დაკარგული და გაფუჭებული სამშენებლო მასალები, დაუსრულებელი პროექტები ჭიათურაში - აუდიტი
დაკარგული, გამოუყენებელი და გაფუჭებული სამშენებლო მასალები, წყლის სისტემის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები - ეს დარღვევები აუდიტის სამსახურმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში აღმოაჩინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს გამოუყენებელი და დასაწყობებული აქვს 744 100 ლარის მასალები. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების შესასრულებლად ჯამში გადაიხადა 1 534 000 ლარი, სამუშაოები დაუსრულებელია.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს შესყიდული და გამოუყენებელი აქვს 66 400 ლარის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურება, რომლითაც დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა.
გამოუყენებელი, დაკარგული და გაფუჭებული მასალები
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და 2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტით, სხვადასხვა სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად შეისყიდა 513 400 ლარის სამშენებლო მასალები.
როგორც ირკვევა, მერიას ახალი მასალების შესყიდვით უნდა დაეწყო ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა ან/და გაეგრძელებინა წინა პერიოდში დაწყებული მშენებლობები. აღნიშნულ მასალებს მერია გადასცემდა სოფლის მოსახლეობას, რომლებსაც საკუთარი ძალებით უნდა შეესრულებინა სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის 44 სოფელში დაგეგმილი იყო სარიტუალო დარბაზების, სტადიონების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის, წისქვილის, სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა/რეაბილიტაცია და სხვა.
აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შეძენილი 216 300 ლარის ღირებულების მასალა მუნიციპალიტეტს არ გამოუყენებია და დაგეგმილი სამუშაოები არ განუხორციელებია.
მუნიციპალიტეტს, გარდა აღნიშნული მასალებისა, ნაშთად ერიცხება წინა წლებში შეძენილი და გამოუყენებელი მასალები. კერძოდ, 2018 წლის აპრილის მდგომარეობით გამოუყენებელი მასალების ნაშთი შეადგენს 744 100 ლარს. აღნიშნული ნაშთი მოიცავს როგორც 2016-2017 წლებში შესყიდულ მასალების, ასევე 2016 წლამდე პერიოდში შეძენილი მასალების ღირებულებას.
ანგარიშში განმარტებულია, რომ ნაშთად რიცხული მასალები დასაწყობებულია სოფლების მიხედვით სხვადასხვა ოჯახში, თუმცა დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასალების ნაწილი გაფუჭებულია და უვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო ნაწილის ადგილსამყოფელი უცნობია. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით:
- გაფუჭებულია - 10 700 ლარის მასალა;
- გაურკვეველია ადგილსამყოფელი - 65 700 ლარის მასალა;
- გამოყენებულია - 216 ლარის მასალა (არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები);
- დასაწყობებულია - 451 700 ლარის მასალა.
აუდიტის სამსახურის განმარტებით, არსებული ნაშთის სრულად დათვალიერება ვერ მოხერხდა და, შესაძლოა, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემები არ ასახავდეს რეალობას.
წყლის სისტემის რეაბილიტაციის შესყიდვა
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტმა 10 სოფელში წყლის სისტემის მოწყობისთვის შეისყიდა 43 100 ლარის მასალები. აღნიშნული მასალები მერიამ გადასცა სოფლის მოსახლეობას, რომლებსაც საკუთარი ძალებით უნდა შეესრულებინათ დაგეგმილი პროექტი.
აუდიტის სამსახურის განმარტებით, მასალების ხარჯვაზე მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სტრატეგია ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების ხარისხიან შესრულებას, რადგან მოსახლეობას არ გააჩნია სათანადო ცოდნა და გამოცდილება ამ სამუშაოების განსახორციელებლად.
აუდიტის ჯგუფმა ამ წლის მარტში დათვალიერებისას გამოავლინა, რომ სოფლებში, წყლის სისტემა არ არის მოწყობილი, ხოლო შესყიდული მასალები გამოუყენებელი და დასაწყობებულია.
გარდა აღნიშნული სოფლებისა, 2016 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა სოფელ საკურწეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია. ანგარიშში ნათქვამია, რომ, პირველ ეტაპზე, მერიამ 2016 წელს 105 500 ლარის ღირებულების წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები შეიძინა. მომდევნო ეტაპზე, 2017 წელს მუნიციპალიტეტმა წყლის სიტემის მოსაწყობად (დაქსელვისათვის) 6 700 ლარის ღირებულების მილები შეიძინა.
2018 წლის მარტში სამუშაოების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ წყლის სისტემის მოწყობა დასრულებული არ არის:
- შესრულებულია სათავე ნაგებობის მშენებლობა;
- წყლის მილების ნაწილი მოწყობილია გარკვეულ უბნებში, თუმცა სათავე ნაგებობაზე დაერთებული არ არის;
- მილების დარჩენილი ნაწილი გამოუყენებელი და დასაწყობებულია.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელ საკურწეს, წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის მუნიციპალიტეტმა დახარჯა, სულ 112 200 ლარი, მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.
დაუსრულებელი წისქვილი
2016 წელს მუნიციპალიტეტმა სოფელ ჯოყოეთში წისქვილის მშენებლობისათვის შეიძინა 3 200 ათასი ლარის მასალები. აღნიშნული მასალები მერიამ გადასცა სოფლის მოსახლეობას, რომლებსაც საკუთარი ძალებით უნდა შეესრულებინათ დაგეგმილი პროექტი.
აუდიტის დჯგუფმა ამ წლის მარტში დათვალიერების შედეგად გამოავლინა, რომ წისქვილის მშენებლობა დაუსრულებელია. 2016 წელს შეძენილი მასალები გამოუყენებელი და დასაწყობებულია.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, წისქვილის მშენებლობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტმა დაიწყო 2014 წელს, რისთვისაც 2014-2016 წლებში მუნიციპალიტეტმა სულ დახარჯა 5 200 ლარი.
ფოტო: აუდიტის სამსახური
სპორტული მოედნების მოწყობა
აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ სოფელ ხალიფაურსა და მღვიმევში მოუწყობელია საფეხბურთო სტადიონები. 2016 წელს მუნიციპალიტეტმა სტადიონების კეთილმოსაწყობად 4 100 არის ღირებულების მასალები შეიძინა.
აუდიტის ჯგუფმა მარტში დათვალიერების შედეგად გამოავლინა, რომ სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები არ არის შესრულებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ სოფელ ხალიფაურში, სპორტული მოედნისათვის განკუთვნილ ადგილზე ამოთხრილია ორმო, რის გამოც ვერ მოხერხდა სამუშაოების შესრულება.
"დაგეგმვაში არსებული ხარვეზების გამო სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ ადგილზე ვერ განხორციელდება დამატებითი ფინანსური რესურსის გარეშე. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო პროექტის დაგეგმვისა და შესრულების პროცედურები წარემართა იმგვარად, რომ მიღწეულიყო საბოლოო მიზნები".
ამასთანავე, დასურლებლია სოფელ ხვაშითში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მოწყობა. 2016 წელს მუნიციპალიტეტმა მშენებლობისთვის გადაიხადა 1 700 ლარი. ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტს სამუშაოების დასასრულებლად დამატებითი ღონისძიებები არ დაუგეგმავს.
ფოტო: აუდიტის სამსახური
საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა
2016-2017 წლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტმა შეიძინა 212 000 ლარის ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, დაგეგმილი იყო 242 ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულება.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ წლის აპრილის მდგომარეობით, გამოუყენებელია 66 400 ლარის ღირებულების 37 ობიექტის სარეაბილიტაციოდ შეძენილი პროექტები. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, შეძენილი პროექტები ითვალისწინებდა ბაღების, საყრდენი კედლების, სკვერის, შიდა ეზოების, სანიაღვრე არხების, ტროტუარების, გზების რეაბილიტაციისა და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.
როგორც აუდიტის სამსახურის განუმარტეს, შეძენილი პროექტების გამოყენება ახლო მომავალში არ არის დაგეგმილი.
სარიტუალო დარბაზების მშენებლობა
ჭიათურის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს სარიტუალო დარბაზების მშენებლობისთვის 390 400 ათასი ლარი დახარჯა.
სამუშაოების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 20 სარიტუალო დარბაზი რომელშიც 2016-2017 წლებში გადახდილია 216 700 ლარი, დაუსრულებელია და არ ფუნქციონირებს. ამასთანავე, ზოგიერთი სარიტუალო დარბაზის მშენებლობა დაწყებულია 2016 წლამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ მშენებლობაზე დახარჯულია 406 900 ლარი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შენობები უფუნქციოა და მის დასასრულებლად საჭირო სამუშაოების ჩატარება არც მომდევნო წელს არ არის დაგეგმილი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტს თავისუფალი ნაშთის სახით 2016 წლის დასაწყისში ერიცხებოდა 1 331 900 ლარი, 2017 წლის დასაწყისში 1 119 500 ლარი და 2017 წლის ბოლოს - 3 221 000 ათასი ლარი და ამ თანხით სამუშაოების დასრულება შეეძლო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, წყლის სისტემების, წისქვილის, სპორტული მოედნების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის და სარიტუალო დარბაზების დასრულება ვერ მოხერხდა, რადგან გამოყოფილი ფინანსური რესურსი არ იყო საკმარისი, ასევე, მოსახლეობამ ვერ უზრუნველყო მათთვის გადაცემული მასალებით დაგეგმილი სამუშაოების შესრულება.
აუდიტის სამსახურის თქმით, არასაკმარისი ფინანსური რესურსები არ შეიძლება ჩაითვალოს პროექტების წარმატებით დაუსრულებლობის ობიექტურ მიზეზად, რადგან მუნიციპალიტეტს დაგეგმვის ეტაპზე უნდა განესაზღვრა პროექტების რეალური საჭიროება, ღირებულება და დაფინანსების წყარო.
ამ საკითხებთან დაკავშირებით On.ge-ს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან სურდა დაკავშირება, თუმცა მერიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
ამასთანავე, On.ge დაინტერესდა შეისწავლის თუ არა პროკურატურა აუდიტის აღნიშნულ ანგარიშსს. ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები