რა წერია აშშ-სა და საქართველოს ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც პარტნიორობის 10 წელს მიეძღვნა
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ მხარეები ადასტურებენ ერთგულებას სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის მთავარი პრინციპების მიმართ. ასევე ვკითხულობთ, რომ 2009 წლიდან აშშ და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
"ჩვენ ერთად ვიბრძოდით და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ერთად გაიღეს მსხვერპლი ერაყსა და ავღანეთში. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში, რაც ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია. აშშ მიესალმება და განაგრძობს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას", — ნათქვამია დეკლარაციაში.
ამავე ტექსტში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერ და მდგრად საქართველოს ყველაზე უკეთ შეუძლია რუსეთის აგრესიული ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საკუთარი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რათა საქართველოს ჰყავდეს ნატო-სთან თავსებადი შეიარაღებული ძალები, რომლებიც შეძლებენ ტერიტორიის დაცვას, აგრესიის შეკავებას და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობას", — ნათქვამია დოკუმენტში.
ამავე დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს უფლება აქვს თავად აირჩიოს პარტნიორები უსაფრთხოების სფეროში. აშშ მხარს უჭერს 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ და 2018 წელს, ბრიუსელის სამიტზე დადასტურებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს წევრობისთვის მზადების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთგულნი რჩებიან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიმართ, რომელიც ითვალისწინებს რუსული ძალების გაყვანას 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე.
დეკლარაციის ტექსტში ვკითხულობთ, რომ აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ მდგრადი და პლურალისტული დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საქართველოს განვითარებისა და უცხოურ მავნე ზემოქმედებასთან გასამკლავებლად.
"მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ხელი შევუწყოთ უფრო დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, უზრუნველვყოთ თანაბარი თამაშის წესები და ხელი შევუწყოთ დემოკრატიულ არჩევნებს, განვამტკიცოთ მედია-პლურალიზმი, კიდევ უფრო გავაძლიეროთ კონტროლისა და ბალანსის სისტემა, მათ შორის, უსაფრთხოების სექტორსა და სამართალდამცავ ორგანოებზე და საქართველოს გავუზიაროთ საპარლამენტო ზედამხედველობის შესაბამისი, საუკეთესო პრაქტიკა", — ნათქვამია დეკლარაციაში.
ამავე ტექსტით, აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ კეთილდღეობა დამოკიდებულია სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე, განვითარების მოწინავე პრაქტიკაზე დაფუძნებულ ღია საინვესტიციო კლიმატზე და პროდუქტების, ენერგიის, სერვისების თავისუფალ მიმოქცევაზე. მხარეები გეგმავენ ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების გაზრდას, საერთაშორისოდ დამკვიდრებული ბიზნეს პრაქტიკის განვითარებას და მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას, გააფართოვოს რეგიონული კავშირები, გააძლიეროს ენერგოუსაფრთხოება და გახდეს სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბი.
ნაკისრი ვალდებულებების საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები ეკონომიკური პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაფართოებლად, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ეგიდით წარმოებული ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის (HLTID) ფორმატში სხვადასხვა გზების განხილვის გზით.
დეკლარაციაში აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ხალხთა შორის კონტაქტები ამყარებს ჩვენს ურთიერთგაგებას და დამატებით ამდიდრებს ჩვენს კულტურებს.
"ვგეგმავთ, საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო კავშირების განმტკიცებას, ჩვენი მოსახლეობის დაცვას მზარდი, მავნე პროპაგანდისა და დეზინფორმაციისგან და ერთად მოქმედებას იმ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისთვის, რომლებიც მიმართულია რუსული ოკუპაციის მიერ დაყოფილ თემებს შორის კავშირების განმტკიცებისკენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში", — ნათქვამია ორმხრივ დოკუმენტში.
აშშ და საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებენ ორმხრივი პარტნიორობისადმი ერთგულებას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება და სარგებელი მოაქვს.
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით ტესტი: გამოიცანი ქართული ცეკვა სამოსის მიხედვით
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა შიო III-მ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
გადახედვა
-
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი. კორუფციაში მხილებული ადამიანი როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს წარმოუდგენელია
გადახედვა
კომენტარები