დედამიწის დასაცავად ხმელეთის ნახევარი ბუნებრივ მდგომარეობაში უნდა შენარჩუნდეს
ახალი სამეცნიერო კვლევის თანახმად, სახიფათო დათბობისა და ეკოსისტემის მოშლის თავიდან ასაცილებლად 2030 წლისათვის მიწის კონსერვაციის პროცესი უნდა გაორმაგდეს.
ფოტო: NASA
მსოფლიო ლიდერებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიღონ მეტი ვალდებულება მიწისა და წყლის ბუნებრივ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად; ეს ერთადერთი გზაა ახლო მომავალში მდგრადი კლიმატისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის გადასარჩენად, იუწყება ახალი კვლევა.
ქვეყნებმა უნდა გააორმაგონ თავიანთი დაცული ზონები, რათა ამ ტერიტორიამ დედამიწის მიწის საერთო ფართობის 30 პროცენტი მოიცვას; ასევე, 20 პროცენტით უნდა გაიზარდოს კლიმატის სტაბილიზაციის ზონები, რაც, საერთო ჯამში, პლანეტის სახმელეთო ზედაპირის 50 პროცენტს შეადგენს, ასკვნიან მეცნიერები. ამბიციური გეგმის, გლობალური შეთანხმება ბუნებისათვის, თანახმად, ეს ყველაფერი 2030 წლამდე უნდა შესრულდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება იმის შანსი, რომ კლიმატის ცვლილება ხიფათის ზონის ნიშნულს, 1.5 გრადუს ცელსიუსს არ ასცდეს და მსოფლიოს ეკოსისტემა კატასტროფის საფრთხის წინაშე არ დადგეს.
"2030 წლისათვის ბუნების 50 პროცენტის დაცვით საოცარ სარგებელს მივიღებთ", - ამბობს ერიკ დაინერშტაინი, არაკომერციულ ჯგუფ Resolve-ის ბიომრავალფეროვნებისა და ველური ბუნების შენარჩუნების დირექტორი და სტატიის, გლობალური შეთანხმება ბუნებისათვის: სახელმძღვანელო პრინციპები, საკვანძო მომენტები და მიზნები, მთავარი ავტორი.
ეს მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული პირველი ისეთი გეგმაა, რომელშიც კონკრეტულადაა გაწერილი საკვანძო ეტაპები, დასახული მიზნების მნიშვნელობა და მათი მიღწევის შესაძლო გზები, ამბობს დაინერშტაინი. მისივე თქმით, პლანეტის მოსახლეობას ჯერ კიდევ არ გაუცნობიერებია, რომ მოზრდილი ტყეები, მინდვრები და სხვა ბუნებრივი ადგილები ნახშირორჟანგის შესასრუტად არის საჭირო. მაგალითად, ხელუხლებელი, განსაკუთრებით კი ტროპიკული, ტყეები დათესილ მონოკულტურებზე ორჯერ მეტ გამონაბოლქვს შთანთქავენ.
ტროპიკული ტყეები ჰაერის გამონაბოლქვისგან გაწმენდის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებას წარმოადგენენ.
ფოტო: Roberto González
მხოლოდ მაშინ გვექნება დათბობის დასაშვებ გრადუსზე შენარჩუნების შანსი, თუ დედამიწის მწვანე საფარის 50 პროცენტი დაცული იქნება, ნამარხი საწვავის მოხმარება შემცირდება და განახლებად ენერგიას მზარდად გამოვიყენებთ, ამტკიცებენ მეცნიერები. და თუ დათბობა 1.5 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, ბუნებრივი სისტემების იმ ნაწილს დავკარგავთ, რომელიც კაცობრიობას სიცოცხლისათვის საჭირო პროცესების გარეშე დატოვებს.
"ჩვენ ვერ გვექნება უსაფრთხო კლიმატი, თუ დედამიწის ზედაპირის 50 პროცენტს არ დავიცავთ და - პირიქით", - ამბობს დაინერშტაინი.
"მათ გარეშე ვერც ჩვენ ვიქნებით"
"საკვების თითოული ნამცეცი, წყლის თითოეული წვეთი და ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, სხვა სახეობათა მუშაობის შედეგია. ბუნება არსებობისათვის საჭირო ყველა ინგრედიენტით გვამარაგებს", - ამბობს ენრიკ სალა, National Geographic Society-ის ინიციატივის, კამპანია ბუნებისათვის, ხელმძღვანელი.
"ჩვენ ამ სახეობათა გარეშე ვერ ვიარსებებთ. არადა, ჩვენ მათ აჩქარებული ტემპით ვკარგავთ და გარდამტეხ მომენტს ვუახლოვდებით. ამასთან, ჟანგბადის ჩვენი ძალებით საწარმოებლად მთლიანი მსოფლიოს შიდა პროდუქტის ფასზე 1600-ჯერ მეტი თანხა დაგვჭირდებოდა - და არც ეს იქნებოდა წარმატების გარანტია", - ამბობს სალა, რომელიც კვლევის, გლობალური შეთანხმება ბუნებისათვის, თანავტორიცაა.
კლიმატური სტაბილიზაციის ადგილების უმეტესობა ტრადიციულად დაცული არეების მიღმა მდებარეობენ. მთავრობებმა მათ ბუნებრივ დანიშნულებაზე უარყოფითი ზეგავლენის არდასაშვებად პრევენციული ქმედებები უნდა განახორციელონ.
ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის (CBD) ფარგლებში, ქვეყნებმა უკვე აიღეს ვალდებულება 2020 წლისთვის მიწის 17 პროცენტისა და ოკეანეების 10 პროცენტის დაცვასთან დაკავშირებით. თუმცა, მათ უმეტესობას 2020 წლისთვის შესასრულებელი მიზნების მიღწევამდე ბევრი უკლია. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები კონვენციის ხელმომწერ ქვეყანათა შორის არ არის. CBD-ის ხელმძღვანელი, კრისტიანა პაშკა პალმერი, ამბობს, რომ პლანეტის ნახევარი დაცვას საჭიროებს და ერების წარმომადგენლები ამ შეთავაზებას 2020 წელს ჩინეთში დაგეგმილ ფართომასშტაბიან შეხვედრაზე განიხილავენ.
ახალი კვლევის, გლობალური შეთანხმება ბუნებისათვის, ავტორები ხსნიან, თუ როგორ შეიძლება, რომ 2030 წლისათვის დედამიწის 846 ეკო-რეგიონის 67 პროცენტში 30-პროცენტიან დაცვას მივაღწიოთ. დანარჩენ ადგილებს კი აღდგენა დასჭირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადგილები შესასვლელად აკრძალულ ზონებად არ გადაიქცევა, არამედ ისინი რესურსების მოპოვებისა და მიწის დამუშავებისგან დაცულ ტერიტორიებად გამოცხადდება. ბუნების ეკოლოგიური მოხმარება კი, ყველაზე საჭირბოროტო ადგილების გარდა, ყველგან დაშვებული იქნება. 34 განვითარებად ქვეყანაში ჩატარებულმა უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაცული ადგილების გარშემო დასახლებული ადამიანები მოშორებით მაცხოვრებლებთან შედარებით მეტად ჯანსაღები არიან.
მიწის გადარჩენა კლიმატისათვის
კლიმატური სტაბილიზაციის ადგილები ის მიწებია, რომლებიც ამჯერად ხელუხლებლადაა დატოვებული, თუმცა ისინი უმეტესად ტრადიციულად დაცული არეების მიღმა მდებარეობენ. მთავრობებმა მათ ბუნებრივ დანიშნულებაზე უარყოფითი ზეგავლენის არდასაშვებად პრევენციული ქმედებები უნდა განახორციელონ. რადგან დარჩენილი ბუნებრივი მიწების 37 პროცენტი ენდემური ადგილებია, მნიშვნელოვანია, რომ მათი დაცვა გლობალური შეთანხმება ბუნებისათვის ფარგლებში მოხდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა ყურადღებას მიწაზე ამახვილებს, მისი ავტორები მხარს უჭერენ საერთაშორისო გაერთიანება ბუნების გადარჩენისათვისა (IUCN) და მისი წევრი ორგანიზაციების მოწოდებას 2030 წლისათვის ოკეანეების 30 პროცენტის დაცვასთან დაკავშირებით. მსოფლიოს მარჯნის რიფები უკვე ერთ გრადუს ცელსიუსამდე დათბობის მსხვერპლნი არიან, აღნიშნავს მკვლევართა გუნდი. მეცნიერები შიშობენ, რომ ტემპერატურა თუ ორ გრადუს ცელსიუსზე მეტით აიწევს, ცოტა მათგანი თუ გადაურჩება განადგურებას. თანაც, უნდა გვახსოვდეს, რომ რიფები მხოლოდ სილამაზით არ გამოირჩევიან; ისინი, ამასთან, ოკეანის იმ თევზებისა და წყლის სხვა ბინადართა არსებობისთვის აუცილებელ სახეობას წარმოადგენენ, რომლებზეც მსოფლიოს მილიარდზე მეტი ადამიანია დამოკიდებული.
ფოტო: Ethan Daniels
"გლობალური შეთანხმება ბუნებისათვის არის ამბიციური, რადიკალური ნაბიჯი ბუნების დაცვის გზაზე", - ამბობს ლეონარდო დიკაპრიოს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჯასთინ ვინთერსი, რომელსაც კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა, საზოგადოების მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობის გარეშე პლანეტის ნახევარს ვერაფრით დავიცავთ, ამატებს ის.
2017 წელს ფონდმა წამოიწყო ერთი დედამიწის ინიციატივა, რომლის მიზანიც 100 პროცენტით განახლებად ენერგიაზე დაფუძნებული მომავლის ხედვის შექმნა, პლანეტის ოკეანეებისა და მიწების 50 პროცენტის დაცვა და აღდგენა და სოფლის მეურნეობის ეკო-მეგობრულ სისტემაზე გადასვლა არის.
ორგანიზაცია ცდილობს, ხალხს დაანახოს, თუ როგორ არის დაკავშირებული კეთილდღეობა ბუნებასთან, ამბობს ვინთერი, - "ვიმედოვნებთ, რომ ადამიანებს მოქმედებისაკენ ვუბიძგებთ". მოქმედება ბევრ განსხვავებულ ქცევას მოიცავს, იქნება ეს შენი პატარა მიწის ნაკვეთის ველური ბუნების ბაღად გადაქცევა თუ მსვლელობებსა და საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის მიღება, აღნიშნავს ის.
კლიმატის ცვლილება, სახეობათა გადაშენება და ეკოსისტემის გაუარესება ახალი საპროტესტო მოძრაობის, გადაშენების წინააღმდეგ აჯანყების შექმნის მიზეზიც გახდა. ეს თავისუფლად ორგანიზებული საერთაშორისო ქსელია, რომელიც იყენებს "არაძალადობრივ, პირდაპირ საშუალებებს სახელმწიფოთა დასარწმუნებლად, იმოქმედონ კლიმატური და ეკოლოგიური საფრთხის აღმოსაფხვრელად". მოძრაობა 2018 წლის შემოდგომაზე, ლონდონში ჩამოყალიბდა და მას მერე მსოფლიოს 25 ქვეყანაში გამართული მრავალი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი გახდა.
კონსერვაციის ღირებულება
კვლევა აჩვენებს, რომ ბუნების გადარჩენისათვის საჭირო დედამიწის ნახევრის დაცვის პროცესი, შეიძლება, წელიწადში $100 მილიარდი დაჯდეს.
თანხა კი არსებობს, მაგრამ აუცილებელია, რომ ხალხმა მისი ამ მიზნისთვის გამოყენების საჭიროება დაინახოს, ამბობს სალა. ის იხსენებს, რომ გამანადგურებელი ხანძრის გაჩენიდან ორ დღეზე ნაკლებში ნოტრ-დამის საკათედრო ტაძრის თავიდან ასაშენებლად თითქმის მილიარდი დოლარი შეგროვდა. ერთ კვლევაზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა 2009 წელს ბანკებს $29 ტრილიონზე მეტი დაახარჯა. ერთი ტრილიონი ათასი მილიარდია, შესაბამისად, $29 ტრილიონით 290 წლის განმავლობაში შეიძლება დაფინანსდეს კონსერვაციის პროექტი, რომელი ცდედამიწის ნახევარს დაიცავს და კლიმატის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
კვლევები ცხადყოფენ, რომ ბუნების შენარჩუნებაში ამგვარი ინვესტიციის ეკონომიკურმა სარგებელმა, შეიძლება, ტრილიონობით დოლარს მიაღწიოს. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ, რეალურად, არჩევანი არც გვაქვს: "თავების გადსასარჩენად ათი წელიღა დაგვრჩენია", - ამბობს სალა.
-
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა
გადახედვა
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა
გადახედვა
-
"ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს! "ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს!
გადახედვა
-
რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს
გადახედვა
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო
გადახედვა
-
კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები