დატბორილი სახლები მარნეულში - მერია დღემდე ზარალს ითვლის
ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
2 და 16 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მარნეულში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა და მოსახლეობა დაზარალდა. სტიქიის შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ზარალის დამთვლელი კომისია შეიქმნა, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა დღემდე დადგენილი არ არის. მერიაში ჯერ არც ის არის გარკვეული, რა ფორმით დაეხმარებიან დაზარალებულებს.
2 ივნისს მარნეულში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ვაჟა-ფშაველას, აღმაშენებლის, სულხან საბას, ლესელიძისა და ქობულეთის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ძლიერი წვიმა მოვიდა 16 ივნისსაც. ამჯერად უკვე ეზოები და სავარგულები დაიტბორა. განსაკუთრებით დაზარალდა ქობულეთის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა.
ფოტო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
58 წლის ასქერ სულეიმანოვის ოჯახი 2 ივნისს დაზარალდა. "სახლიდან წყლის ამოტუმბვას ჩვენი ძალებით ვცდილობდით, მაგრამ ვერ შევძელით. ყველაფერი გაფუჭდა და გადასაყრელია. 112-ში დავრეკეთ, მაგრამ ჩვენს დასახმარებლად არავინ მოვიდა" , - ამბობს ასქერ სულეიმანოვი.
ზარალი მიადგა საბირ დალივაროვის ოჯახსაც. სტიქიის შედეგად მისი სახლიც დაიტბორა: "მე ხელოსანი ვარ. ჩემი სამუშაო იარაღების ნაწილი წყალმა წაიღო, ნაწილი კი გაანადგურა. ბევრი ნივთი უკვე გადავყარე. ამ იარაღებით ვშოულობდი ფულს და შვილებს და შვილიშვილებს ვარჩენდი. ვინ ამინაზღაურებს ამ ზარალს? სტიქიის დღეს დახმარების ხელი არავინ გამოგვიწოდა", - ამბობს დალივაროვი.
ზოია კიკნაძე ოჯახის შვიდ წევრთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ წყალდიდობის დღეს მათი სახლიც დაიტბორა და თითქმის ყველაფერი დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის დროს შველას ითხოვდნენ, მათ დასახმარებლად არავინ მივიდა.
"წყალი რომ მოვარდა, კარს მთელი ძალით ვიჭერდი, რომ სახლში არ შემოსულიყო. დინება იმდენად ძლიერი იყო, კარი შემოამტვრია და სახლი წყლით აივსო. ბავშვი მაგიდაზე დავსვით. ჩვენ კი წყლით სავსე სახლში ვიჯექით და დახმარებას ველოდებოდით. 112-შიც დავრეკეთ. ვუთხარი, რომ სახლში ფეხმძიმე ქალი და ჩვილი ბავშვი იყვნენ, მაგრამ ეს არავინ გაითვალისწინა და დასახმარებლად არავინ მოვიდა. დატბორვის გამო ახლა სახლი ისეთ მდგომარეობაშია, აქ პატარა ბავშვთან ერთად ცხოვრება აღარ შეიძლება", - ამბობს ზოია კიკნაძე.
მარნეულის მერიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია შეიქმნა. პირველ ეტაპზე მათ სახიფათო ზონებიდან 50-მდე ადამიანი გაიყვანეს. ერთი ოჯახის გარდა ყველა მათგანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე დაბრუნდა. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ზეინალოვების 8-სულიანი ოჯახისთვის, რომელთა სახლიც 2 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისია, ბინას მერია ქირაობს.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის. ჯერჯერობით არც ის არის გარკვეული, დაზარალებულები ფულად კომპენსაციას მიიღებენ თუ მატერიალურ დახმარებას. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, დაზარალებულებს, შესაძლოა სამშენებლო მასალებით დაეხმარონ.
ავტორი: ნურანა მამმადი
სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები