რუსული კომბაინები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსავალს იღებენ
ფოტო: რუსთავი 2
გორის რაიონის სოფელ ზემო სობისში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსული კომბაინი გამოჩნდა. კომბაინებმა მოსავლის აღება იმ ტერიტორიაზე დაიწყეს, რომელზეც მოსავალი ჯერ კიდევ გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეებმა დათესეს.
ამ წუთებში მიმდებარე ტერიტორიაზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებიან.
On.ge გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დავით ონიაშვილი ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ რუსულმა მხარემ ტექნიკით შემოსვლა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გუშინ, გვიან ღამით დაიწყო და მოქალაქეებს ამ ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა:
"ჩვეულებრივ ამ მოსახლეობამ თავისი ნაკვეთები მოხნა, დაფარცხა, დათესა. დათესვის შემდეგ, გაზაფხულზე, მათ მონიშნეს ტერიტორია ჯოხებით და ახლა შემოიყვანეს კომბაინები და ჩვენი მოსახლეობის მოსავალს იღებენ ამ კონკრეტულ ნაწილზე. ჩვენ რომ დილით გამოვჩნდით კომბაინები გავიდნენ."
დავით ონიაშვილი აცხადებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართები არ არის და არც ტერიტორიის აღმნიშვნელი სტენდი დგას, მიწის ნაკვეთი მხოლოდ იმ ჯოხებით არის გამოყოფილი, რომლითაც რუსულმა მხარემ გაზაფხულზე ტერიტორია მონიშნა. ონიაშვილის თქმით, დღემდე მოსახლეობას მიწის ნაკვეთზე შესვლის არანაირი პრობლემა არ ჰქონია და არც რუსული მხარე ჩანდა.
ადგილობრივი გამგებლის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ყველა სახელისუფლებო უწყება ინფორმირებულია და კოორდინირებულად მუშაობს:
"მიმდინარეობს მუშაობა, რომ შედგეს იმ ტიპის მოლაპარაკება, რომ ხელი არ შეუშალონ ჩვენს მოსახლეობას და მათ საკუთარი ნათესების აღება შეძლონ."
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსული მხარე მცოცავ ოკუპაციას ახორციელებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ე.წ საზღვრის გავლება ქართულ სოფლებში დაიწყო. მოსახლეობის ნაწილმა სახნავ-სათესი მიწები და სახლები დაკარგა. საოკუპაციო ხაზის გავლება აქამდე სოფელ ჯარიაშენში და ხურვალეთში მიმდინარეობდა.
მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა დიპლომატიური გზით, შერიგებით და არა – სამხედრო მოქმედებებით უნდა აღადგინოს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოკუპაციას რუსეთის მხრიდან არანაირი ადეკვატური არგუმენტი არ აქვს და სადემარკაციო ხაზის გავლების პროცესი ალოგიკურია. მარგველაშვილის თქმით, ეს პროცესი მოლაპარაკების გზით უნდა გამოსწორდეს.
თუმცა, რუსული მხარე ოკუპაციას არ აღიარებს. წელს, თბილისში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რუსმა დეპუტატმა, ნიკოლაი კოვალიოვმა განაცხადა:
„რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ საქართველოს მოთხოვნებს. რუსეთს არ შეუძლია ოკუპაცია უწოდოს იმას, რაც ხდება. ყველაფერი რაც რუსეთმა გააკეთა, ნაკარნახევი იყო ერთადერთი სურვილით, გადაერჩინა ადამიანების სიცოცხლე“.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები