რა იცვლება საგანმანათლებლო სისტემაში - რეფორმა მოკლედ
ფოტო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრად დანიშვნიდან 6 თვის შემდეგ, ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ცვლილებები განათლების სისტემაში ოთხ მთავარ მიმართულებას მოიცავს: ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკას.
სიახლეები ზოგად განათლებაში
მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარება
განათლების მინისტრის თქმით, სამინისტრო განახორციელებს ცვლილებებს, რომელიც პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და პროფესიული ცოდნის ამაღლებისკენ იქნება მიმართული. რეფორმის მიხედვით, სპეციალური ტრენინგების საშუალებით, ისინი დაეუფლებიან სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს.
მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა
მიხეილ ჩხენკელის თქმით, გრიფირების მიმდინარე პროცესი, რომელიც მომავალი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება, სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარის დახვეწას უზრუნველყოფს.
"როგორც შინაარსი, ასევე წონა, მორგებული იქნება მოსწავლეების ასაკობრივ განვითარებასა და შესაძლებლობებზე. სახელმძღვანელო ბავშვისთვის ტვირთს არ უნდა წარმოადგენდეს", - განაცხადა მინისტრმა რეფორმის პრეზენტაციაზე.
მისი განმარტებით, ორ წელიწადში სახელმძღვანელოები სრულად გამოიცვლება, რომელთა ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესებულია.
სისტემის განვითარება
იგეგმება ზოგადი განათლების სისტემის შეფასება ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების მიერ. ეროვნული მოდელი და ფინური საგანმანათლებლო სივრცის ელემენტები კი ერთმანეთს შეერწყმება.
მოზარდებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ყველაზე მთავარი, რაც სკოლაში უნდა ხდებოდეს არის შემოქმედებითაც მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბება.
მინისტრის ინიციატივით, იწყება პროექტი ევრიკა, რომლის ფარგლებშიც მინისტრის თქმით, დარგის სპეციალისტები და წამყვანი მეცნიერები, სხვადასხვა საგანში არასტანდარტულ, სახალისო გაკვეთილებს ჩაატარებენ, რაც მოზარდებს შემოქმედებით ინტერესს გაუღვიძებს;
პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და საუნივერსიტეტო სივრცეს სკოლებთან ახლოს მიიყვანს.
"ჩვენ ვთხოვთ წამყვან პროფესორებს დამატებითი ონლაინგაკვეთილები ჩაუტაროს მოსწავლეებს. პროფესორები ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მოყვებიან თავიანთი დარგების ხიბლს, სილამაზეს თუ რატომ აირჩიეს ესა თუ ის პროფესია. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა თავის თავში აღმოაჩინონ, რომ ჰქონიათ ამ დარგის ნიჭი, რომ მათში გაიღვიძოს, ფიქრისადმი, ინტელექტუალური შრომისადმი სიყვარულმა", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ტექნოლოგიების დანერგვა სკოლებში
იგეგმება Microsoft-ის საგანმანათლებლო პროექტ Minecraft Education Edition-ის სკოლებში დანერგა.
"თამაშზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პროგრამას პედაგოგები გარკვეული საგნების სწავლების დროს გამოიყენებენ, რაც მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
პროექტი სექტემბრიდან პილოტირების რეჟიმში რამდენიმე სკოლაში დაიწყება და შემდგომ საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაზე გავრცელდება.
სოფლის სკოლების ახალი სიცოცხლე
მიხეილ ჩხენკელის თქმით, მისი მიზანია სოფლის სკოლები კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი გახდეს
"სოფლებში სკოლა ღია იქნება სოფლის მოსახლეობისთვის გაკვეთილების დასრულების შემდეგ. მათ საშუალება ექნებათ გააგრძელონ განათლება, გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა დარგში", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, იგეგმება სოფლის სკოლების გარდაქმნა საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად, რომლებიც საბავშვო ბაღს, სკოლას, კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს.
სიახლეები პროფესიულ განათლებაში
უმაღლესი პროფესიული განათლება
მინისტრის თქმით, მშობლების დიდი ნაწილი მცდარად ფიქრობს. მათ ჰგონიათ, რომ წარმატების მისაღწევად უმაღლესი განათლების დიპლომია აუცილებელი.
"საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის. შრომის ბაზარი მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს ითხოვს", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისი თქმით, განათლების სამინისტრომ ამ მცდარი აზრის დამარცხების რამდენიმე გზა დასახა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, პროფესიული კოლეჯები უნივერსიტეტებში დაფუძნდება.
"სტუდენტები ისარგებლებენ ყველა იმ უპირატესობით, რაც საუნივერსიტეტო სივრცეს აქვს", - განაცხადა მინისტრმა.
დასაქმებაზე ორიენტაცია
სამინისტროს ახალი რეფორმის მიხედვით, კოლეჯები კერძო კომპანიების ბაზაზე შეიქმნება, საუკეთესო სტუდენტებს კი, ექნებათ შესაძლებლობა, ამავე კომპანიაში დასაქმდნენ.
სწავლების ინტერნაციონალიზაცია
მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პროფესიულ სასწავლებლებთან. იგეგმება პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობა უცხოეთში.
"ეს განავითარებს აკადემიურ პროგრამებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დონეზე აიყვანს", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
სიახლეები უმაღლეს განათლებაში
უნივერსიტეტების განვითარების ხელშეწყობა
მინისტრის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებში სამეცნიერო-კვლევითი პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას. დამატებითი დეტალები დაფინანსების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მეცნიერების მხარდაჭერა
მინისტრმა საგრანტო კონკურსები დააანონსა, როგორც ფუნდამენტურ, ასევე, გამოყენებით კვლევებში. მისი თქმით გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან და ორგანიზაციებთან Horizon2020, Cost Action, Academia Europea, Cern, რაც ქართველ მეცნიერებს ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონის კვლევები, უცხოელ კოლეგებთან ერთად აწარმოონ.
სიახლეები ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით
არაფორმალური განათლების ხელშეწყობა
მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტრო ხელს შეუწყობს სეზონური სამეცნიერო სკოლების ფუნქციონირებას; იგეგმება ხელმისაწვდომობის გაზრდა ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე.
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
კომენტარები