რა ვიცით კონკურენციის სააგენტოზე, რომელმაც პურის ფასის ზრდის მიზეზი 7 თვე ვერ დაადგინა
ფოტო: კონკურენციის სააგენტო
საქართველოში კონკურენციის სააგენტო ხუთ წელზე მეტია არსებობს. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დამოუკიდებელია, ვებგვერდზე კი ვკითხულობთ, რომ "ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ მინისტრისა და საზოგადოების წინაშე".
მთავრობის მეთაურისგან, მამუკა ბახტაძისგან სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნოდარ ხადურმა 2018 წლის 10 დეკემბერს მიიღო დავალება დაედგინა, რატომ გაიზარდა საქართველოში პურის ფასი. შვიდი თვე გავიდა, შედეგი კვლავ არ დამდგარა.
სააგენტოს ხელმძღვანელი
სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს პრემიერი. დღეს ამ თანამდებობაზე საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური მუშაობს. ხადური 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე მინისტრი იყო, ოქტომბრიდან კი სააგენტოს თავმჯდომარე გახდა.
2018 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ხადურმა 2017 წელს ანაზღაურებად 70 800 ლარი მიიღო.
სააგენტოს ბიუჯეტი
სააგენტო ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან და შეუძლია ისეთი შემოსავლების მიღება, რომელიც კანონით არ არის აკრძალული. მიმდინარე წელს სააგენტოს დაფინანსება ბიუჯეტიდან 2,2 მილიონი ლარით არის გათვალისწინებული.
სააგენტოს ფუნქციები
- კონკურენციისთვის აუცილებელი ნორმატიული აქტების შემუშავება;
- კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად მონიტორინგი და ანალიზი;
- კონკურენციის შეფასება და დასკვნის მომზადება;
- კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება;
- მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი.
გადაწყვეტილებები
სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვებგვერდზე "სიახლეების" კატეგორიაშია გაბნეული. ამ კატეგორიაში, ძირითადად, სააგენტოს აქტივობებია თავმოყრილი. გასული წლის ანგარიშის მიხედვით, ექვსი საქონლის/მომსახურების მოკვლევა ჩატარდა, საიდანაც ხუთი დასრულდა, მეექვსე პურის ფასის გაზრდის მიზეზის დადგენაა.
სხვა ქმედებები 2018 წელს:
- სააგენტოში მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების 7 ბაზრის მონიტორინგი, რაც 2019 წელსაც გრძელდება;
- განიხილა მოსალოდნელი კონცენტრაციის 2 შეტყობინება;
- კონკურენტული პირობების გასაუმჯობესებლად სააგენტომ გასცა 4 რეკომენდაცია.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები