ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე 5 პირი დააკავეს
პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების პროცესში სამართალდამცავებმა თბილისში 6 საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს, 5 ობიექტიდან კი სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი გამოითხოვეს. პოლიციამ დაკითხა 10 პირი და რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებმაც ინფორმაცია გავრცელებული კადრების შესახებ Facebook გვერდზე მიიღეს, მოწმეების მონაწილეობით დაათვალიერეს აღნიშნულის ამსახველი ელექტრონული მიმოწერა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს "ქრონიკა+"-ის დირექტორს ელისო კილაძეს გელა ღურცკაიამ წარუდგინა სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერი. 3 თებერვალს დააკავეს გელა ღურცკაია, რომლის საცხოვრებელი სახლიდანაც ამოიღეს მეხსიერების ბარათი, რომელზეც სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერი იყო.
პროკურატურამ დაადგინა იმ პირთა წრე, რომლებიც აღნიშნული ვიდეოჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებაში მონაწილეობდნენ. გამოძიებამ გაარკვია, რომ 2015 წლის დეკემბერში შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე დაუკავშირდა ღურცკაიას, რომელსაც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ერთ-ერთი ფარული ჩანაწერის ელისო კილაძისათვის გასაღება შესთავაზა. ხაჭაპურიძეს კი ხსენებული ჩანაწერები ინგა ჩიტოიანმა გადასცა, რომელმაც ვიდეოები, 2015 წლის ზაფხულში, მათი რეალიზაციის მიზნით, ადვოკატ ირაკლი ფხალაძისგან მოიპოვა:
"2014 წელს ადვოკატმა ირაკლი ფხალაძემ აღნიშნული ჩანაწერები გამოართვა ზურაბ ჯამალაშვილს და გადაწყვიტა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მათი გავრცელება. ირაკლი ფხალაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 2016 წლის 13 მარტს ამოიღეს ბრალდებულის პერსონალური კომპიუტერი, სადაც ინახებოდა ხსენებული და სხვა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც როგორც დაადგინეს 2012 წლის ივნისამდე პერიოდშია შექმნილი".
გამოძიებამ დაადგინა, რომ ზურაბ ჯამალაშვილს, რომელმაც ადვოკატ ფხალაძეს გადასცა ვიდეოჩანაწერები, ჰყავს შვილი ვასილ ჯამალაშვილი, რომელიც 2012 წლის 18 ივლისიდან 2012 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
პროკურატურის განცხადებით, ამ ეტაპზე სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულია გელა ღურცკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩიტოიანისა და ირაკლი ფხალაძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც სასჯელად თავისუფლების ხუთ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. 2016 წლის 14 მარტს კი დააკავეს ზურა ჯამალაშვილი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიების პროცესში სასამართლომ განჩინებების საფუძველზე სამართლებრივი დახმარებისათვის აშშ-ის კომპეტენტურ ორგანოებს YouTube-ის, Facebook-ისა და Google-ის სერვერებიდან IP მისამართები შესახებ ინფორმაცია გამოთხოვა იმისათვის, რომ დაადგინოს, რომელი ქვეყნიდან ატვირთეს ვიდეო და მოხდეს ინტერნეტ მომხმარებლის იდენტიფიცირება. ქართულმა მხარემ აშშ-ს ასევე სთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვინ შექმნა Facebook გვერდი პოლიტიკოსის სახელით, საიდანაც ჟურნალისტებთან და სხვა პირებთან დაიგზავნა ვებგვერდის ლინკი, სადაც განთავსებული იყო ვიდეომასალა.
11 მარტს გავრცელდა სავარაუდოდ ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა. 14 მარტს ამ ტიპის კიდევ ერთი ვიდეო მასალა გავრცელდა, რომელშიც პირთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან მათი სახეები დაფარულია. ვიდეოს ავტორები ემუქრებიან კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რომ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს კიდევ გაავრცელებენ თუ 31 მარტამდე თავიანთ საქმიანობას არ შეწყვეტენ.
On.ge აღნიშნული პოლიტიკოსების სახელებსა და გვარებს შეგნებულად არ ასახელებს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები