შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონში კრიმინალური ავტორიტეტი და ქურდული სამყაროს აქტიური წევრი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ე.წ. კანონიერი ქურდების სასარგებლოდ ბიზნესსაქმიანობიდან წილის დათმობას აიძულებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223¹ მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც "ქურდული სამყაროს" წევრობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.