2018 წელს გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები
2018 წელს ბევრი ცნობილი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის იყვნენ ჩვენი საყვარელი მომღერლები, მუსიკოსები, მსახიობები თუ რეჟისორები.
წლის მიწურულს კი დროა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ადამიანები, რომლებიც დავკარგეთ.
მსახიობი ბარტ რეინოლდსი
გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. რეინოლდსმა პოპულარობის პიკს 1970-1980-იან წლებში მიაღწია, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმებში Deliverance და Smokey and the Bandit. 1998 წელს ნომინირებული იყო ოსკარზე ფილმში Boogie Nights შესრულებული როლისთვის.
მომღერალი გიო ხუციშვილი
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მომღერალი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. სასცენო კარიერის გარდა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის არის - "სიყვარული ყველას უნდა", "ხარება და გოგია" და ა.შ.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯორჯ ბუში უფროსი 1989-1993 წლებში რესპუბლიკური პარტიიდან ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი იყო. 1971-1973 წლებში ის აშშ-ის ელჩი იყო გაეროში. 1976-1977 წლებში ჯორჯ ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, ბარბარა ბუში
ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, ბარბარა ბუში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბარბარა ბუშების დინასტიის მარტიარქალური ფიგურა იყო. ჯორჯ ბუშ უფროსის ცოლი და უმცროსი ჯორჯის დედა, მათ საპრეზიდენტო და მეორე შვილის, ჯებ ბუშის გუბერნატორის კარიერას ყველანაირად უწყობდა ხელს. ბარბარა ბუშმა თავისი გავლენა განათლებისა და ლიტარატურის პროპაგანდას მიუძღვნა. ის ამერიკის პირველი ლედი 1989-დან 1993-წლამდე იყო.
რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ იტალიელი კინორეჟისორი, ბერნარდო ბერტოლუჩი, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა და გარდაცვალების მომენტში, რომში იმყოფებოდა. ბერტოლუჩი ახერხებდა როგორც ევროპაში, ისე ჰოლივუდში მოღვაწეობას. მან შექმნა მრავალი ეპოქალური ფილმი, რომელიც კინოინდუსტრიაში ახალი თაობებისთვის გზამკვლევი იყო.
მარველის კომიქსების შემქმნელი და მწერალი სტენ ლი
ლეგენდარული სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლოს-ანჯელესში, ადგილობრივი დროით ორშაბათს დილით გარდაიცვალა. სტენ ლი ამერიკელი მწერალი, მსახიობი და პროდიუსერია, რომელმაც ყველასთვის საყვარელი და კომიქსის შეუცვლელი გმირები შექმნა.
მწერალი თამაზ ჭილაძე
მწერალი, პოეტი და დრამატურგი, რუსთაველის დასახელმწიფო პრემიების ლაურეატი, თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობი ლეილა აბაშიძე
ქართული კინოს ლეგანდა, მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას თავის ტვინის იშემიური ინსულტი მოუვიდა და მდგომარეობა კრიტიკული იყო. მსახიობი 1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში", 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში "ქაჯანა". 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში "შეხვედრა წარსულთან" ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.
სოპრანო მონსერატ კაბალიე
მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული სოპრანოს კარიერა 50 წლის განმავლობაში გაგრძელდა. 50 წლიან კარიერაში კაბალიემ იმღერა 90-ზე მეტ სპექტაკლში და შეასრულა წამყვანი როლები მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კლასიკურ იტალიურ ოპერებში.
მომღერალი და კომპოზიტორი შარლ აზნავური
აზნავურის მუსიკალური კარიერა 80 წელზე დიდხანს გრძელდებოდა. საფრანგეთში მცხოვრებმა და სომეხი წარმოშობის შემსრულებელმა 180 მილიონზე მეტი მუსიკალური ჩანაწერი გაყიდა, მისმა კომპოზიციებმა კი 60-ზე მეტ ფილმში გაიჟღერა.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი
2017 წლის ივლისში, მაკკეინის აგრესიული ფორმის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ექიმებმა მას თავის არეში არსებული სიმსივნური წარმონაქმნები ამოაჭრეს.
მწერალი ფილიპ როთი
ამერიკელი მწერალი ფილიპ როთი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. როთმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა 1959 წელს დაბეჭდილი ნოველით "მშვიდობით, კოლუმბუს". მისი 1997 წლის რომანი "ამერიკული პასტორალი" პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. ხოლო მისი 2001 წლის რომანი "ადამიანური ლაქა" დიდი ბრიტანეთის სალიტერატურო პრემიის ლაურეატი გახდა წლის საუკეთესო წიგნისთვის.
მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე
ბაადურ წულაძე 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მსახიობი პირველად გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში "ქორწილი".
რეჟისორი ერმანო ოლმი
ორმანო ოლმი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის წევრების განცხადებით გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. რეჟისორი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის ოქროს პალმის რტო და ოქროს ლომი.
მსახიობი პამელა გიდლი
მსახიობი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიდლიმ კარიერა მოდელობით დაიწყო, თუმცა პოპულარობა დევიდ ლინჩის ფილმით, Twin Peaks: Fire Walk with Me-თ მოიპოვა.
შვედი მუსიკოსი Avicii
მუსიკოსი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. Avicii ცნობილი 2011 წელს გახდა, მისი პირველი ჰიტით Levels, რის შემდეგაც მას ხშირად იწვევდნენ მსოფლიო მასშტაბით ელექტრონული მუსიკის ფესიტვალებზე.
მოჭადრაკე ნინო ხურციძე
ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. სპორტსმენი თვეების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. ხურციძე იყო მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელი და საქართველოს 6-გზის ჩემპიონი.
რეჟისორი ვიტორიო ტავიანი
ვიტორიო ფილმებზე თავის უმცროს ძმასთან პაოლოსთან ერთად მუშაობდა და ისინი კინოს სამყაროში ძმები ტავიანების, სახელით არიან ცნობილი.
სოულის ლეგენდა არეტა ფრანკლინი
სოულის ლეგენდა არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარულ მომღერალს სიმსივნის დიაგნოზი 2010 წელს დაუსვეს. მან აუდიტორიის წინაშე ბოლოს 2017 წლის ნოემბერში, ნიუ-იორკში, ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდის მიერ გამართულ კონცერტზე იმღერა.
რეჟისორი პენი მარშალი
პენი მარშალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ეკუთვნის ისეთი ფილმები, როგორიც არის - Big, Awakenings და ა.შ. ის იყო პირველი ქალი რეჟისორი, რომლის ფილმმაც $100 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა კინოსტუდიას.
შეფ-მზარეული და ტელეწამყვანი ენტონი ბურდენი
ენტონი ბურდენი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი სტრასბურგში, სასტუმროს ნომერში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა გახდა
მსახიობი ვერნ ტროიერი
ამერიკელი მსახიობი ვერნ ტროიერი, რომელიც ცნობილი ოსტინ პაუერსის ფილმებში შესრულებული მინი-მეს როლით გახდა, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პოლიტიკოსი ნიკა რურუა
ნიკა რურუა
ფოტო: ნიკა რურუა/Facebook
პოლიტიკოსი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნიკა რურუა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ასევე იკავებდა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას. მისი ინიციტივით დაარსდა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.
ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი
ფოტო: Martin Hoscik / Shutterstock
ბრიტანელი თეორიული ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში საკუთარ სახლში, ოქსფორდში გარდაიცვალა. 21 წლის ასაკში სტივენ ჰოკინგს ნერვკუნთოვანი დაავადება ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს. ექიმების აზრით, მას მხოლოდ 2 წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. თუმცა, ჰოკინგს დაავადება ნელი ტემპით განუვითარდა, რომელმაც 30 წლის ასაკში დამბლამდე მიიყვანა.
დიზაინერი იუბერ ჟივანში
ფრანგული ტანსაცმლის, აქსესუარების და პარფიუმერიის ბრენდის Givenchy-ს დამფუძნებელი, იუბერ ჟივანში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. იუბერ ჟივანშიმ ბრენდი 1952 წელს დააარსა და იქ 1995 წლამდე მუშაობდა. მან შექმნა ოდრი ჰეფბერნისა და ჟაკლინ კენედის დაუვიწყარი კოსტიუმები.
მსახიობი სოსო ლაღიძე
სახიობი სოსო ლაღიძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში: სხვისი შვილები, საბუდარელი ჭაბუკი, გლახის ნაამბობი, ლონდრე, ყვარყვარე, მარადისობის კანონი და ა.შ.
მომღერალი დოლორეს ო'რიორდანი
ირლანდიელი მუსიკოსი, დოლორეს ო'რიორდანი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. The Cranberries-ის ვოკალისტი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ჯგუფთან ერთად მუსიკის ჩასაწერად ჩავიდა.
მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი
მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი 40 წლის ასაკში თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. ზუზუ ერთ-ერთ როლს ასრულებდა სერიალში ჩემი ცოლის დაქალები. ასევე თამაშობდა ფილმებში გოგონა სლაიდიდან და ფარაჯანოვი.
რეჟისორი მილოშ ფორმანი
რეჟისორი მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფორმანის მეუღლის მარტინას თქმით, გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესება გახდა. ფორმანს ეკუთვნის ფილმები: ამადეუსი, ვალმორი, ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა და ა.შ.
მსახიობი ემა ჩემბერსი
ბრიტანელი მსახიობი, ემა ჩემბერსი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ემა პოპულარული გახდა ისეთ ფილმებსა და სერიალებში თამაშით, როგორებიცაა: Notting Hill, The Vicar of Dibley და ა.შ
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
კომენტარები