2015 წელს ოფიციალურად არასრულწლოვანთა 611 ქორწინებაა რეგისტრირებული
ფოტო: სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც საქართველოში ადრეული ქორწინების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა უწყებების კომპეტენციის ფარგლებში გაკეთებულ აღრიცხვებზე დაყრდნობით აქვეყნებს. ანგარიშიდან ჩანს, რომ 2015 წელს სოციალური სააგენტოს მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების 47 და არასრულწლოვნის მიერ დაოჯახების მიზნით სკოლის მიტოვების 408 ფაქტი, იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული 611 ქორწინება და ბავშვის დაბადების მომენტისათვის დაფიქსირებული არასრულწლოვანი მშობელის 1449 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი არასრულწლოვანი მშობელი(393) 2015 წელს თბილისში დაფიქსირდა, მას მოსდევს იმერეთი(234) კახეთი(192), ქვემო ქართლი(189), სამეგრელო-ზემო-სვანეთი(138), აჭარა(147), შიდა ქართლი(96), სამცხე ჯავახეთი(30), გურია(23), მცხეთა-მთიანეთი(6) და რაჭა-ლეჩხუმი(1).
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების მიზნით სწავლის შეწყვეტა შემაშფოთებელი ფაქტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საბაზო საფეხურის განათლების შეწყვეტას ეხება:
"განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზნით, სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 168 შემთხვევაში, სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა პირმა დაანება".
ანგარიშიდან ირკვევა, რომ ყველაზე ხშირად სწორედ 17 წელს მიღწეული ასაკის მოსწავლეები ტოვებენ სკოლებს, ყველაზე იშვიათად კი 13 წლის ბავშვები.
ანგარიშში დასკვნის სახით წერია, რომ ადრეულ ასაკში დაოჯახების ერთ-ერთი მიზეზი, ამ საკითხთან დაკავშირებულ ცნობიერების დაბალი დონეა. ომბუდსმენის აზრით, შემაშფოთებელია ფაქტები, როდესაც ზოგიერთ მასწავლებელს მიაჩნია, რომ ორსულმა გოგონებმა გაკვეთილებზე არ უნდა იარონ. ომბუდსმენის თქმით, აღნიშნული ბავშვის უფლებას-მიიღოს განათლება და განვითარდეს, ეწინააღმდეგება.
სახალხო დამცველის აზრით, პრობლემის კიდევ ერთი მიზეზი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ გოგონების არაინფორმირებულობაა მისი თქმით, მათ არ იციან, ორსულობის შემთხვევაში, რისი უფლება აქვთ, როგორია აბორტზე ხელმისაწვდომობა და კონფიდენციალურობის საკითხი:
"გოგონებმა არ იციან კონტრაცეპტივების შესახებ და მათი ცნობიერება, როგორც მათი მნიშვნელობის, ასევე გამოყენების საკითხებში ძალიან დაბალია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათთვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სპეციალისტთა მიერ სემინარების ორგანიზება, რადგან აქვთ კითხვები, რომლებზეც სპეციალისტების კონსულტაცია ესაჭიროებათ".
ამას გარდა ანგარიშში დართულია ომბუდსმენის რეკომენდაციებიც, რომელთა ადრესატებიც განათლების, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები არიან. მათში, სხვა ბევრ რეკომენდაციასთან ერთად, მითითებულია ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად ჩასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობა, ეთნიკური ჯგუფებისათვის მშობლიური ენის მცოდნე ფსიქოლოგების მოძიება, რათა ძალადობის შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება მოხდეს და უბნის ინსპექტორის როლის გაძლიერება იმისთვის, რომ შესთავაზოს კონსულტაციები ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ GINSC 25 მარტს 2015 წელს შსს-ს მიერ შესწავლილი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით(სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან; ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ან ერთიდან სამ წლამდე) დაწყებული გამოძებებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომელთა საერთო რაოდენობაა 189.
აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შეტყობინების ავტორი 125 შემთხვევაში სამოქალაქო რეესტრის საგენტო, 20 შემთხვევაში ოჯახის წევრი, 15 შემთხვევაზე სამედიცინო დაწესებულება, 6 შემთხვევაზე დაზარალებული, 2 შემთხვევაზე ახლობელი, დანარჩენ ფაქტებზე კი სხვა პირები იყვნენ.
შესწავლილი საქმეების დიდ ნაწილში პოტენციურ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არის ოჯახური კავშირი, კერძოდ: 140 ფაქტის დროს დაზარალებულია ცოლი, ხოლო ბრალდებული ქმარი. მხოლოდ 23 ფაქტია მომხდარი არა ცოლ-ქმარს შორის, ოჯახის შექმნის მიზნის გარეშე.
დაზარალებულთა უმრავლესობას-29 დაზარალებულს არ აქვს პრეტენზია ბრალდებულის მიმართ; პრეტენზია აქვს მხოლოდ 5 დაზარალებულს; ხოლო, უცნობია 29 დაზარალებულის პოზიცია პირის ბრალდებასთან ან სხვა პროცესუალურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესწავლილი ფაქტების ყველაზე დიდი ნაწილი ჩადენილია 18-დან 25 წლამდე პირთა მიერ.
"161 პოტენციური ბრალდებულიდან დევნა დაიწყო 113 ბრალდებულის მიმართ, საიდანაც სასამართლოში წარმართული იქნა საქმე 99 ბრალდებულის მიმართ. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 81 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო გაფორმდა 80 პირის მიმართ; ხოლო, საქმე არსებითად დასრულდა 1 პირის მიმართ; სსკ-ის 140-ე მუხლზე გამამართლებელი განაჩენი დადგა 1 პირის მიმართ (გასაჩივრებულია სააპელაციო წესით); 17 პირის მიმართ საქმე განხილვის ეტაპზეა. დანარჩენი 14 ბრალდებულის მიმართ საქმეები, შესწავლის დროისათვის იყო გამოძიების ეტაპზე ან გამოძიების ეტაპზე მიღებული იყო სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილება."
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს სისხლის სამართლის კოდექსს 150 პრიმა მუხლი დაემატა, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს. თუმცა, ომბუდსმენის განცხადებით, 2015 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები