ერთი ნაბიჯით ახლოს სიცოცხლესთან - რა შეცვალა მარსზე თხევადი წყლის აღმოჩენამ
მარსი მზის სისტემის ერთადერთი პლანეტაა, რომელიც შეიძლება სასიცოცხლოდ ვარგისი იყოს.
ფოტო: ESO/M. Kornmesser
უკვე ათწლეულებია, რაც მეცნიერები მარსზე წყლის არსებობის იდეას დასტრიალებენ. წითელი პლანეტის დღევანდელი ზედაპირი სავსეა დიდი ხნის წინ დამშრალი ხეობებით, მდინარის კალაპოტებითა და ტბებით, ეს ყველაფერი კი მარსის წყლით მდიდარ წარსულზე მიუთითებს. ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ მარსზე წყალი ძირითადად ყინულის სახით არსებობდა, რასაც მარსის ზედაპირზე ან ჩვენს გაგზავნილ რობოტებზე შემჩნეული კონდენსაციაც ადასტურებდა, წყლის თხევადი სახით არსებობა კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ჩვენ შემჩნეული გვაქვს, რომ მარსის დაქანებულ ფერდობებზე სეზონურად წყლის დინების კვალი ჩნდება. ეს, სავარაუდოდ, მარილებით გაჯერებული მიწის ქვეშ არსებული ყინულის დამსახურებაა, რომელიც თბილ პერიოდში დნება და ზედაპირზე გამოდის.
გამდინარე წყლის კვალი მარსის ზედაპირზე
ფოტო: NASA
გუშინ მეცნიერებმა ისტორიაში პირველად მარსის ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის დიდი მასა აღმოაჩინეს. ევროპელმა მეცნიერებმა აღმოჩენა Mars Express-ზე მიმაგრებული სპეციალური რადარის საშუალებით გააკეთეს. რადარი მარსის ზედაპირისკენ დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღებს გზავნის. ამ ტალღებს კი მარსის ზედაპირი და მის ქვეშ არსებული სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ფენები უკან ხომალდისკენ ირეკლავს. მიღებული სიგნალების ანალიზით ამ ფენების რაობის დადგენაა შესაძლებელი. როდესაც მეცნიერებმა მარსის სამხრეთ პოლუსის რადარული რუკა შექმნეს, მათ შეამჩნიეს, რომ რუკაზე ერთ-ერთი რეგიონი განსაკუთრებული არეკვლით გამოირჩეოდა. მეცნიერების თქმით ასეთ სიგნალებს ყოველთვის წყალი იძლევა. მიწის ქვეშ წყლის დიდი რეზერვუარები დედამიწაზეც გვხვდება. ერთ-ერთი ასეთია ანტარქტიდის ქვეშ არსებული ვოსტოკის ტბა, ხოლო მარსზე და დედამიწაზე მოპოვებული მიწისქვეშა წყლების რადარული მონაცემები ერთმანეთის მსგავსია, რამაც მეცნიერები ვარაუდის სიზუსტეში დაარწმუნა.
კონდენსაცია რობოტ Curiosity-ს საკალიბრაციო მოწყობილობაზე. მარჯვნივ ობიექტი ჩვეულ მდგომარეობაშია, მარცხნივ კი ის წყლის ყინულით არის დაფარული.
ფოტო: Curiosity
პოტენციური სიცოცხლე
ჩვენ ვიცით, რომ მარსზე არსებული პირობების გამო სუფთა წყლის თხევად მდგომარეობაში გაჩერება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ის მყისიერად ორთქლდება ან იყინება. აღმოჩენილ თხევად წყალში სავარაუდოდ სხვადასხვა მარილები არის გახსნილი, რაც მისი გაყინვის ტემპერატურას ადაბლებს. მეცნიერები აღმოჩენილ წყალში სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობაზეც საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილ რეზერვუარში ორგანიზმების არსებობისათვის იდეალური პირობები ნამდვილად არ არის, ჩვენ ვიცით, რომ სიცოცხლე ერთი შეხედვით წარმოუდგენელ ადგილებშიც კი პოულობს ხოლმე გამოსავალს.
"სიცოცხლისთვის სამი რამ არის საჭირო: თხევადი წყალი, ენერგიის წყარო და საწყისი ბიოლოგიური მასალა. როგორც ჩანს, მარსის ზედაპირის ქვეშ აღმოჩენილი ტბა პირველ ორ პუნქტს აკმაყოფილებს, ხოლო ბიოლოგიურ საწყისს რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა ჯერ არავინ იცის. მაგრამ თუ სიცოცხლის აღმოცენებისათვის აუცილებელი ნივთიერებები ერთ დროს დედამიწაზე მოხვდა, არ არის გამორიცხული, რომ ისინი როგორღაც მარსზეც მოხვედრილიყო", - ამბობს მიკრობიოლოგიის პროფესორი ჯონ პრისკუ.
ადამიანები მარსზე დიდ იმედებს ვამყარებთ, ის მზის სისტემის ერთადერთი პლანეტაა, რომელიც შეიძლება სასიცოცხლოდ ვარგისი იყოს.
ამის რამდენიმე სხვადასხვა მიზეზი არსებობს:
- ზაფხულში მარსზე ტემპერატურა ხშირად -50-დან +35 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს.
- მასზე მზის ელემენტებისგან ენერგიის მისაღებად საკმარისი სინათლე აღწევს.
- მისი მიზიდულობა დედამიწაზე არსებულის ნახევარია, რაც, მეცნიერების აზრით, საკმარისია, რომ ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემები არ შეექმნას.
- მარსს გააჩნია ატმოსფერო, რომელიც თხელია, თუმცა მზის რადიაციისგან პლანეტას მაინც იცავს.
- მარსზე დღე-ღამის ციკლი დედამიწის მსგავსია, იქ ერთი დღე 24 საათი და 40 წუთი გრძელდება.
ამ პუნქტებს ახლა კიდევ ერთი, მარსზე თხევადი წყლის არსებობა შეემატა.
მარსზე 1 კილოგრამი ტვირთის წაღება მინიმუმ 45 000 მილიონი დოლარი ჯდება.
მარსზე ადამიანების გაგზავნა 21-ე საუკუნეში ყველა კოსმოსური სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანაა. თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ მრავალი დაბრკოლების გადალახვაა საჭირო. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, მარსზე ერთი კილოგრამი ტვირთის წაღება მინიმუმ 45 000 მილიონი დოლარი ჯდება, რაც ძალიან ძვირია. გასათვალისწინებელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მარსიდან ადამიანების უკან დაბრუნებაა. ამისთვის ხომალდებმა უკან დასაბრუნებელი საწვავი დედამიწიდან უნდა წაიღონ, რაც ხომალდის ხარჯებს მრავალჯერ ზრდის.
თუ ჩვენ მარსზე არსებული წყლის რესურსების გამოყენება შეგვეძლება, ეს თეორიულად ნიშნავს იმას, რომ შევძლებთ მოგზაურობისთვის საჭირო საწვავი მარსზევე შევქმნათ და უამრავი რესურსი დავზოგოთ.
კოსმოსური ელექტროლიზი
ფოტო: Steve Burg
ელექტროლიზი კარგად ცნობილი პროცესია. ამ დროს ელექტროენერგიის საშუალებით წყლის მოლეკულები იხლიჩება. წყალი ჟანგბადად და წყალბადად იყოფა, შემდეგ კი მათი გამოცალკევება ხდება. ეს ორი ნივთიერება ძალიან ხშირად რაკეტების საწვავად გამოიყენება.
მეცნიერებს კოსმოსში ელექტროლიზით საწვავი აქამდეც მიუღიათ, ამისთვის მათ მზის ელემენტები და დედამიწიდან წაღებული წყალი გამოიყენეს. თუ ჩვენ მარსზე წყლის მოპოვებას შევძლებთ, მზის ელემენტებთან ერთად, ეს საშუალებას მოგვცემს მის ზედაპირზე დიდი რაოდენობით რაკეტის საწვავი დავამზადოთ. ასევე ამ ხერხით მიღებული ჟანგბადის სასუნთქად გამოყენებაც შეიძლება, რაც მეცნიერებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აქამდეც გაუკეთებიათ.
მარსზე წყლის არსებობას და მის ხელმისაწვდომობას კაცობრიობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჯერჯერობით მეცნიერებმა მხოლოდ ერთი მიწისქვეშა წყლის რეზერვუარი აღმოაჩინეს, რაც წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. ახლა გასარკვევია, კიდევ არსებობს თუ არა მსგავსი ტიპის ტბები მარსის ზედაპირის ქვეშ. თუ მარსზე ასეთი ტბები მრავლად არის, ეს ნიშნავს, რომ მათი არსებობისთვის აუცილებელი გარემო პირობები არც ისე იშვიათია, როგორც გვეგონა. გარდა ამისა, ასეთი ტბები შესაძლოა მარსის არსებობის იმ პერიოდზე შეიცავდნენ ინფორმაციას, როდესაც სტატიის დასაწყისში ნახსენები ხეობები, მდინარის კალაპოტები და ტბები ჯერ კიდევ წყლით იყო სავსე, ხოლო პლანეტას კი გარს სქელი ატმოსფერო აკრავდა.
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
კომენტარები