11 ყველაზე საშიში ვულკანი, რომელიც სჯობს, არ მოინახულოთ
ფოტო: TAREK WETZEL/ALASKA VOLCANO OBSERVATORY/USGS
დედამიწაზე დაახლოებით 1,500 აქტიური ან პოტენციურად აქტიური ვულკანია, ყოველდღე კი, დაახლოებით 20 მათგანი, გარკვეული სახით მაინც იფრქვევა.
აქ შეკრებილია მსოფლიოს 11 ყველაზე ცნობილი, ან თუნდაც უცნობი საინტერესო ვულკანი.
1. ნოვარუპტა
ფოტო: NPC
დამეთანხმებით, რომ ალასკაზე მდებარე ნოვარუპტა ტიპურ მთის ფორმის ვულკანს არ ჰგავს. ნაცვლად ამისა, ის 60-მეტრიანი ლავის გუმბათის სახით არსებობს, თუმცა ამან შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ. ნოვრაუპტამ მე-20 საუკუნის, ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა გამოიწვია. მისგან წამოსულმა მტვრის ღრუბელმა, კოდიაკის კუნძულზე მზე რამდენიმე დღით დააბნელა. ამოფრქვევამ მასთან მდებარე სხვა ვულკანის მთის ჩამონგრევაც გამოიწვია.
2. პარიკუტინი
ფოტო: MARIO VAZQUEZ/AFP/GETTY IMAGES
პარიკუტინი მექსიკაში 1943 წელს დაიბადა. ის მექსიკელი ფერმერის სიმინდის ყანაში, თებერვლის ერთ ჩვეულებრივ დღეს, მიწიდან ამოიზარდა. დაახლოებით 8 საათის შემდეგ კი, გავარვარებული ლავის ფრქვევა დაიწყო.
ამოფრქვევა 9 წლის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ მან, სიმინდის ყანის ნაცვლად, ადგილზე 300 მეტრის სიმაღლის ვულკანური მტვრის გორა დატოვა.
3. ვეზუვი
ფოტო: LIGHTROCKET. GETTY IMAGES
ვეზუვის მთა ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. თითქმის 2 000 წლის წინ, ქრისტეს შობიდან 79-ე წელიწადს, ვეზუვი სპონტანურად ამოიფრქვა და მასთან არსებული რომაული დასახლებები, მაგალითად, პომპეი, მტვრისა და ვულკანური ქვების ქარცეცხლში გაახვია.
ვულკანი ვეზუვი მას შემდეგ აქტიურია, თუმცა ამოფრქვევები ხშირად არ ფიქსირდება.
4. იელოსტოუნი
ფოტო: NPC
ბევრი მეცნიერი იელოსტოუნს არა ვულკანად, არამედ სუპერვულკანად მიიჩნევს, რადგან მას კოლოსალური რაოდენობის გამდნარი ნივთიერებების ამოფრქვევა შეუძლია, ასეთი მოვლენა ბოლო 2 მილიონი წლის განმავლობაში ორჯერ მოხდა.
იელოსტოუნი აქტიურ მდგომარეობაშია, თუმცა ასეთი კოლოსალური სიდიდის ამოფრქვევები ძალიან იშვიათია.
5. მონტან-პელე
ფოტო: UIG GETTY IMAGES
1902 წელს, ქალაქ სან-პიერში, რომელიც მონტან-პელეს ძირში მდებრეობს, ვულკანურ ამოფრქვევას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადაურჩა. სავარაუდოდ, ამოფრქვევამ დაახლოებით 28 000 ადამიანი შეიწირა. ამ მოვლენამ ვულკანოლოგ ტომას ჯაგერს გადააწყვეტინა, რომ ჰავაიზე მსოფლიოში პირველი ვულკანური ობსერვატორია დაეარსებინა.
6. კრაკატაუ
ფოტო: MAST IRHAM/EPA/REX/SHUTTERSTOCK
1883 წლის ძლიერი ამოფრქვევის დროს კრაკატაუს ამოფრქვევა იმდენად ხმამაღალი იყო, რომ მისი ხმა ხალხმა 5 000 კილომეტრის დაშორებით გაიგო.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამოფრქვევის გარშემო 160 კმ-იან ზონაში იმყოფებოდა, სმენის გამოუსწორებელ დაზიანებას მიიღებდა. ამოფრქვევის შედეგად 36 000 ადამიანი დაიღუპა.
7. კილაუეა
ფოტო: USGS
საბედნიეროდ, ყველა ვულკანი ისეთი სასტიკი არაა, როგორც წინა რამდენიმე.
ჰავაის ყველაზე ახალგაზრდა ვულკანიდან, კილაუეადან, უკვე 35 წელია, ლავა წყნარად, აფეთქებების გარეშე გადმოდის და ოკეანეში ჩაედინება. აქ ლეტალური შემთხვევები იშვიათია, თუ, რა თქმა უნდა, ცნობისმოყვარე ტურისტი შემთხვევით ლავაში ფეხს არ ჩაყოფს.
8. მაუნა-ლოა
ფოტო: USGS
მაუნა-ლოა დედამიწაზე მასით ყველაზე დიდი მთაა. თუ მას ოკეანის ფსკერიდან გავზომავთ, ის ევერესტზე უფრო მაღალიც არის. ის ჰავაის დიდი კუნძულის ნახევარზე მეტს შეადგენს და კვლავ აქტიურია.
9. ეიაფიადლაიეკუდლი
ფოტო: WIKIMEDIA COMMONS/REYKHOLT
ეს ისლანდიაში არსებული ყველაზე დიდი ვულკანია და ყინულითაა დაფარული.
ამოფრქვევის შემთხვევაში მას შეუძლია, ევროპაში დღეებით ან კვირეებით ფრენები შეაჩეროს. როგორც ეს 2010 წელს მოხდა. თვითმფრინავებს ვულკანურ მტვერში ფრენა არ შეუძლიათ, რადგან ის ძრავების აზიანებს.
10. ჰავრი
ფოტო: REBECCA CAREY/UNIVERSITY OF TASMANIA, AUSTRALIA./WOODS HOLE OCEANOGRAPHIC INSTITUTE
წყნარ ოკეანეში დაახლოებით 1,5 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობს ვულკანი ჰავრი.
ის ყურადღების ცენტრში 2012 წელს მოექცა, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავიდან მის თავზე 300 კვ.კმ-ის ზომის მოტივტივე ვულკანური ქვის მასა შეამჩნიეს.
11. შიშალდინი
ფოტო: ALASKA VOLCANO OBSERVATORY/MUSSELWHITE, LEVI/USGS
შიშალდინი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ვულკანურად აქტიურ რეგიონში, ალასკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ის სტატიის დასაწყისში ნახსენებ ნოვარუპტასთან ახლოს მდებარეობს.
ბონუს ვულკანი: ოლიმპის მთა
ფოტო: NASA
ეს მზის სისტემაში ყველაზე ვულკანია, თუმცა დედამიწაზე კი არა, მარსზე მდებარეობს. ის ამერიკის შტატ არიზონაზე დიდია, თუმცა მარსი გეოლოგიურად აქტიური არ არის და, შესაბამისად, ეს ვულკანიც მკვდარია.
-
ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
"ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა "ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს "ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
კომენტარები