პასუხები აცრების მოწინააღმდეგეების 6 მთავარ არგუმენტზე
ფოტო: Sarah Rogers / The Daily Beast / Getty
ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც თავიანთი შვილების აცრას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა. ამ სტატიაში, ვეცდები, გაგაცნოთ მათი ძირითადი იდეები და თითოეულს არგუმენტირებული პასუხი გავცე.
აქ მოყვანილი ფაქტები დაგეხმარებათ ყოველდღიურობაში მარტივად გაუმკლავდეთ ყველა იმ დისკუსიას, რაც ამ ბოლო დროს მიმდინარეობს ქართულ ინტერნეტსა თუ რეალურ სივრცეში.
მითი #1: ვაქცინა საშიშ ქიმიურ ელემენტებს შეიცავს
პასუხი: ყველაფერი დოზებზეა დამოკიდებული, მავნე ელემენტები ვაქცინაში უფრო მცირე რაოდენობითაა, ვიდრე საჭმელში ან სასმელში
ფოტო: Robin Lee / Shutterstock
ამ თემაზე დებატები ყოველთვის იწყება იმ საკითხით, თუ რას შეიცავს ვაქცინა. უმეტესობაში ვხვდებით შემდეგ ნივთიერებებს: ფენოლს, ფორმალდეჰიდს, ალუმინს, ტყვიას, ვერცხლისწყალს და ა.შ.
დიახ, ეს სიმართლეა, ვაქცინა შეიცავს ქიმიურ ელემენტებს, რომელთაგანაც ზოგი ტოქსიკურია (მაგალითად, ვერცხლისწყალი, ფორმალდეჰიდი, ალუმინი). კიდევ რა შეიძლება იყოს ადამიანისთვის ტოქსიკური? — წყალი (დოზირების გადაჭარბების შემთხვევაში), ვაშლი, ყავა, ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ.
აქ მთავარი ფაქტორი დოზირებაა და ამაზე საუბარი ყოველთვის გვავიწყდება. ვაქცინის შექმნის პროცესში კი ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მაგალითად, ალუმინის შემცველ ვაქცინებში (ეს ელემენტი წამალს უფრო ეფექტურს ხდის) ამ ნივთიერების დოზა 0,125 მილიგრამს არ აჭარბებს. საინტერესო კი ისაა, რომ ამერიკაში ადამიანი ყოველდღიურად დაახლოებით 30-50 მილიგრამ ალუმინს საკვებიდან და სასმელიდან იღებს. მათემატიკის დიდი ცოდნა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ეს ბევრად აღემატება იმ რაოდენობას, რაც ვაქცინაშია გამოყენებული.
იგივე ვრცელდება ვერცხლისწყალზეც. კვლევები მიუთითებდა, რომ ვაქცინებში არსებული ვერცხლისწყალი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, თუმცა საზოგადოებაში არსებული პროტესტის გამო, 2001 წლიდან ის ყველა საბავშვო ვაქცინიდან მაინც ამოიღეს.
მითი #2: სჯობს, რომ ბავშვის იმუნური სისტემა ბუნებრივად განვითარდეს
პასუხი: აცრები იმ დაავადებებზე კეთდება, რომელთა წინააღმდეგაც თანდაყოლილი იმუნიტეტი არ გვაქვს
ფოტო: FOX
მარტივად ავხსნათ, თუ როგორ მუშაობს ვაქცინაცია: ორგანიზმში შეჰყავთ მკვდარი ან დასუსტებული მიკრობები, რომლებსაც დაავადების გამოწვევა არ შეუძლიათ. ამით ჩვენს იმუნურ სისტემას მათი გაცნობის საშუალება ეძლევა. ამ დროს ორგანიზმი სწავლობს ყველა იმ თავდაცვის მექანიზმს, რომელთა დახმარებით შემდგომში ის მსგავსი ტიპის შემოტევებს ადვილად გაუმკლავდება.
სიმართლეა, რომ ბავშვებს გარკვეული დაავადებების მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ, თუმცა ვაქცინაციას სწორედ იმ პათოგენების წინააღმდეგ ვიყენებთ, რომლის წინააღმდეგაც თანდაყოლილი იმუნიტეტი არ გაგვაჩნია. ამიტომაც არის, რომ ყველა არსებულ დაავადებაზე კი არ ვცრით ადამიანებს, არამედ მხოლოდ მათზე, რაც ყველაზე საშიშია, ხოლო მცირე ასაკის ბავშვებს აცრებს იმიტომ ვუტარებთ, რომ ისინი დაავადებების მიმართ ყველაზე მოწყვლადები არიან.
მითი #3: აცრები ალერგიებს იწვევს
პასუხი: კვლევებით, ვაქცინები ალერგიების განვითარებისგან გვიცავს
ფოტო: Shutterstock
შეიძლება მოისმინოთ აზრი, რომ ვაქცინები ალერგიებს იწვევს. 1997 წელს დაიწყო კვლევები იმის გასარკვევად, არის თუ არა ვაქცინაცია და ალერგია ერთმანეთთან კავშირში. კვლევამ, რომელიც 5-დან 6 წლამდე 2 100 ბავშვზე ჩატარდა სრულიად საპირისპირო შედეგები აჩვენა. აღმოჩნდა, რომ ვაქცინაციას საპირისპირო შედეგი აქვს, ის ადამიანებს ალერგიების განვითარებისგან იცავს.
მითი #4: თუ ბავშვს აცრებს არ გავუკეთებთ, ბევრი არც არაფერი დაშავდება
პასუხი: აცრების გარეშე მილიონობით ადამიანი დაიღუპებოდა ყვავილით ან პოლიომიელიტით.
ფოტო: CDC
ხშირად გვესმის მსგავსი ტიპის გამოთქმები: "ჩემს შვილს ძლიერი იმუნიტეტი აქვს, ის სრულებით ჯანმრთელია. მას წითელა ვერაფერს ავნებს".
ვაქცინაციის წყალობით, ჩვენ ახლა უკვე გვყავს თაობები, რომლებთაც არც კი ახსოვთ თუ რამდენად რთული და საზარელია ზოგიერთი აავადება. გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი ისტორიიდან.
ყვავილის შედეგად 1967 წელს მილიონობით ადამიანი გარდაიცვალა. ვაქცინაციის წყალობით კი ეს დაავადება 1980 წლისთვის თითქმის სრულად გაქრა. ასევე უნდა ვთქვა, რომ სანამ პოლიომელიტის საწინაამღდეგო ვაქცინა გაჩნდებოდა, ყოველწლიურად ამერიკაში ამ დაავადების 13 000-დან 20 000-მდე შემთხვევა ფიქსირდებოდა და ათასობით ბავშვს სხვადასხვა ტიპის მოწყობილობა სჭირდებოდა იმითვის, რომ სრულფასოვნად ევლო, ემოძრავა და ესუნთქა.
1964-1965 წლებში, წითურას ვაქცინაციამდე, ამერიკაში 2 100 ახალდაბადებულისა და 11 250 მუცლად მყოფი ბავშვის დაღუპვის ფაქტი დაფიქსირდა. ამავდროულად, 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიბადა წითურათი, რომელთა ნახევარს სმენის პრობლემები შეექმნა, მათგანი 3 000 დაბრმავდა, 1 800-მდე ბავშვში კი გონებრივი ჩამორჩენის შემთხვევა დაფიქსირდა. მსგავსი ისტორია გვაქვს წითელას შემთხვევაშიც.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვაქცინაციის პროგრამის დახმარებით, 2010 წლიდან 2016 წლამდე 20,4 მილიონი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
მითი #5: აცრები და აუტიზმი კავშირშია
პასუხი: იმ კვლევის 13 ავტორიდან, რომელიც ამბობდა, რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს, 10-მა საკუთარი შეცდომა აღიარა
ფოტო: Antonio_diaz / Getty Images
ანტივაქცინაციის მოძრაობა ძირითადად ერთ კვლევაზეა დაყრდნობილი, რომელიც 1990 წელს გამოქვეყნდა. აღნიშნულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, ეს კვლევა უარყვეს და მცდარად აღიარეს — ამ თემაზე დაიწერა 25 საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი, სადაც 1990 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები გაბათილდა. პირვანდელი კვლევის ცამეტი ავტორიდან ათმა კი შეცდომა აღიარა და მოითხოვა, რომ მათი გვარები 1990 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან ამოღებულიყო.
მითი #6: ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, გაუკეთებს თუ არა საკუთარ შვილს აცრას
პასუხი: თუ შვილებს არ ავცრით, სხვა ადამიანებს დავაზიანებთ, ამიტომ აცრები მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანის საგანი არაა.
ფოტო: Shutterstock
ყველა მშობელს სურს, დაიცვას საკუთარი შვილი, ხოლო გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ აცრების საკითხი ყველა მშობელმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს, ბოლომდე მართებული არ არის. ამის გასაგებად კი აუცილებელია გავიგოთ, თუ როგორ "მუშაობს" ესა თუ ის დაავადება.
აცრების მთელი არსი ის არის, რომ შენი დაცულობით სხვებსაც იცავ, მათ შორის ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, მაგალითად, მოხუცებსა და მცირეწლოვან ბავშვებს. რაც უფრო მეტი ადამიანია აცრილი, მით უფრო ნაკლებია დაავადების გავრცელების ალბათობაც, საბოლოოდ კი ჯგუფურ იმუნიტეტს ვიღებთ.
მთავარი ის არის, რომ ვაქცინაცია მკურნალობის ნაცვლად პრევენციისკენ არის მიმართული და იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებიც სხვაგვარად დაუცველები იქნებოდნენ. სანამ ესა თუ ის ვაქცინა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება, ის ხანგრძლივ გამოსაცდელ პერიოდს გადის, რომელიც 10-დან 25 წლამდე გრძელდება.
ამ საკითხების გარშემო მუშაობა ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და ქვეყნდება მრავალი კვლევა, თუმცა ჯერჯერობით ვაქცინების უარყოფითი გავლენა არც ერთ მაგანში არ დაფიქსირებულა.
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა

კომენტარები