რატომ და როგორ უნდა შევწყვიტოთ წუწუნი
ფოტო: Daniela Vladimirova
როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, თუ სამუდამოდ შეწყვეტთ წუწუნს? ან არის კი ეს, საერთოდ, შესაძლებელი?!
ლეა შაპირომ გადაწყვიტა, ამ კითხვებზე პასუხი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაეცა და თებერვლის თვის განმავლობაში ერთხელაც არ დაეწუწუნა.
"უბრალოდ, მინდოდა, უფრო გააზრებულად და ყურადღებით მივდგომოდი ჩემს დამოკიდებულებას გარემოსადმი", - ამბობს ის. შაპიროსთან ერთად, ტიერი ბლოპანისა და პიტერ პელგრიმის მიერ ორგანიზებულ წუწუნისგან თავშეკავების პროექტში ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანი უარყოფითი განცხადებების აღკვეთის გზით მეტად პოზიტიური ცხოვრების წესის შექმნა იყო. "არ არსებობს რაიმე საიდუმლო რეცეპტი, უბრალოდ, წუწუნი უნდა შეწყვიტო", - ვკითხულობთ პროექტის ვებსაიტზე. მაგრამ რამდენად მარტივია ამის გაკეთება? ან, საერთოდ, არის კი წუწუნი ცუდი?
ფოტო: Shutterstock
დაჩივლება ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებათაგანია. კვლევის მიხედვით, რიგითი საუბრისას წუთში ერთხელ მაინც გამოვხატავთ უკმაყოფილებას. წიგნის, სამი მარტივი ნაბიჯის ავტორის, ტრევორ ბლეიქის თქმით, ამის უკან სოციალიზაციის მოთხოვნილება დგას: "არაფერი აერთიანებს ადამიანებს უფრო ძლიერ, ვიდრე საერთო სიძულვილის გრძნობა. ორმხრივად გაზიარებულ ნეგატიურ ემოციებზე დამყარებული ურთიერთობა ყველაზე მარტივი გზაა მეგობრების შესაძენად".
გარდა ამისა, ევოლუცია, თავდაცვის ინსტინქტიდან გამომდინარე, მოვლენის ნეგატიურ მხარეზე ფოკუსირებისკენ გვიბიძგებს, ამბობს წიგნის, წუწუნის საწინააღმდეგო წესები, ავტორი, ჯონ გორდონი: "რაც მეტად ვაკვირდებით ისეთ რამეს, რასაც ჩვენი ტკენა ან მოკვლა შეუძლია, მით უფრო ძლიერად გამოგვიმუშავდება მისგან თავდაცვის ინსტინქტი".
თუმცა, ყოველ ჯერზე, როცა უკმაყოფილებას გამოვხატავთ, ჩვენ ამის საფასურსაც ვიხდით. წუწუნის დროს ტვინის უჯრედები გამოყოფენ სტრესის ჰორმონებს, რომლებიც პრობლემის გადაჭრასა და სხვა შემეცნებით უნარებზე პასუხისმგებელ ნერვულ კავშირებს აზიანებენ. სტრესის ჰორმონები იმ დროსაც გამოიყოფა, როცა სხვა ადამიანის გაუთავებელ ჩივილსა და ბუზღუნს ვისმენთ. "ეს ისეთივე ცუდი რამაა, როგორიც პასიური მწეველობა; ეს, ფაქტობრივად, პასიური წუწუნია", - ამბობს გორდონი. როგორც ოფისების უმრავლესობაშია მოწევა აკრძალული, სწორედ ასე უკრძალავს ბლეიქი თავისი გუნდის წევრებს წუწუნს: "მე მათ ერთ შანსს ვაძლევ და თუ მეორედაც გამოვიჭერ, ჩათვალეთ, მათთვის ყველაფერი დამთავრებულია". ცოტა არ იყოს, ზედმეტად მკაცრი პოზიციაა; ბოლოსდაბოლოს, ისეთ რაღაცაზე უარის თქმის მცდელობა, რაც გაუცნობიერებლად გვემართება, თითქოს დასაწყისშივე წარუმატებლობისთვისაა განწირული.
ფოტო: Ryan Hyde
წუწუნისგან თავშეკავების პროექტის ორგანიზატორები, ბლოპანი და პელგრიმი, აღიარებენ, რომ მათი მისია ყოველ წელს კრახით სრულდება. "ძალიან რთულია იმ ქცევებისთვის თავის დანებება, რომლებიც უკვე ჩვევაში გაქვს გადასული", - ამბობს ჯოანა ვულფი, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორი, - "გიცდიათ ოდესმე, საუბრის დროს აღარ გამოგეყენებინათ აუ და ვაიმე? ეს, მართლაც, საოცრად რთულია".
თუცმა, ზოგჯერ ჩვენ, უბრალოდ, სასიცოცხლოდ გვესაჭიროება უარყოფითი ემოციებისგან დაცლა. ამის მერე თავს ხომ გაცილებით უკეთესად ვგრძნობთ ხოლმე. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ნეგატიური გრძნობების დაგროვებამ, შესაძლოა, სიცოცხლის ხანგრძლივობა ორი წლით შეგვიმციროს.
კარგი ამბავი ისაა, რომ ინდიფერენტულობასა და მუდამ უკმაყოფილებას შორის შუალედური მდგომარეობაც არსებობს. თუ წუწუნის დონის შემცირება რეალურად გსურთ, ქვემოთ რამდენიმე ისეთ რჩევას შემოგთავაზებთ, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
1. დაიწყეთ იმის გააზრებით, თუ რას წარმოადგენს წუწუნი
თუ, უბრალოდ, აღნიშნავ, რომ გარეთ სიცივეა, ეს წუწუნს ნიშნავს? "არა, ეს, უბრალოდ, დაკვირვებაა", - გვიხსნის ბლეიქი, - "წუწუნი იქნებოდა მაშინ, თუ ვიტყოდით, გარეთ ცივა და უკვე მძულს აქ ცხოვრებაო". შაპირო ამბობს, რომ ის წუწუნს, როგორც განცდას, ისე განმარტავს: "ასეთ დროს თითქოს ორად ვარ მოკეცილი და სუნთქვა მიჭირს".
2. დააკვირდით, რამდენად ხშირად და რის შესახებ წუწუნებთ
ცვლილება მისი საჭიროების გაცნობიერებით იწყება. "მოემზადეთ, რომ ეს შოკისმომგვრელი იქნება", - ამბობს ბლეიქი, - "იმ მომენტიდან ორი-სამი საათის გასვლის შემდეგ, რაც საკუთარ თავზე დაკვირვებას დაიწყებთ, აღმოაჩენთ, რომ ასობით მოვლენაზე მოგისწრიათ წუწუნი".
3. შეეცადეთ, ქრონიკულად მოწუწუნე ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ
ფოტო: Shutterstock
თუ იძულებული ხართ, უსმინოთ, როგორ წუწუნებენ თავიანთ პრობლემებზე სხვები, იმის ნაცვლად, რომ შეუერთდეთ საერთო უკმაყოფილებას, ეცადეთ, რაიმე პოზიტიურით უპასუხოთ. "ასეთ დროს გაბედულობა და თავდაჯერებულობა გმართებთ. უნდა შეგეძლოთ საკუთარი თავის დარწმუნება, რომ არ არის აუცილებელი, ყველას კარგი შეხედულება ჰქონდეს თქვენზე", - ამბობს ბლეიქი, - "რაღაც დროის გასვლის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ადამიანები, რომლებიც გაუთავებლად ჩივიან, ნელ-ნელა წყვეტენ თქვენთან ურთიერთობას, რადგან მათი ტვინი იმ უკუკავშირს არ იღებს, რა მიზნითაც მოგმართავენ".
4. აქციეთ წუწუნი მოქმედებად
ამ მდგომარეობას პოზიტიური წუწუნი ან ეფექტიანი წუწუნი ეწოდება. როგორც ვულფი ამბობს, "ნუ გაფლანგავთ დროს პრობლემით ტკბობაში", გააკეთეთ რაიმე მის მოსაგვარდებლად.
5. გამოიყენეთ მაგრამ-პოზიტიური ტექნიკა
ამ ხერხის გამოყენებას გორდონი გვირჩევს: "თუ საკუთარ თავს წუწუნში გამოიჭერთ, დაამატეთ მაგრამ და შეეცადეთ, რაიმე პოზიტიური განცხადება მიაყოლოთ. მაგალითად: ვერ ვიტან სამსახურში მანქანით წასვლას, მაგრამ მადლიერი ვარ, რომ ტარება შემიძლია და, საერთოდ, სამსახური მაქვს".
ფოტო: Getty
6. შეცვალეთ ვალდებულება შესაძლებლობით
ასეთ დრო "ბავშვები უნდა წამოვიყვანო" შეიცვლება ფრაზით - "ბავშვების წამოყვანა შემიძლია". "თქვენს უკმაყოფილო ხმას მადლიერების ტონი ცვლის", - ამბობს გორდონი, - "რაც უფრო ხშირად ფოკუსირდებით პოზიტიურ მხარეზე, თავს მით უფრო კარგად იგრძნობთ. თავიდან, შეიძლება, ცოტა უხერხული იყოს, მაგრამ თანდათან ეს თქვენს ბუნებრივ მდგომარეობად გადაიქცევა".
შაპირო წუწუნისგან თავშეკავების პროექტის შესახებ ამბობს, რომ რთული კი იყო, მაგრამ მონაწილეობის მიღება ნამდვილად ღირდა. "მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დავარღვიე პროექტის პირობები, შევამჩნიე, რომ ამ თვის განმავლობაში თავს ბევრად უფრო პოზიტიურად ვგრძნობ და ჩემ გარშემო უფრო მეტი კარგი რამ ხდება", - ამბობს ის.
შაპირომ ისწავლა, რომ უარყოფით ემოციებთან გამკლავება იოგაზე სიარულით შეუძლია. ამასთან, როცა წუწუნის სურვილის მოზღვავებას შეამჩნევს, ჩანაწერებს აკეთებს. პროექტში მონაწილეობის შემდეგ სამსახურში მისი პროდუქტიულობა საგრძნობლად გაიზარდა და ის პროექტიც კი განახორციელა, რომელსაც კარგა ხანი თავს არიდებდა: "თავდაპირველად ის საოცრად მოსაწყენი მეჩვენებოდა და მასზე წუწუნის მეტს არაფერს ვაკეთებდი. მაგრამ მერე, უბრალოდ, ავდექი და შევეჭიდე. და როცა ბოლოში გავედი, უჩვეულოდ კარგად ვიგრძენი თავი".
შაპირო პროექტში მონაწილეობას მთელი წლის განმავლობაში აპირებს და იმედოვნებს, რომ დროსთან ერთად "წუწუნი ნელ-ნელა მთლიანად გაუჩინარდება და, როცა თავს დაუცველად ვიგრძნობ, ამ გზით აღარ შევეცდები ხოლმე პრობლემასთან გამკლავებას".
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
კომენტარები