როგორ შეუწყო ხელი აუტისტური სპექტრის არსებობამ კაცობრიობის სამხატვრო ევოლუციას
ფოტო: Wikimedia Commons
ათასწლეულის განმავლობაში დედამიწის გარშემო მიგრაციის შემდეგ, უძველესმა ადამიანებმა მუდმივი დასახლებების შექმნა ზედა პალეოლითის დროს, დაახლოებით 50 000 წლიდან 11 000 წლამდე დაიწყეს. ცივილიზაციების ჩამოყალიბების ამ პერიოდის ძირითადადი მახასიათებლებია: ცხოველების მოშინაურება, კომპლექსური იარაღების, აგრიკულტურისა და ხელოვნების რეალისტური ნიმუშების შექმნა.
არ ვიცით, რამ გამოიწვია გამყინვარების პერიოდში ხელოვნების ასეთი ბუმი. ამ თემაზე დღემდე დაობენ არქეოლოგები და ანთროპოლოგები, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ამ პროცესით ადამიანმა დიდი ნაბიჯი გადადგა ცნობირიერების ამაღლებისკენ.
ერთ-ერთი წამყვანი თეორია ამბობს, რომ ჩვენი წინაპრები ხშირად მოიხმარდნენ ჰალუცინოგენურ ნივთიერებებს და ცნობიერების შეცვლის შემთხვევებმა თვითგამოხატვის ახალი ფორმები შექმნა, თუმცა 1990-იან წლებში მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ზედა პალეოლითის ხელოვნების ნიმუშები ძალიან ჰგავს აუტისტური სპექტრის დარღვევის (ასდ) მქონე ადამიანების მიერ შექმნილ ნახატებს. ამ აღმოჩენამ შექმნა კონტრთეორია, რომელიც ამბობს, რომ ადრეული ევროპული საზოგადოებები არამხოლოდ ტოლერანტულები იყვნენ ნეიროლოგიურად ატიპური თვისებების მატარებელი ადამიანების მიმართ, არამედ მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ მათ ტომის მხატვრის როლის შესრულებაში.
იორკის უნივერსიტეტის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა სინამდვილეში უარყოფს იდეას, რომ გამოქვაბულის მხატვრები ხშირად იღებდნენ ფსიქოდელიურ ნივთიერებებს, ხოლო მის მაგივრად ამტკიცებს, რომ ამ მხატვრების უმეტესობას ჰქონდა ასდ-ს ერთ-ერთ მახასიათებელი - "დეტალებზე ფოკუსირებულობა".
"ჩვენ განვიხილეთ კვლევები ნიჭისა და ნარკოტიკების გამოყენებას შორის კავშირის შესახებ და დავასკვენით, რომ ნარკოტიკების გამოყენებამ ხელი მხოლოდ უკვე არსებულ ნიჭს შეიძლება შეუწყოს", - თქვა პროფესორმა პენი სპიკინსმა, ღია არქეოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული პირველი სტატიის ავტორმა.
იმდროინდელი ნახატებისათვის დამახასიათებელია რეალიზმი, ორინტირებულობა არა მთლიანი ობიექტის, არამედ მისი ნაწილებისადმი და ფორმების ერთმანეთით გადაფარვა. შესაძლოა ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებების მიღებას შეეცვალა ჩვენი აღქმა, თუმცა ეს არ გვიხსნის იმას, როგორ გამოიმუშავეს ადამიანებმა ასე მალე რეალისტურად ხატვისათვის საჭირო ტექნიკური უნარი.
ფსიქოლოგიური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ დეტალებზე ფოკუსირებულობა ან მისი არქონა განსაზღვრავს, შეეძლება თუ არა ინდივიდს ნანახი სცენის ან ობიექტის თვისებების ზუსტი გადმოცემა. ეს თვისება არამხოლოდ ასდ-ს მქონე ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. აღმოჩნდა, რომ ის გენეტიკურადაც გადაიცემა.
ავტორები აღნიშნავენ, რომ გენური ვარიაცები და ასდ-ს ინტელექტუალურად არადამაქვეითებელი ფორმის ერთდროულად ქონა ხელს უწყობს კონცენტრაციას, აყალიბებს ამოცნობის უნარს და აუმჯობესებს ინფორმაციის დამუშავებას. დიდი ალბათობით, მსგავსი შემთხვევები დიდი გამყინვარების პერიოდშიც ხდებოდა.
"კულტურაში შეტანილი წვლილის გარდა, დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანებს შეეძლოთ რთული იარაღების შექმნა ძვლების, ხისა და ქვებისგან. ეს უნარები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა მკაცრ გარემოპირობებთან გამკლავებისათვის", - თქვა სპიკინსმა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები