როცა მთელი საქართველო სცენად იქცევა — როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება
ფოტო: საქართველოს ბანკი
არსებობს მოძრაობები, რომლებიც მხოლოდ სცენისთვის არ იქმნება.
ისინი მთაში იბადებიან, ზღვის ნაპირზე გრძელდებიან, შრომაში, ზეიმში, ყოველდღიურობაში ყალიბდებიან და შემდეგ სცენაზე გადადიან. ამიტომაც, როდესაც სუხიშვილები ცეკვავენ, მაყურებელი არა მხოლოდ ქორეოგრაფიასს, არამედ ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ხედავს.
სწორედ ამ იდეას ეფუძნება სუხიშვილების ახალი ვიდეო, “საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება”. ის საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და სააგენტო JOYBOY-ის შემოქმედებითი კონცეფციით შეიქმნა. ვიდეო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული ცეკვის თითოეული მოძრაობის უკან კონკრეტული ამბავი, ადგილი და ადამიანები დგანან.
მთავარი სცენა ყოველთვის სამშობლოა
ვიდეოს კონცეფციის შექმნისას სააგენტო JOYBOY-ისთვის მთავარი ამოცანა მხოლოდ ახალი ვიზუალური ნარატივის პოვნა არ ყოფილა. მათი მიზანი იყო, სუხიშვილები იმ ადგილებს დაბრუნებოდნენ, სადაც ქართული ცეკვის ფესვებია.
“სუხიშვილების ნებისმიერი კომუნიკაცია ქართული იდენტობის გადმოცემას ემსახურება. ამჯერად გვინდოდა, ანსამბლი დაგვებრუნებინა რეგიონებისთვის — იმ კუთხეებისთვის, საიდანაც დაიბადა ქართული ცეკვების მრავალფეროვნება, თავად მოცეკვავეები და მთლიანად ანსამბლიც. მიუხედავად იმისა, რომ სუხიშვილებს მსოფლიოს არაერთ სცენაზე უცეკვიათ, მთავარი სცენა ყოველთვის საკუთარი ხალხისა და საკუთარი მიწის წინაშე იშლება“, — ამბობენ JOYBOY-ში.
ამ იდეიდან დაიბადა მარშრუტიც, რომელმაც მაყურებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურა — მთებიდან ზღვამდე, ჩანჩქერებიდან ძველ სანატორიუმებამდე.
კამერა, რომელიც მხოლოდ აკვირდება
როცა ვიდეოს უყურებ გგონია, რომ მოძრაობა არასდროს წყდება. ლოკაციები იცვლება, თუმცა რიტმი უწყვეტად გრძელდება.
ამ ეფექტის მიღწევა მარტივი არ ყოფილა.
ვიდეოს რეჟისორის, გიორგი მეშველიანის თქმით, გადაღების პროცესში ბევრი გადაწყვეტილება ადგილზე, ექსპერიმენტების შედეგად მიიღეს.
“ლოგისტიკური სირთულეების გამო გადაღების პროცესი ნაწილობრივ იმპროვიზებული იყო. რამდენიმე ცდის შემდეგ მივხვდით, რომ კამერა ძირითადად სტატიკური უნდა დარჩენილიყო, ხოლო დინამიკა თავად მოცეკვავეებსა და პერსონაჟებს შეექმნათ. საბოლოოდ სწორედ ამან შეინარჩუნა ვიდეოს ვიზუალური მთლიანობა და თავიდან აგვარიდა ქაოსი“.
ამავე პრინციპმა განსაზღვრა კამერის ფუნქციაც.
“სუხიშვილებს ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი ბუნებრივად აქვთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ მისი დაფიქსირება იყო. ამიტომ კამერა მაყურებლის როლში რჩება — არ ერევა, არ ცდილობს ყურადღების გადატანას, უბრალოდ აკვირდება უწყვეტ მოძრაობას“, — აღნიშნავს გიორგი მეშველიანი.
საქართველო — როგორც ერთი დიდი სცენა
ვიდეოში თითოეული ლოკაცია განსხვავებულია, თუმცა ერთმანეთთან საერთო ემოციით არის დაკავშირებული.
გიორგი მეშველიანისთვის მთავარი კრიტერიუმი სწორედ საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნების ჩვენება იყო.
“ამოსავალი წერტილი ლანდშაფტის მრავალფეროვნება იყო. საქართველოს არც ერთი კუთხე არ ფლობს ამ მრავალფეროვნებას ექსკლუზიურად — ეს მთელი ქვეყნის საერთო მემკვიდრეობაა. ამიტომ მარშრუტიც ისე დაიგეგმა, რომ მაქსიმალურად ეჩვენებინა საქართველო — მთები, ზღვა, ჩანჩქერები, ძველი სანატორიუმები და სრულიად განსხვავებული გარემოები“, — აღნიშნავს ის.
როცა ისტორია თანამედროვე ენაზე ლაპარაკობს
სუხიშვილების 80-წლიანი ისტორიის თანამედროვე ვიზუალურ ფორმაში გადმოტანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოქმედებითი გამოწვევა იყო.
JOYBOY-ში ამბობენ, რომ ასეთ დროს ყველაზე რთული არჩევანია — რა უნდა მოჰყვე და რა დატოვო კადრს მიღმა.
“ყველაფერი მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოსაყოლია და არაფერი უნდა დაიკარგოს. ამიტომ გიწევს საუკეთესო დეტალების შერჩევა, მუდმივი ფიქრი და დახვეწა. ამ პროცესში აქტიურად ვმუშაობდით ანსამბლთან, ვუსმენდით მათ ისტორიებს, ვიღებდით ინტერვიუებს. საბოლოოდ, თითქოს ცოტა ხნით თავადაც სუხიშვილი ხდები, თუმცა იმავდროულად მაყურებლის ყურადღებასაც ინარჩუნებ. სწორედ ამ ორ ხედვას შორის იბადება სწორი ბალანსი“.
მოძრაობა, რომელიც არ ჩერდება
საქართველოს ბანკისთვის, რომელიც უკვე მრავალი წელია სუხიშვილების გენერალური სპონსორია, ეს პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობა, მუდმივი განახლება და ტრადიციის თანამედროვე ფორმით გაგრძელება ბუნებრივად ეხმიანება საქართველოს ბანკის არ გაჩერების ტრადიციას — მიდგომას, რომელიც განვითარებას, ინოვაციასა და მუდმივ წინსვლას ეფუძნება. სწორედ ამ საერთო ხედვის გაგრძელებაა ვიდეო “საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება”, ის კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოძრაობა მაშინაც გრძელდება, როცა ფესვებს არ კარგავ.
“სუხიშვილების ცეკვა საქართველოს თითოეული კუთხის უნიკალურ ხასიათს ინახავს და მოძრაობად ქცეულ ტრადიციას მსოფლიოს აცნობს. სწორედ ამიტომ, სუხიშვილები საქართველოს შემოქმედებაა, რომელიც არ ჩერდება. საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ მემკვიდრეობის მხარდაჭერას, რაც ქართულ იდენტობას აძლიერებს, მომავალ თაობებს შთააგონებს და ტრადიციას განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. სწორედ ამ საერთო ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობა“, — აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
სუხიშვილების რეპერტუარში თითოეული დადგმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხასიათს ინახავს — იქნება ეს „შეჯიბრი“, „სვანური“, „ხევსურული“, „ჯუთა“, „ცდო“, „ნანილა“ თუ „ჯარა“. თითოეული მათგანი კონკრეტული ისტორიის, ტრადიციისა და ადამიანების გამოცდილების გაგრძელებაა.
სწორედ ამ იდეის შედეგია საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ვიდეოც, რომელიც გვახსენებს, რომ ქართული ცეკვის თითოეული მოძრაობის უკან კონკრეტული ამბავი, განცდა და გამოცდილება დგას.
შეიქმნა ნამუშევარი, რომელიც მხოლოდ სარეკლამო ვიდეო არ არის. ის გვახსენებს, რომ მოძრაობა, რომელმაც ათწლეულების წინ საქართველოს სოფლებში, მთებსა და ეზოებში დაიწყო, დღესაც გრძელდება — იმავე ენერგიით, იმავე ავთენტურობითა და იმავე სურვილით — საკუთარი კულტურა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნოს.
და სწორედ ამიტომ, სადაც არ უნდა იცეკვონ სუხიშვილებმა, მათი მთავარი სცენა ყოველთვის საქართველოა.
მეტისთვის ნახეთ ვიდეო.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
კომენტარები