სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორამციას საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე (სსე) დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად დაახლოებით 00:10 საათზე მოხდა. როგორც ირკვევა დენი გაითიშა ოკუპირებულ აფხაზეთში. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა.
"აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარიის გამო. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენის პროცესი. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება", — დაწერა ტელეგრამის არხზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტრომ 00:47 წუთზე.
აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია "ტვ პირველთან" საუბრისას ამბობს, რომ ცდილობენ გაარკვიონ რა გახდა დენის სისტემური გათიშვის მიზეზი.
04:08 წუთზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამინისტრო წერს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულად აღდგა.
საქართველოს დანარჩენ რეგიონებში ელექტროენერგიის ეტაპობრივი აღდგენა გათიშვიდან დაახლოებით 2 საათში დაიწყო.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასშტაბური გათიშვის მიზეზი, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიაა.
ელექტროენერგიის გათიშვის ფონზე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" (GWP) გაავრცელა ცნობა, რომ ავტომატურად შეჩერდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი.
“კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, წყალმომარაგება სრულად აღდგება ჯივიპის სატუმბო სადგურებზე ელექტროენერგიის მიწოდებისთანავე”, — წერია GWP-ს განცხადებაში.
ენგურჰესი კავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ მისი ინფრასტრუქტურა საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა: კაშხალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო მართვის პულტი — ოკუპირებული აფხაზეთის მიერ კონტროლირებულ გალის რაიონში. ამასთან, ენგურჰესის 100%-იანი წილი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. მოქმედი შეთანხმების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% საქართველოს, ხოლო 40% ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდება.
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
კომენტარები