ამერიკელების 56 პროცენტი ტრამპის პრეზიდენტობას უარყოფითად აფასებს
ფოტო: Reuters
თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას ამერიკელთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. საზოგადოებრივი რელიგიის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვების თანახმად, მის პრეზიდენტობას მხოლოდ 38 პროცენტი აფასებს დადებითად და 56 უარყოფითად.
ტრამპის რეიტინგები საგრძნობლად ჩამორჩება მისი წინამორბედების, დემოკრატი ბარაკ ობამასa და რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშ უმცროსის რეიტინგებს. პრეზიდენტობის პირველი წლის ბოლოს ბუშის პრეზიდენტობას დადებითად 67, ობამას პრეზიდენტობას კი 69 პროცენტი აფასებდა.
პრეზიდენტობის ამ ეტაპზე ტრამპის რეიტინგი თითქმის ორჯერ ნაკლებია რონალდ რეიგანის დროინდელ რეიტინგზე, რომლის საქმიანობასაც პირველი წლის ბოლოს დადებითად ამერიკელთა 70 პროცენტი აფასებდა.
დონალდ ტრამპის რეიტინგები ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე რჩება, თუმცა კვლევის ავტორის, რობერტ ჯონსის თქმით, ამის მიუხედავად რესპუბლიკელების დიდ ნაწილში ის შეუცვლელი ლიდერია.
"ტრამპის მხარდამჭერებს შორის არიან ადამიანები, რომელთა შეხედულებები არ იცვლება, 10-დან მას 7 ადამიანი უჭერს მხარს, 10-დან 3 კი ამბობს, რომ ტრამპმა რაც არ უნდა გააკეთოს, მხარს მაინც მას დაუჭერენ. ასეთ დროს მახსენდება ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროინდელი ხუმრობა, რომ მას თავისუფლად შეუძლია ნიუ-იორკში, მედისონ ავენიუზე გაიაროს, ადამიანს ტყვია ესროლოს და სეირნობა გააგრძელო ისე, რომ ამას არაფერი მოყვება. მის მხარდამჭერებში არიან ადამიანები, ვისაც ამისი სჯერა", - ამბობს ჯონსი.
ტრამპის პრეზიდენტობის შეფასებისას გამოკითხულთა აზრი თითქმის თანაბრად იყოფა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იმპიჩმენტი და ტრამპის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევა. გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათმა პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია, როცა ამის თითქმის იმდენივე ადამიანს - 46 პროცენტს - არ სჯერა. ამ საკითხზე უფრო მკვეთრია დაყოფა რესპუბლიკელებსa და დემოკრატებს შორის, ათიდან 8 დემოკრატი ამბობს, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია, როცა რესპუბლიკელებში ამის მხოლოდ ყოველ მეათე გამოკითხულს სჯერა.
ჯონსის თქმით, წელს ჩატარებული კვლევა დიდ პოლიტიკურ პოლარიზაციას აჩვენებს. "იქნებიან ეს დემოკრატები თუ რესპუბლიკელები. ისინი მოწინააღმდეგე პარტიას ქვეყნისთვის საფრთხედ მიიჩნევენ. არა უბრალოდ ოპონენტად, ვისაც არ ეთანხმებიან, არამედ ვისაც ხედავენ, როგორც ფუნდამენტურ საფრთხეს ქვეყნისთვის. ორივე პარტიის უმრავლესობა, მოწინააღმდეგე პარტიას აღიქვამს საფრთხედ.
მკვლევარის შეფასებით, ეს ქმნის ფონს, სადაც პარტიები ვერ ახერხებენ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიასa და შეთანხმებას, როცა პარტიები ერთმანეთში ხედავენ მტერს, "რომელსაც შეუძლია ქვეყანა გაანადგუროს".
ტრამპისადმი ისტორიულად დაბალი მხარდაჭერის მიუხედავად, მცირეა იმპიჩმენტის იდეისადმი მხარდაჭერა. ათიდან მხოლოდ 3 ამერიკელი მიიჩნევს, რომ ის თანამდებობიდან უნდა გადააყენონ, იმპიჩმენტის წინააღმდეგი კი 65 პროცენტია.
ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი უილიამ გალსტონი ამბობს, რომ დღეს რესპუბლიკური პარტია დონალდ ტრამპის პარტიაა და მისი მხარდამჭერების აზრზე გავლენას არც ისეთი გახმაურებული თემები იქონიებს, როგორიცაა არჩევნებში რუსეთის ჩარევა და ტრამპის გუნდის ზოგიერთი წევრის რუსეთთან თანამშრომლობა.
"არ მგონია რესპუბლიკელი ამომრჩევლები დიდი ყურადღებას აქცევდნენ რუსეთის გამოძიებას. როცა გამოძიების საგანი თავად პრეზიდენტი გახდება, რესპუბლიკელები მის მხარდასაჭერად გაერთიანდებიან. ისინი არც იჯერებენ, რომ რაიმე სერიოზული მოხდა ტრამპის კამპანიასა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის. ცხადია, რომ ტრამპის მხარეს ჰქონდა ურთიერთობები და შეხვედრები, მაგრამ არ მჯერა რომ ამის გამო ისინი ხმას არ მისცემენ რესპუბლიკელ კანდიდატებს ან ტრამპის მიერ ოფისის დატოვებას მოითხოვენ", - ამბობს გალსტონი.
მკვლევარების შეფასებით, 2018 წლის შუალედური არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იქნება არა მხოლოდ დონალდ ტრამპისთვის, არამედ ორივე პარტიისთვის, რომლებიც კონგრესში უმრავლესობისთვის იბრძოლებენ.
გალსტონის შეფასებით, მომდევნო არჩევნებზე დონალდ ტრამპი ამომრჩევლების მხარდაჭერას შეინარჩუნებს: "ბევრი ამბობდა, რომ ტრამპი პრეზიდენტობისთვის მზად არ იყო, ამის მიუხედავად იგივე ამერიკელებმა ხმა მას მისცეს და ის პრეზიდენტად აირჩიეს".
დღევანდელი მონაცემებით, 2018 წლის არჩევნებში დემოკრატებს 7 პროცენტით მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე რესპუბლიკელებს. დემოკრატებს უფრო დიდი მხარდაჭერა აქვთ ქალ ამომრჩევლებში. ქალების 50 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ ხმას დემოკრატ კანდიდატს მისცემენ.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები