები