ქვრივი, მარტოხელა დედა, უფლებადამცველი — ჯულია რობერტსის სამომავლო გეგმები
2018 წელი ჯულია რობერტსისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ეკრანზე მისი ორი პროექტი გამოვიდა - ამაზონის წარამტებული სერიალი Homecoming და არანაკლებ წარამტებული ფილმი Ben Is Back.
ორივე პროექტმა მაყურებლისა და კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებები მიიღო და ერთხმად აღიარეს, რომ ჯულია კვლავ რჩება ჰოლივუდის იმ იშვიათ მსახიობთა შორის, რომლებიც ახერხებან მუდმივად გააოცონ მაყურებელი.
წარმატებული წლის შემდეგ, ჯულიას წინ არანაკლებ დატვირთული რეჟიმი ელის. წინ რამდენიმე ფილმი და სერიალია, რომელში მონაწილეობასაც მსახიობი დასთანხმდა და აპირებს კიდევ ერთხელ მოიგოს ჩვენი გულები.
ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯულია რობერტსი ახალ ფილმში პილოტის როლს ითამაშებს. სურათი ბესტსელერი წიგნის Fool Me Once, ეკრანიზაცია იქნება.
ფილმის სიუჟეტი მარტოხელა დედის გარშემო ვითარდება, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფში პილოტად მუშაობს. ერთ დღეს ჯულიას პერსონაჟი სახლში დამონტაჟებული კამერის დახმარებით დაინახავს, რომ მისი შვილი მამას ეთამაშება, რომელიც ორი კვირის წინ გარდაიცვალა. სწორედ აქედან დაიწყება ისტორია, სადაც მთავარი პერსონაჟი უნდა გაერკვეს რა ხდება მის ცხოვრებაში.
გარდა ამ ფილმისა, სავარაუდოდ წელს იგეგმება ჯულიასა და ვაიოლა დევისის კიდევ ერთი კოლაბორაცია. მნიშვნელოვანი წვრილმანები ასე ჰქვია კინოსურათს, რომლის სიუჟეტიც ჯოდი პიკოლტსის ამავე სახელწოდების ბესტსელერ რომანს ეფუძნება.
კინოსურათი, რომელზეც ლა ლა ლენდის პროდიუსერები DreamWorks Pictures-თან და Amblin Entertainment-თან ერთად იმუშავებენ, რასებს შორის ურთიერთობას ეხება.
ვაიოლა დევისი ფილმში აფროამერიკელი მედდის, რუთის როლს შეასრულებს, რომელსაც ქმარი ავღანეთის ომში დაეღუპა. ჯულია რობერტსი კი სახალხო დამცველის, კენედ მაკკუარისის როლს მოირგებს.
კიდევ ერთი როლი, რომელსაც ჯულიას გულშემატკივრები ელიან ასევე ბესტსელერი წიგნის I’ll Get You! ეკრანიზაცია იქნება. ფილმი ნარკოტიკებზე, ტერორსა და ტყუილზეა, რომელის წინააღმდეგაც რობერტსს მარტოს მოუწევს ბრძოლა.
წიგნი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ის კელი პიტერსის (ჯულია რობერტსი) ამბავს აღწერს, რომელიც სრულიად მარტო რჩება დიდი აფერის წინააღმდეგ, რომელმაც მას ცხოვრება თავდაყირა დაუყენა.
კელი პიტერსი მასწავლებელ მშობელთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო და თავისი შვილის კოლეჯში მოხალისედ მუშაობდა. ერთ დღესაც, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა ის ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულა და ბრალად დასდო, თითქოს მან მისი შვილის მანქანაში ნარკოტიკული ნივთიერებები შეინახა. ამბავმა დიდი აჟიოტაჟი და სკანდალი გამოიწვია, რამაც მთავარი პერსონაჟის წარმატებული კარიერა მიწასთან გაასწორა. საქმეში უამრავი ადვოკატი ჩაერია, თუმცა ამაოდ - კელი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ის დააპატიმრეს. 5-წლიანი სასჯელის შემდეგ სასამართლომ კელი უდანაშაულოდ სცნო და კომპენსაციის სახით $5,7 მილიონი გადაუხადა. თუმცა ამბავი ამით არ სრულდება, ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანობის აღდგენის პროცესი და იმის გარკვევაა, თუ ვის და რატომ აწყობდა პიტერსის დაპატიმრება.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სკანდალური ისტორია ამერიკის სასამართლოს ისტორიაში, რომელმაც უდანაშაულო ქალის ცხოვრება დაანგრია.
ამასთანავე ჯულია რობერტსი ტელევიზიასაც არ ტოვებს უყურადღებოდ და სულ მალე HBO-ს ახალი სერიალის მთავარი ვარსკვლავი გახდება.
დღეს ყველაფერი შეიცვლება - ასე ერქმევა ახალ სერიალს, რომელიც მარია სიმპლის ამავე სახელწოდების ბესტსელერი ნოველის ეკრანიზაცია იქნება.
ისტორია ელეონორ ფლუდის გარშემო ვითარდება, რომელმაც იცის მისი არეული ცხოვრების შესახებ, თუმცა ერთ დღეს გადაწყვეტს ყველაფერი შეცვალოს. ის უნდა გაუმკლავდეს შვილს რომელიც გამუდმებით ატყუებს, მოღალატე ქმარს რომელთან სექსიც ელეონორს სიამოვნებას აღარ ანიჭებს, კოლეგებს, რომელთაც მისი წარმატებების შურთ და ა.შ.
კრიტიკოსებმა წიგნი შეაფასეს, როგორც ყველაზე დრამატული, იუმორისტული, სულისშემძვრელი ამბავი, რომელიც გამუდმებით გაიძულებს მიჰყვე და ბოლომდე გადაეშვა საიდუმლოებებით, დრამითა და ტრაგიზმით აღსავსე ისტორიაში.
კიდევ ერთი სერიალი, რომელში მონაწილეობასაც ჯულია დასთანხმდა ამაზონის Charlotte Walsh Likes to Win ეკრანიზაციაა.
სიუჟეტი შარლოტ უოლშის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც წარმატებულ კარიერას მიატოვებს და ოჯახთან ერთად პენსილვანიაში მხოლოდ იმიტომ დაბრუნდება, რომ პოლიტიკაში მოსინჯოს საკუთარი თავი. უოლშს სენატორობა სურს, თუმცა მედია და მისი კონკურენტები მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას წამოიწყებენ.
Charlotte Walsh Likes to Win მოგვითხრობს ისტორიას, თუ რას ნიშნავს გქონდეს პოლიტიკური ამბიციები, იყო სექსუალური პოლიტიკოსი და საერთოდაც, რას ნიშნავს როდესაც ხარ ქალი და თანაც პოლიტიკოსი.
2016 წელს გამოსული ეს წიგნი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში და ბესტსელერადაც იქცა.
ლეგენდარული მსახიობი ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია არც ნეტფლიქსს და მოაწერა ხელი კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ის მონაწილეობას მიიღებს მწერალ სელესტ ნგის წიგნის Everything I Never Told You ადაპტაციაში.
წიგნი 2014 წელს გამოიცა და იმავე წელს ბესტსელერი გახდა. ასევე მოხვდა Amazon-ის 2014 წლის საუკეთესო წიგნების ათეულში.
სიუჟეტი ჩინელ-ამერიკელი წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც უდიდესი ტრაგედია დაატყდებათ თავს - მათ შვილ ლიდიას ტბაში დამხრჩვალს იპოვიან.
ისტორია 1977 წლის 3 მაისს იწყება, როდესაც ლიდია ლი უჩინარდება, ოჯახი კი მის ძებნას იწყებს. ლიდიას მშობლები, მერილინი (ჯულია რობერტსი) და ჯეიმსი შვილის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ გოგო ბევრ საიდუმლოს მალავდა და პოპულარული თინეიჯერის იმიჯის მიღმა მარტოსული, პრობლემებით სავსე ადამიანი იმალებოდა.
გარდა ამისა, მერილინი აღმოაჩენს, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ ქმარი ღალატობს.
წიგნი ტრაგიკული მოვლენების ფონზე მკაფიოდ აღწერს რასიზმის თემასაც, რომელსაც აზიელი ადამიანები 70-იანი წლების ამერიკაში ხშირად განიცდიდნენ. ფილმის პროდიუსერი მაიკლ დე ლუკა იქნება.
კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, რომელშიც მალე ჯულიას ვიხილავთ Little Bee არის. ფილმს ამაზონი გადაიღებს, სიუჟეტი კი კრის კლეივის ბესტსელერ რომან The Other Hand-ს ეფუძნება.
ისტორია თავშესაფრის მაძიებელი ნიგერიელისა და ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემის რედაქტორის, სარა ოროურკის გარშემო ვითარდება.
ფილმის გადაღების იდეა ჯერ კიდევ 2009 წელს გაჩნდა და მთავარ როლზე ნიკოლ კიდმანიც დაამტკიცეს, თუმცა საბოლოოდ პროდიუსერების გადაწყვეტილებით როლი რობერტსმა მიიღო.
როგორც ხედავთ, ჰოლივუდის ლამაზმანს წინ ძალიან დატვირთული წლები ელოდება, რაც რა თქმა უნდა მისი გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიამოვნოა.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
კომენტარები