ლიეტუვამ ქერჩის კრიზისის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ლიეტუვა NATO-ს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს სანქციები არ დაუწესებიათ, მაგრამ ქერჩის სრუტეში თავდასხმის პროტესტის ნიშნად ჩვენ მივიღეთ ჩვენი ეროვნული სანქციები", — განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
კონკრეტულად რა სახის შეზღუდვები იმოქმედებს, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია. შესაძლოა, ლიეტუვამ არასასურველი პირების სია გააფართოვოს.
უკრაინის კრიზისისა და ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირმა, აშშ-მ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე სანქცია შემოიღო. მოქმედებს როგორც სექტორული, ისე პერსონალური სანქციები.
ქერჩის კრიზისი
25 ნოემბერს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა. რუსეთმა უკრაინის 20-ზე მეტი სამხედრო დააკავა.
კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსულმა მხარემ უკრაინული გემები თავისი საზღვაო ტერიტორიის დარღვევაში დაადანაშაულა. 25 ნოემბერს, დილით, უკრაინული გემები "ბერდიანსკი" და "ნიკოპოლი", ბუქსირ "იანა კაპასთან" ერთად შავი ზღვის ტერიტორიიდან აზოვის ზღვაში მიცურავდნენ ქერჩის სრუტის გავლით. ეს არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით წასასვლელად, რომლის აკვატორიასაც რუსეთი და უკრაინა იზიარებენ.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა პროვოკაცია მოაწყო. მათი მტკიცებით, რუსული გემი უკრაინელების ბუქსირს განგებ შეეჯახა, რის შედეგადაც ბუქსირის რამდენიმე ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. შეჯახების შემდეგ უკრაინულმა გემებმა მარიოპოლისის მიმართულებით ცურვა განაგრძეს, თუმცა რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენეს და უკრაინულ გემებს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, ადგილზე რუსული ვერტმფრენებიც გამოჩნდნენ, რათა ტერიტორია გაეკონტროლებინათ.
რუსული მხარის განცხადებით, ამ მოქმედებებს უსაფრთხოების ზომების მისაღებად ახორციელებდნენ. ამ ფაქტს უკრაინული მხარე უარყოფს. მათი მტკიცებით, გემების გადაადგილების მარშრუტი წინასწარ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან.
26 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განკარგულება საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
საომარი მდგომარეობა რუსეთის საზღვართან მდებარე 10 რეგიონში გამოცხადდა და 30 დღე გაგრძელდება. საომარი მდგომარეობა არ გულისხმობს საომარი მოქმედებების წარმოებას. პოროშენკოს განცხადებით, უშიშროების საბჭომ მას 60-დღიანი ვადა შესთავაზა, თუმცა უარი თქვა. ამის მიზეზად პრეზიდენტმა ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციები დაასახელა.
როგორც პოროშენკომ განმარტა, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს უკრაინის მოქალაქეების უფლებების რაიმე სახით შეზღუდვას. მისივე თქმით, საომარი მდგომარეობა ხელს არ შეუშლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას.
საომარი მდგომარეობის პერიოდში 16-დან 60-წლამდე რუსეთის მოქალაქე კაცებს უკრაინამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გამონაკლისი იქნება ჰუმანიტარული ხასიათის მგზავრობები, მათ შორის, დაკრძალვაზე დასწრება.
ქერჩში განვითარებულ მოვლენებს მაშინვე მოყვა რეაქცია საერთაშორისო საზოგადეობის მხრიდან. მათ დაგმეს რუსეთის ქმედებები და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში დაადანაშაულა.
ამავე თემაზზე:
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები